ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№17

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 11.05

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ჩესტერფილდი: ყველაზე მყარი ვალუტა, რომლის კურსიც არცერთ დროში არ იცვლება, ოცდაათი ვერცხლია.

ვოლტერი: სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვარს სინდისი ადევნებს თვალყურს.

კონფუცი: ელაპარაკო ადამიანს, რომელთანაც შეუძლებელია საუბარი, ნიშნავს სიტყვის დაკარგვას. არ ელაპარაკო ადამიანს, რომელთანაც შეიძლება ლაპარაკი, ნიშნავს, დაკარგო ადამიანი.

ბუასტი: საოცარი სიმშვიდე მოაქვს წუთებს, როდესაც სულერთი ხდება ის, რაზეც ადრე ბევრს დარდობდით.

რემარკი: მუდამ მზად იყავი ღალატისთვის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისგან, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით.

ჰესე: გულგრილობა, აბუჩად აგდება, გულქვაობა კონკრეტულ სიტუაციებში მკვლელობაზე ნაკლები არ არის.

ბესიკ ხარანაული: რაც ხალხში ვიცხოვრე, იმდენ ხანს რომ ტყეში მეცხოვრა, ხეებს ხომ მაინც გავარჩევდი ერთმანეთისგან.

ტოლსტოი: რაც არ უნდა ბევრი მეგობარი და ახლობელი გყავდეს, საკუთარ ტკივილთან მაინც მარტო ხარ.

ჰემინგუეი: სიმთვრალეში მიცემული ყოველი პირობა შეასრულე სიფხიზლეში და ეს გასწავლის ენაზე კბილის დაჭერას.

იოანე ოქროპირი: გულმა ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ ვნებებთან წინააღმდეგობით შეიძლება, დაიმკვიდროს და არა მათი მსახურებით.

ბასილი დიდი: აყვედრი ვინმეს თუ სჯი, შინაგანად გიყვარდეს იგი.

ანტონ დიდი: თუ ვინმე რაიმე ცოდვას დაგაყვედრებს, რაც არ ჩაგიდენია, თავი დაიმდაბლე მყვედრებლის წინაშე და უხრწნელ გვირგვინს მიიღებ.

ტოლსტოი: სიყვარული ქორწინების მერეა ძნელი მოსათხრობი, თორემ იქამდე პოეზიაა.

ლაროშფუკო: ჭკვიანია ის, ვინც დროზე მოვა, უფრო ჭკვიანია ის, ვინც დროზე წავა.

დეკურსელი: ოქროს დრო იყო მაშინ, როცა ოქრო არ ბატონობდა.

გოეთე: გაჭირვება ყველა მეცნიერებაზე მეტს ქმნის.

ეშენბახი: უფრო ადვილია, შვიდ ქალს შეაყვარო თავი, ვიდრე ერთისგან თავი დაიხსნა.

ჟვანეცკი: დაადანაშაულო ქალი იმაში, რაც მას არ ჩაუდენია, ეს იმას ნიშნავს, იდეა მიაწოდო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა