ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№11

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 28.03, 2021 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

შოუ: ხშირად ადამიანის შეცდომაში შეყვანის ყველაზე კარგი მეთოდი სიმართლის თქმაა.

ტვენი: ჯობს, ჩუმად იყო და დებილის შთაბეჭდილება დატოვო, ვიდრე დაიწყო საუბარი და დაამტკიცო ეს.

კონფუცი: ზოგი უვლის ბედის საჩუქარს, ზოგი კი უმადურია.

ცვაიგი: სულით მამაც ადამიანს განვლილი საფრთხე ჭკუას ვერ ასწავლის, მხოლოდ შეაგულიანებს.

ვოლტერი: მხოლოდ მაშინ გრძნობ შენი არსებობის აზრს და მოწოდებას, როდესაც იცი, რომ სხვებისთვის რაღაცას წარმოადგენ.

კოელიო: სიყვარული ერთადერთია, რაც გონებას აძლიერებს, შემოქმედებითი ფანტაზიის უნარს გვაძლევს, გვასუფთავებს და გვათავისუფლებს.

ჰეპბერნი: აჩუქო სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მიღება.

ანდერსენი: ცხოვრება ლამაზი მელოდიაა, უბრალოდ, ტექსტია არეული.

მონტენი: ვინც არ იცის, საით უნდა წავიდეს, ძალიან გაუკვირდება, როდესაც სხვაგან აღმოჩნდება.

შანელი: სიბერე სიყვარულისგან ვერ დაგიცავს, მაგრამ სიყვარული ადვილად დაგიცავს სიბერისგან.

გურჯიევი: ღმერთი სიტყვაა, სიტყვა კი – ღმერთი.

ვოვენარგი: კმაყოფილ ადამიანს უკეთესის სურვილი არ დაებადება.

გოეთე: ყოველთვის როდი შეიძლება, ერთმანეთში ავურიოთ ის, რაც გვსურს და რაც სინამდვილეში არსებობს.

ტოლსტოი: სანამ რაიმე ახალი აღიმართება, აუცილებლად არსებულის ავტორიტეტი უნდა დაკნინდეს.

მორტმანი: თუ შენ შეგიძლია, დაინახო სილამაზე, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენშია სილამაზე. სამყაროც სარკესავითაა და მასში ყველა თავის ანარეკლს ხედავს.

ნიცშე: ქალები ყველაფერ მაღალსა და კარგს უფრო დიდ შეფასებას აძლევენ, ხოლო ცუდსა და დაბალს კი ბოლომდე ამდაბლებენ.

ერმანი: ქალები არ ითვალისწინებენ ცუდ რჩევებს – ისინი მათ უსწრებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა