ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 01.06

ჰენრი კისინჯერი: ამერიკასთან მტრობა არის საშიში, მეგობრობა კი – სასიკვდილო.
მოემი: რამდენი ახლობელიც არ უნდა გყავდეს, სულ გახსოვდეს, რომ საკუთარ ტკივილს მარტო უნდა გაუმკლავდე.
ჩესტერფილდი: შეწყვიტე იმ მაგიდასთან ჯდომა, სადაც სხვებს ძირს უთხრიან, რადგან როცა ადგები, თემა შენ იქნები.
დოსტოევსკი: ადამიანებმა ისე მოვაწყვეთ სამყარო, რომ მასში კარგად ცხოვრების საზღაურად ადამიანობის დაკარგვა დავაწესეთ.
ბალზაკი: საკუთარ სისუსტეში გარკვეული ადამიანი გაცილებით ძლიერია.
ტვენი: უმჯობესია, იყო ოპტიმისტი, რომელიც ზოგჯერ ცდება, ვიდრე პესიმისტი, რომელიც ყოველთვის მართალია.
ბენოფი: ფასეულობები ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ საქციელში არ გამოიხატა და ცხოვრებაში არ გამოიყენეთ.
აკაკი: ... ქართველ მოღვაწეს ყველას თვალში ვამცირებთ! სიცოცხლეში ვატირებთ, რომ მოკვდება, ვიტირებთ!
ლევან გოთუა: ადამიანია არა ის, რომელიც ადამიანად ჩნდება, არამედ ის, ვინც სიკვდილამდე ადამიანად რჩება.
ისიდორე პელუზიელი: სხვის ვნებებზე ვერ იბატონებს ის, ვისაც ჯერ საკუთარი არ დაუძლევია.
ეფრემ ასური: როგორც ნაპერწკალი ადვილად ქრება აალებამდე, ასევე ცუდი ზრახვა დასაწყისშივე ადვილად ითრგუნება.
მარკოზ მოსაგრე: ქარის მოძრაობის გარეშე ღრუბლები არ წარმოიქმნება, ასევე არ გაჩნდება ცოდვა ზრახვების გარეშე.
ედგარ პო: მარტოობა მშვენიერია, მაგრამ ისიც აუცილებელია, ვინმემ გითხრათ, მარტოობა მშვენიერიაო.
ვოვენარგი: მე ის არ ვარ, რაზეც ვსაუბრობ, მე ის ვარ, რაზეც ვჩუმდები.
ვოლტერი: სიცრუე დიდი ბიწიერებაა მხოლოდ მაშინ, როცა ბოროტს მოახდენს, ხოლო როცა კეთილსა იქმს, მაშინ იგი დიდი სათნოებაა.
სენეკა: საუკეთესო საშუალება, რომ დედაკაცმა სათნოება დაიცვას, სიმახინჯეა.
ტაციტი: დედაკაცთა უმეტესი ნაწილი მშვიდი და უწყინარი უფრო სახლს გარეთ არის, ვიდრე თავის სახლში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან