ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 19.11

ჰიპოკრატე: თუ ცხოვრების წესის შეცვლა არ შეგიძლია, მაშინ არავინ და არაფერი დაგეხმარება.
დოსტოევსკი: ბევრი ადამიანი პატიოსანი იმიტომ არის, რომ სულელია.
ბულგაკოვი: ბოროტი ადამიანები არ არსებობენ, არსებობენ უბედური ადამიანები.
ვოლტერი: შენ ვერ გადარჩები, ერთხელ მაინც თუ სხვაზე არ გილოცია.
ვოვენარგი: ცხვრები არასოდეს ერთიანდებიან მტაცებლის წინააღმდეგ. უბრალოდ, უხარიათ, რომ მათ არ დაესხნენ თავს.
მონტენი: თუ გინდა, გაიგო, რა არის ცხოვრებაში შენი, ყველაფერი უნდა გაუშვა, რაც დაგრჩება, ის არის შენი.
სოლომონი: ცხოვრებაში იმას იღებ, რაზე შეკითხვის დასმის გამბედაობაც გეყო.
ეიზენჰაუერი: ლიდერობა არის ხელოვნება, ვინმემ საკუთარი სურვილით გააკეთოს ის, რაც შენ გინდა.
გრიგოლ დიოლოღოსი: უმჯობესია, დუმილით გადაიტანო წყენა, ვიდრე პასუხით აჯობო.
იოანე ოქროპირი: ტკბილია ადამიანისთვის ცოდვა, მაგრამ მისი ნაყოფი მწარეა.
ამბა ისაია: მრავალნი სცოდავენ იმის შიშით, რომ სამყაროს კანონების მიმართ ზიზღით ამავე სამყაროს ზიზღი არ დაიმსახურონ.
ჟვანეცკი: დააფასეთ ყველაფერი, რაც გაქვთ, ზოგს ისე უჭირს, მხოლოდ ფული აქვს.
კელერი: როდესაც მზეს თვალს გაუსწორებ, ჩრდილები ყოველთვის შენ უკან დარჩება.
შანელი: მე არ მქონდა ფული, რომ მდიდრებივით ჩამეცვა, ამიტომ მათ ჩავაცვი ჩემსავით.
ბრიუერი: ქალს როგორც ექცევი, ზუსტად ისეთი კაცი ხარ.
შექსპირი: ქალი შეიძლება წაიქცეს, თუ კაცი სუსტია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან