ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

ავტორი: „თბილისელები“ 15:34 17.11, 2020 წელი

დონალდ ტრამპი
დაკოპირებულია

მონტალამბერი: თქვენ შეგიძლიათ, არ დაკავდეთ პოლიტიკით, პოლიტიკა ისედაც დაკავებულია თქვენით.

ტრამპი: ყველაზე დიდი წარმატება მაშინ მოდის, როდესაც დინების წინააღმდეგ ცურავ.
უმბერტო ეკო: ნურასოდეს განსაზღვრავ საკუთარ თავს იმის მიხედვით, თუ რას ფლობ.
ფრიმენი: თქვენ მიიღებთ იმას, რაც დაიმსახურეთ – მოულოდნელად, მაგრამ სამართლიანად.
კონფუცი: სიკეთეს უნდა უპასუხოთ სიკეთით, ბოროტებას კი – სამართლიანობით.
კოელიო: სიყვარულს თავისი ხმა აქვს და თვითონ ამბობს თავის სათქმელს.
აკუტაგავა: სწრაფად – ნელას ნიშნავს, ოღონდ შესვენების გარეშე.
მონტენი: სადაც მართალია ძალა, იქ უძლურია უფლება.
ტოლსტოი: ცოდნა ამშვიდებს დიდ ადამიანს, აოცებს საშუალოს, ხოლო ბერავს ქონდრისკაცს.
უაილდი: სწორედ ის გრძნობები ბატონობენ ჩვენზე ყველაზე მეტად, რომელთა არსში გარკვევაც ასე გვიჭირს და საკუთარ თავს ხშირად ვატყუებთ.
ალ კაპონე: ჩემს 30 მოჩხუბარს დავთმობ ერთი ადამიანის გამო, რომელსაც საკითხების მოგვარება ლაპარაკით შეუძლია.
ზიგლარი: წარუმატებლობა თქვენი მასწავლებელი უნდა გახდეს და არა მესაფლავე.
კამიუ: ბედის მადლიერი კაცის იერი თუ გაქვს, ამას არავინ გაპატიებს. ვირები ცოფდებიან.
ნიცშე: კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.
შაჰ აბასი: ქართველი კაცის დამარცხება არავის ისე არ შეუძლია, როგორც ქართველ კაცს.
აინშტაინი: ცხოვრებაში მხოლოდ ორი გზა არსებობს: პირველი – იცხოვრო ისე, თითქოს არაფერია სასწაული. მეორე კი – ცხოვრობდე ისე, თითქოს ყველაფერი სასწაულია.
პარკერი: სიყვარულის წყალობით დრო შეუმჩნევლად გადის, ხოლო დროის წყალობით – სიყვარული გადის შეუმჩნევლად.
ეტიენ რეი: საყვარელი ქალი ის არის, ვისზეც ბევრი ტკივილის მიყენება შეიძლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი