ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№24

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 29.06

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ლინკოლნი: უნამუსო ადამიანი მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს, იმიტომ რომ ობოლია.

ჩერჩილი: თუ გაჩუმდები, იმიტომ რომ თავიდან აირიდო კონფლიქტი და შეინარჩუნო მშვიდობა, მაშინ ომი შენ შიგნით დაიწყება.

აინშტაინი: ესწრაფვეთ არა წარმატებას, არამედ ღირებულებებს.

რობერტ კიოსაკი: თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ სწავლა ძვირი სიამოვნებაა, მაშინ კარგად დაითვალეთ, რა დაგიჯდებათ თქვენი უვიცობა.

ლაო ძი: დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ; ხარობდეთ იმით, რაც თქვენს თავს ხდება. როდესაც მიხვდებით, რომ არ განიცდით არანაირ ნაკლოვანებას – მთელი სამყაროს მფლობელი იქნებით.

რუმი: შენია ის, ვინც შენში ბედნიერება იპოვა. ყველა დანარჩენი სტუმარია.

ვოლტერი: ნორმალურია, იბრძოლო იმისთვის, ვინც გიყვარს, მაგრამ არ შეიძლება, იბრძოლო, რომ უყვარდე.

იუნგი: შენ ხარ ის, რასაც აკეთებ და არა ის, რასაც ამბობ, რომ გააკეთებ.

იოანე კიბისაღმწერელი: გაძღომა არის მრუშობის დედა, ხოლო სტომაქის შევიწროება – ბრალეული სიწმინდის.

ისააკ ასური: ღმერთი გაშორებს ადამიანებს, რადგან მას ესმის მათი ის საუბრები შენზე, რომელიც შენ არ გესმის.

ამბა იაკობი: ბევრს არ რცხვენია, საკუთარ თავს ხალხის წინაშე ცოდვილი უწოდოს, მაგრამ სხვისგან ამის მოსმენა არ სურს. ეს თავმდაბლობის ნიშანი არ არის.

მარკ კიუბანი: იპოვეთ თქვენი სისუსტეები მანამ, სანამ ამას თქვენი კონკურენტები გააკეთებენ.

ნიკონ ოპტელი: თავის გამართლების პოვნას არ შეუძლია სინდისის დამშვიდება, ის უფრო მეტად შეაწუხებს ადამიანს.

ელეონორა რუზველტი: თქვენ უნდა აკეთოთ ის, რაც შეუძლებლად მიგაჩნიათ.

ენბერ-ეშენბახი: ქალებს სიმართლეს ნუ მოსთხოვთ იმ დრომდე, ვიდრე არ შეწყვეტთ მათ ისე აღზრდას, რომ დარწმუნებლი იყოს, ქალის უმთავრესი დანიშნულება არის, კაცებს მოეწონოს.

ტომ ჰარდი: წესიერი ქალი ის არის, ვისაც არ სურს ერთ მამაკაცზე მეტი გააუბედუროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა