მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ტყეში გაჭრილი #10
2017-03-06
ნინო ხაჩიძე

ტაიგელი დათვების კამპანიაში

 სანამ ჩვენ „რუსთავი 2-ის“ საქმეს ვარჩევდით (სულო ცოდვილო და, მცირედნი გლოვობენ, უმეტესობას კი უხარია), ვლადიმირ პუტინი უღრან ტყეში გაჭრილა.
როგორც რფ-ის პრესმდივანმა გვაუწყა, პრ. პუტინმა ღამე ტაიგაში გაატარა. მომყავს დმიტრი პესკოვის ციტატა: „ის მეორე ღამესაც გაატარებს ტაიგაში და მესამე დღეს მოსკოვში დაბრუნდება.“
ისიც გვითხრა, რომ ჩვენი მთავარი ოკუპანტი საველე პირობებში ცხოვრობდა და, რაც ყველაზე საინტერესოა, ტაიგაში გატარებული მეორე დღე-ღამე პრეზიდენტის პირადი გრაფიკიაო (ანუ ვითომ – ეძებე ქალიო?!).
ჩვენ არ ვიცით, რატომ დალაშქრა ტაიგა რფ-ელმა პრ.-მა და არც ის, ვისთან ერთად, თუმცა ურიგო არ იქნება, თუ სულ იქ დარჩებოდა ტაიგელი დათვების კამპანიაში. –