მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ქართულ-ამერიკული კომპანია S-CAD Group Georgia – ვაკანსიები დასაქმების მსურველებისთვის #15
2017-04-10
თამარ ჩხენკელი

 ქართულ-ამერიკული კომპანია S-CAD Group Georgia თბილისში უკვე ექვსი წელია, ფუნქციონირებს. მისი სათავო ოფისი ამერიკაშია, თუმცა ქართული  წარმომადგენლობა თბილისშიც  ამერიკული სტანდარტით მუშაობს – ამ კომპანიაში დასაქმებულებს გარანატირებული აქვთ მაღალი, მზარდი ანაზღაურება და სოციალური პაკეტები.  იმ ფონზე, რომ  საქართველოში  უმუშევრობა ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევაა, S-CAD Group Georgia გთავაზობთ ვაკანსიებს, მათ, ვისაც დასაქმება  რეალურად  გსურთ. გაძლევთ  შანსს, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.  ეს რთული სულაც არ არის – კომპანიის არსებობის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა გამოსაცდა საკუთარ თავზე. S-CAD Group Georgia-ს მფლობელი და დამფუძნებელი  მიხეილ  ცინაძეა, რომელსაც ძალიან ემოციური და საინტერესო ცხოვრება აქვს.  ის ათეული წლების წინ წავიდა ამერიკაში საცხოვრებლად და ემიგრანტმა  იქ წარმატებული კომპანიის შექმნა შეძლო.  კონკრეტულად  რა ვაკანსიებს სთავაზობს S-CAD Group Georgia  დასაქმების მსურველებს და როგორ უნდა გახდეთ ამ კომპანიის სტაბილური გუნდის წევრი, ამის შესახებ ბატონ მიხეილ ცინაძეს გავესაუბრეთ. 
– ამერიკაში წარმატებული ბიზნესის მფლობელმა, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში გადმოსვლა და თქვენი საქმიანობის აქ გაგრძელება?
– ამერიკაში 90-იან წლებში წავედი. იქ ჩასულს დამხვდა ჩემთვის აბსოლუტურად უცხო, სხვა სამყარო, თუმცა, გავიდა წლები და მე შევძელი, შემექმნა საკუთარი წარმატებული კომპანია. როდესაც პირველად თბილისში დავბრუნდი, 14 წლის შემდეგ, ქვეყანა იყო განვითარების ისეთ ეტაპზე, რომ უკვე შეიძლებოდა, ფიქრის დაწყება  სტაბილურ ბიზნესზე. ამერიკაში ჩემს კომპანიას ვერ მივატოვებდი, გავაკეთე მისი ქართული წარმომადგენლობა S-CAD Group Georgia, რომელიც უკვე მეექვსე წელიწადია, თბილისშიც  ფუნქციონირებს. კომერციული ინტერესი ერთია, მეორე ძალიან დიდი ფაქტორი აღმოჩნდა ის ემოციები, რაც ყველა ქართველს აქვს, რა დროითაც არ უნდა იყოს წასული თავისი ქვეყნიდან. რა წარმატებებსაც არ უნდა მიაღწიო სხვაგან, შენს ქვეყანაში წარმატებას მეტი ფასი აქვს. დღეს მე და ჩემი ოჯახი, მეუღლე და შვილები წასვლა-წამოსვლაში ვართ საქართველო-ამერიკას შორის.
– რას საქმიანობს თქვენი კომპანია და რას სთავაზობს მათ, ვისაც დასაქმების სურვილი აქვს?
