პოლიტიკა

პოლიტკეთილები

№16

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 23.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ გეოპოლიტიკაში ყველაფერი „მოსულა“

სანამ უკრაინა რუსეთს ებრძვის, ევროკავშირი უკრაინის ზურგს უკან იმალება, ხოლო აშშ-ს ვერ გადაუწყვეტია, მისცეს თუ არა შეიარაღება უკრაინას და რა მანძილზე სროლის უფლებით, ვაშინგტონი პეკინს ხან ეფერება, ხან კი უწყრება, ანუ რფ-სთან უნისონში „ბოროტების ღერძს“ უწოდებს. ამის მიუხედავადაც, გასულ კვირას აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჩინეთს ეწვია და მის ლიდერს მიმართა, რაკი მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა ვართ, კიდეც უნდა ვითანამშრომლოთ კაცობრიობის საკეთილდღეოდო (ისემც ორივეს დაუმშვენდა ცხვირი, ზედაც, მესამესაც, კაცობრიობის საკეთილდღეოდ თითს თითზე არ ადებდნენ ანუ რაკეტას რაკეტაზე). მეორე მხრივ, უცნაურია, თუკი „ბოროტების ღერძს“ უწოდებ, მისგან საკეთილდღეოდ ღვწას როგორღა ელი, მაგრამ შენ გაუგებ გეოპოლიტიკას?!

ერთი სიტყვით, აშშ ცდილობს, ჩინეთს რუსეთისთვის დახმარების სურვილი გაუქროს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს სურვილი ჩინეთს იმდენად ძალუმად მოსძალებია, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ვიზიტის სტუმრობის შემდეგ პეკინს სერგეი ლავროვი ეწვია და თავის ჩინელ კოლეგას შეხვდა.

როგორც ცნობილი შეიქნა, პრ. პუტინის პეკინში ვიზიტის მოსამზადებლად: არჩევნების შემდეგ რფ-ის პირველკაცი პირველად შეხვდება ჩინელ კოლეგას (სამხედრო დახმარების შეწყვეტა-გაგრძელებაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ აშკარაა, რომ პეკინს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაც არ აინტერესებს).

პუტინის პეკინში ვიზიტი ამ წლის განმავლობაში იგეგმება. რატომ? იმიტომ რომ რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთის უპირველესი პარტნიორები არიან და, ამასთანავე, უკრაინის კრიზისზეც ისაუბრებენო.

ბუნებრივია, ამ წლის ბოლომდე უამრავი რამ შეიძლება, მოხდეს (არც ისე უამრავი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო დღის წესრიგის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგია), რაც იმასაც ნიშნავს, რომ პრ. პუტინის არა მხოლოდ პეკინში ვიზიტს შეიძლება, შევესწროთ, არამედ დღეს სრულიად შეუთავსებლების სიამტკბილობასაც. რატომ? იმიტომ რომ გეოპოლიტიკაში (ჟარგონისთვის ბოდიში მომითხოვია) ყველაფერი მოსულა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი