პოლიტიკა

ჯიბეებგაფრთხილებულები

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 29.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ წაკითხულში გაჭირვებულები?!

ისე ხდება, რომ დასავლეთი – როგორც აშშ, ისე ევროკავშირი – ხეირიანად ვერ ამაბს თავს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას. ბუნებრივია, ამას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, თუმცა რეალურად ჩვენ თვალწინ უკრაინა ინგრევა და უკრაინელები იღუპებიან (ოპონენტი მეტყვის: რუსეთი დაესხა თავს და სხვა რა გზა აქვთო. რა თქმა უნდა, თავს დაესხა, ისევე, როგორც ჩვენ 2008 წლის აგვისტოსა და 1921 წლის თებერვალში, ოღონდ საქმეც ისაა, რატომ?!).

დასავლეთი კი იმის დასავლეთია, რომ თავისი მოქალაქეების ჯიბეებს უფრთხილდება (არ გაუფრთხილდება და მისი აჯობებს: ნებისმიერი ხელისუფალი ისევე ვეღარ იხილავს ხელისუფლებას, როგორც საკუთარ ყურებს). შესაბამისად, ეძებენ ფულის წყაროებს, რითაც უკრაინას დაეხმარებიან (მე რომ მკითხოთ, გაცილებით ადრე უნდა მოეძებნათ, მაგრამ საქმეც ისაა, რომ მე არავინ არაფერს მეკითხება). ერთ-ერთ გზად, თავიანთი შეხედულებებისამებრ, რუსეთის უცხოეთში აკუმულირებული აქტივების გამოყენება დაისახეს. ამის ინიციატორი ამერიკის შეერთებული შტატებია, მაგრამ საფრანგეთი და გერმანია თავს იკავებენ და (მე რომ მკითხოთ კი – არა) ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის (ქრისტინ ლაგარდი) აზრით, რომელიც მან G7 შეხვედრაზე გამოთქვა (მომყავს ციტატა): „აქტივების გაყინვიდან მათ კონფისკაციაზე გადასვლამ შეიძლება, თან მოიყოლოს საერთაშორისო წესრიგის დარღვევა, რის დაცვაც თქვენ გსურთ და რასაც გინდათ, რომ რუსეთმა პატივი სცეს”.

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების შედეგად (არადა გვპირდებოდნენ, რომ სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაზე იყო გათვლილი, ჰოდა, უკვე მესამე წელი დაიწყო) რუსეთის ეკონომიკას არც არაფერი დაუშავდა, პირიქით, შემოსავლებიც გაეზარდა და სამხედრო მრეწველობაც განავითარა (იმას გარდა, რომ დღეს მსოფლიოში ორი არმიაა, ვინც ნამდვილ ომში ბრძოლა იცის: რუსეთის და უკრაინის), ამდენად, ვფიქრობ, ქრისტინ ლაგარდის გაფრთხილება საფუძველს არც იყოს მოკლებული.

ცხადია, ჩვენ არ ვიცით, დახარჯავენ თუ არა რუსეთის ფედერაციის კუთვნილ ფინანსებს დასავლელები, ანუ მისცემენ თუ არა უკრაინას, მაგრამ მე უფრო იმას ვშიშობ, ამ ფაქტმა კიდევ უფრო არ გააძლიეროს მოსკოვი და, ზედაც, ვეჭვობ, ვითომ დასავლეთშიც უჭირთ წაკითხულის გააზრება?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი