ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 25.05

სიუნ ცზი: ბრძოლაში გამარჯვება არ ნიშნავს უმაღლეს საომარ ოსტატობას. უმაღლესი ოსტატობა მტრის დამარცხებაა ბრძოლის გარეშე.
ემილ ჩორანი: ერთადერთი გულწრფელი აღსარება ისაა, რომელსაც არაპირდაპირ ვამბობთ სხვებზე ლაპარაკისას.
რემარკი: ოღონდ თავისუფლება არ დაკარგო! ის სიყვარულზე უფრო ძვირფასია.
ოშო: სინამდვილეში არავის სურს, იყოს თავისუფალი, რადგან თავისუფლებას მოაქვს პასუხისმგებლობა.
კანტი: ადამიანის ჭკუის ნაყოფთაგან ორი საქმეა უძნელესი – მართვის ხელოვნება და აღზრდის ხელოვნება.
დიუმა უმცროსი: ყოველგვარ უბედურებას ორი წამალი აქვს – დრო და სიჩუმე.
კამიუ: სკოლა ისეთი ცხოვრებისთვის გვამზადებს, რომელიც სამყაროში რეალურად არ არსებობს.
მარკესი: ხასიათი იარაღია. მთავარია შენიანებს არ ესროლო.
მონტენი: არასოდეს უღალატო იმ ადამიანს, რომელიც გენდობა. ნდობა იშვიათი საჩუქარია და ამ საჩუქარს მხოლოდ ყველაზე ძვირფას და გამორჩეულ ადამიანს ჩუქნიან. ამიტომ, თუ ვინმემ სანდოდ მიგიჩნია, გაუფრთხილდი. ამით მხოლოდ ნდობას კი არა, იმ ადამიანის თვალით დანახულ საკუთარ თავს გაუფრთხილდები.
ნეტარი ავგუსტინე: განსაცდელის დროს სუსტი დამნაშავეს ეძებს, ხოლო ძლიერი – უფალს.
იოანე ოქროპირი: შენი გული ითხოვს, რაც გინდა, მაგრამ ღმერთი გაძლევს, რაც გჭირდება.
ანტონ დიდი: სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს.
ჩესტერფილდი: ადამიანის დაკარგვის არ შეგეშინდეს, გეშინოდეს, რომ საკუთარ თავს დაკარგავ, თუ მუდამ სხვების სიამოვნებაზე იფიქრებ.
ვოლტერი: ღმერთო, დამიფარე მეგობრებისგან, მტრებს თავად გავუმკლავდები.
რუსო: მე არავინ მავიწყდება, უბრალოდ, ვაკვირდები, ვის ვახსოვარ.
კატონი: ის, რაც საჭირო არ არის, ყოველთვის უფრო ძვირი ჯდება.
შილერი: როცა დედაკაცი ხედავს ლამაზი ქალის სურათს, ისე გრძნობს თავს, თითქოს ვინმემ რამე აწყენინა.
ბაირონი: ცრემლი დედაკაცისთვის ნაღველის შემსუბუქებაა, მამაკაცისთვის – წამება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან