მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
როგორ გავხდეთ ფსიქოლოგი #15
2017-04-10
ელენე წულუკიძე

ადამიანის ფსიქიკის ცოდნა, ძალიან სასარგებლო რამაა ცხოვრებაში. ყველაზე საინტერესო ადამიანი გახდებით და მთელი ყურადღება თქვენკენ იქნება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანის ფსიქიკა სახუმარო საქმე არაა და სიფრთხილით მოეკიდეთ ამ საქმეს.
პრაქტიკა თქვენსავე თავზე გაიარეთ.
აიღეთ ფურცელი და კალამი, უპასუხეთ 6 კითხვას, შემდეგ კი გადახედეთ პასუხებს:
1. აირჩიეთ ნებისმიერი ციფრი 1-დან 9-მდე;
2. ჩამოთვალეთ 5 ფერი. დაიწყეთ საყვარელი ფერით;
3. ჩამოთვალეთ 5 ფილმი;
4. ჩამოთვალეთ 5 მომღერალი, ჯგუფი ან მუსიკოსი;
5. დახაზეთ რამდენიმე, უბრალო გეომეტრიული ფიგურა (5 მაინც);
6. დახაზეთ რთული გეომეტრიული ფიგურა, რომელშიც ჩახაზული იქნება რამდენიმე უბრალო, გეომეტრიული ფიგურა.
ახლა კი გავშიფროთ:
რიცხვები:
1 – ყველგან პირველობას ცდილობთ;
3  და 7 – მისტიციზმისკენ გაქვთ მიდრეკილება;
5 – „ხუთოსანი“ – ყოველთვის ქებას ითხოვთ;
9 – პესიმისტი ხართ.
ფერები:
წითელი – სექსი  და  ვნება;
ყავისფერი – გადამწვარი ვნებები;
შავი – მელანქოლია, ფანტაზია შეუზღუდავია;
ნაცრისფერი – მოწყენილობა;
თეთრი – ჩიხი, გამოუვალი მდგომარეობა – ამ მდგომარეობაში ხართ ახლა;
მწვანე – სიხარული, ენთუზიაზმი, სასარგებლო ფერია;
ყვითელი – მონატრება;
ლურჯი – მეოცნებე;
იასამნისფერი – სექსზე მეოცნებე.
კინოფილმები:
დასახელებული ფილმების გმირები არიან თქვენი იდეალები. გინდათ, მათ მიბაძოთ.
საყვარელი მუსიკით მიხვდებით, თუ როგორ გარემოში გაიზარდეთ და როგორი გემოვნება გაქვთ.
გეომეტრიული ფიგურები:
თუ არ დახაზეთ უბრალო ფიგურა და დახატეთ, მაგალითად, სპირალი, ესე იგი, კომპლექსები გაწუხებთ;
სამკუთხედი – ასოცირდება პატივმოყვარეობასთან;
კვადრატი – თავისუფლების  სიმბოლოა;
წრე – რაღაც სასიამოვნო, მრგვალი ასოცირდება ფიზიკურ სიამოვნებასთან. ხშირად ხატავთ წრეებს? – სიამოვნებას დაეძებთ.