მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ბრძნული აზრები #16
2017-04-17

ოთარ ჭილაძე: გუშინ არაფრის თქმა არ შეიძლებოდა და თქმას აზრი ჰქონდა... დღეს კი, ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ... სათქმელმა დაკარგა აზრი.
გოეთე: ადამიანებს არ უნდა მიანიჭო იმაზე მეტი ღირსებები, რაც არ დაუმსახურებიათ, თორემ თვითონვე დაგიმტკიცებენ, რომ სასტიკი შეცდომა დაუშვი.
როლანი: ადამიანები არ იცვლებიან! ისინი მხოლოდ თამაშობენ საჭირო როლს, ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
ვოლტერი: მე არავინ მავიწყდება, უბრალოდ, ვაკვირდები, ვის ვახსოვარ!
რუსო: ოჯახი რომ შექმნა, საჭიროა, შეიყვარო... რომ შეინარჩუნო, უნდა ისწავლო მოთმინება და პატიება.
კოქტო: ასჯერ დაეხმარე – დაავიწყდებათ! ერთხელ უთხარი უარი და მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ.
ესქილე: ბრძენს ჰკითხეს: თუ ადამიანს უყვარხარ, დაბრუნდება? ბრძენმა უპასუხა: თუ ადამიანს უყვარხარ, ის არ წავა.
ფორდი: ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასდროს გახდება ოსტატი. მაგრამ ვერც ის გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს რომ შეჰყურებს პირში.
მაკედონელი: აუცილებლად დაუშვით ყველა ის შეცდომა, რაც ბედნიერს გაგხდით.
მოზესი: პატიოსნება და ერთგულება – ეს ძვირად ღირებული საჩუქარია, რომელსაც არ უნდა ელოდე იაფფასიანი ადამიანებისგან.
გუსტავ პეტრო: განვითარებული ქვეყანა ის კი არ არის, სადაც ღარიბებს მანქანა ჰყავთ, არამედ ის, სადაც მდიდრები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ.
ნაპოლეონი: დავეხმაროთ ძლიერებსა და ნიჭიერებს, უნიჭოები და ქვემძრომები თვითონვე გაიკვლევენ გზას.
ოტია იოსელიანი: ბევრი ვაკეთე და ვაშენე. მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო, – რომ იტყვი და ხელებს დაიბან, იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე გიშენებია.
შოუ: მე ვარ ის, ვინც გულში ტირის, სახე უღიმის, ბევრ რამეში არ უმართლებს და მაინც იცინის.
მერიმე: ადამიანებს ყველაზე მეტად აინტერესებთ ის, რაც მათ საერთოდ არ ეხებათ!
კიოსაკი: თუ გსურთ, რომ საკუთარი რეალობა შეცვალოთ, უნდა შეცვალოთ საკუთარი აზროვნება.
ტვენი: უმჯობესია, დახურო პირი და სულელის შთაბეჭდილება დატოვო, ვიდრე გააღო და ყველა დარწმუნდეს ამაში.
მოლიერი: საკმარისი არაა, უბრალოდ, ცოლქმრობა. საჭიროა, გახდეთ მეგობრებიც და საყვარლებიც, იმისთვის, რომ მერე არ ეძიოთ ისინი სხვაგან.
ნიცშე: ყოველი განრისხებული ქალის უკან დგას მამაკაცი, რომელიც აზრზე არ არის, რა დააშავა.