– კომპანია S-CAD Group Georgia არის საინჟინრო-მხაზველობითი კომპანია, რომელიც მთლიანად ამერიკულ შეკვეთებზე მუშაობს. ჩვენ გვაქვს შეკვეთები ამერიკიდან, კანადიდან, გერმანიიდან. ვმუშაობთ  კერძო სახლების, კომერციული ოფისების, დიდი ჰოსპიტლების დაპროექტებაზე, ინტერიერის დიზაინზე. პროდუქცია, ტექნიკური ნახაზები  მზადდება საქართველოში ამერიკელი დამკვეთის მოთხოვნით და ამერიკული სტანდარტების მიხედვით. ამერიკაში ჩვენი პროფესია ძალიან მოთხოვნადია. სამწუხაროდ, საქართველოში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. ამიტომაც, ჩვენი კომპანიის ბაზაზე გავხსენით სასწავლო საკვალიფიკაციო ცენტრი, სადაც თვითონვე დავიწყეთ კვალიფიციური  კადრების გადამზადება. სასწავლო ცენტრის ყველაზე მოტივირებული და წარმატებული ადამიანები ჩვენთან საქმდებიან. მე სხვის მომზადებულ კადრსაც სიამოვნებით მივიღებ, მაგრამ  ვერ ვიპოვე (იცინის). არადა  ვიცი, რამდენი ნიჭიერი, ტექნიკური განათლების ადამიანია დაუსაქმებელი და საკუთარ შესაძლებლობებს ვერ იყენებს.   კომპანიაში ცხადდება ვაკანსიები მხაზველის პოზიციაზე.  კომპანიაში ფუნქციონირებს ორი ჯგუფი. ვინც საშუალო ან მაღალ დონეზე იცის პროგრამა  AUTOCAD, აქვს გამოცდილება ავეჯის ან არქიტექტურულ სფეროში,  იცის ნახაზების ინჟინრული დეტალირება,  ტექნიკური სპეციფიკაციების გამოკვლევა და დადგენა,  ავიყვანთ  მზარდ, მაღალანაზღაურებად პოზიციებზე. ანაზღაურება პირდაპირპროპორციულია კანდიდატის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სამუშაო სტაჟისა. მინიმალური (პირველი თანრიგი) ანაზღაურება შეადგენს 500 ლარს, საშუალო თვიურს. მაქსიმალური (მე-6 თანრიგი) შეადგენს 1 900 ლარს საშუალო თვიურად.  ჩვენთან არ არსებობს ასაკობრივი  ან გენდერული შეზღუდვა. არსებობს მეორე კატეგორიის ჯგუფებიც, სადაც ავიყვანთ მოტივირებულ ადამიანებს, რომელთაც ტრენინგების  გავლის შემდეგ, დავასაქმებთ ჩვენს კომპანიაში.  კომპანიაში დანერგილია  თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი – ხარისხი, დისციპლინა, ეტიკეტი. კომპანიის ყველა თანამშრომელს აქვს უფასო და მაღალი ხარისხის სამედიცინო დაზღვევა. ყველა ხარჯს კომპანია უზრუნველყოფს 100 პროცენტით. თანამშრომლებს ვუნაზღაურებთ შვებულებას, ეგრეთ წოდებულ  „ავადმყოფობის დღეებს”. მე  ამერიკის მოქალაქე ვარ და კარგად მესმის, რას ნიშნავს დაქირავებული მუშაკის უფლებების დაცვა. 
–  რა პროფესიულ უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს ადამიანი, თქვენთან დასაქმება რომ შეძლოს? აუცილებელია მას ტექნიკური განათლება ჰქონდეს?
– ეს არაა განსაკუთრებული უნარები. ბოლო წლებში გვქონდა უამრავი შემთხვევა, როდესაც ჩვენს კომპანიაში მუშაობდნენ არატექნიკური განათლების ადამიანები, პედაგოგები, ბიოლოგები, თუმცა მათ შეძლეს ჩვენი პროგრამის კარგად ათვისება და ჩვენს კომპანიაში დასაქმდნენ.  ყველაფერი ხომ თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული.  დღეს მე მზად ვარ, სამსახურში ავიყვანო ბევრი კვალიფიციური კადრი, რადგან 2017 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ძალიან ბევრი დიდი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ.  ძალიან მცდარია წარმოდგენა, რომ საქართველოში მოთხოვნადი მხოლოდ იურისტის, ბანკირის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ჩვენს საზოგადოებაში იყვნენ და არიან  მაღალი კვალიფიკაციის მხაზველები, ინჟინრები, ტექნიკური სფეროებით დაინტერესებული პირები. როგორც უკვე მოგახსენეთ,  ჩვენ გვაქვს სამუშაო ადგილები როგორც მათთვის, ასევე  მათთვისაც, ვისაც არ აქვს ტექნიკური ცოდნა, მაგრამ აქვს სურვილი და მოტივაცია, დასაქმდეს სტაბილურ კომპანიაში და შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ!
 ჯგუფების დაკომპლექტება დაწყებულია!
გასაუბრების დასანიშნად და დეტალური ინფორმაციისთვის, დარეკეთ: 574-61-44-55 ან 2-93-55-51.
ან მოგვწერეთ: employment@cadcabinets.com