ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№21

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 08.06

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ვოლტერი: როდესაც სიჩუმეში აშენებ, ადამიანები ვერ ხვდებიან, რას დაესხან თავს.

აინშტაინი: აკონტროლე ენა და მიხვდები, რამდენ პრობლემას აგაცილებს დუმილი.

ტოლსტოი: ხშირად ჩვენი კარგი თვისებები ცხოვრებაში უფრო მეტ ზიანს გვაყენებენ, ვიდრე ცუდები.

ნოდარ დუმბაძე: სიყვარული და მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივი მოძრაობაა კარგი, ისიც საავტომობილო ტრასაზე.

ოტია: ერთი და ორი შტერი ყველგან შეიძლება, იყოს, მაგრამ ჩვენ სხვა უბედურება გვჭირს – ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა.

ვოვენარგი: როცა ადამიანს სავსებით და უპირობოდ ენდობი, ცხოვრება უეჭველად გაძლევს ორიდან ერთს: ან საუკეთესო ადამიანს, ან გაკვეთილს.

მონტენი: როცა ადამიანი ვერ შეძლებს შენზე ბატონობას, იწყებს შენზე საუბარს – როგორც „ცუდზე“.

მონტესკიე: არაფერია იმაზე უფრო საწყენი, ვიდრე ხედავდე, თუ როგორ კვდება კარგად ნათქვამი სიტყვა იდიოტის ყურში, რომელსაც შენ ის უთხარი.

ამბა ისაია: სიკეთე ერთადერთია, რომელსაც დედამიწაზე აბნევ და ცაში გროვდება.

ნილოს სინელი: ჩვენს სულში ზუსტად იმდენი ღირსებაა, რამდენის შემჩნევაც სხვაში შეგვიძლია.

ბასილი დიდი: ვერაფერი შეედრება თავმდაბლობის სათნოებას. ეს არის დედა, ფესვი, საკვები, საფუძველი და კავშირი ყოველი სიკეთის.

შანელი: რაც უფრო ცუდად მიგდით საქმე, მით უფრო კარგად უნდა გამოიყურებოდეთ.

ოშო: თუ გულწრფელი ხარ, შენ ხარ ძალიან ლამაზი.

ჩესტერფილდი: შეყვარებული ადამიანი ასეთია, როცა ატკენენ, წასვლისას მაინც იმაზე ფიქრობს, მის გარეშე როგორ იქნება.

ფრანკლინი: პიროვნული ღირსების მქონე ადამიანისთვის თავისუფლებისკენ სწრაფვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შედეგი.

კოელიო: როცა ქალი შენ წინაშე დგას, მორცხვობს და ცოტას ლაპარაკობს, მაშინ ფიქრობს, როგორ გაგხადოს მისი.

ბუასტი: ლამაზი ქალი ჭკუას გაკარგვინებს. ჭკვიანი კი გახვედრებს, რომ ჭკუა საერთოდ არ გაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა