მედიცინა

სამფერა იის სასარგებლო თვისებები

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.04

სამფერა ია
დაკოპირებულია

სამფერა იისგან დამზადებულ პრეპარატებს ანთებისა და ხველის საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ. გარდა ამისა, მისი ნაყენი მეტად სასარგებლოა თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებისას. მას შარდგამომყოფი და ნაღველმდენი თვისებები ახასიათებს.

სამფერა იის საკრეფად საუკეთესო პერიოდი მაისი და ივნისია. შეგროვებული მცენარე ჩრდილში გააშრეთ და მომინანქრებულ ჭურჭელში შეინახეთ.

იის ნაყენის მიღება სასურველია ქუნთრუშის, ბრონქიტის, ფილტვის პათოლოგიების დროს. მეტად ეფექტურია მისი სავლები კბილის ტკივილის, გინგივიტის, პაროდონტოზის შემთხვევაში.

იის ნაყენი სასარგებლოა ათეროსკლეროზის დროს: 20 გრამ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და 15 წუთს ადუღეთ, შემდეგ 45 წუთით დააყენეთ, გაფილტრეთ და კვლავ წამოადუღეთ. სვით თითო სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

ალერგიული დერმატიტისა და კანის სხვა პათოლოგიების სამკურნალოდ სამფერა იის ნაყენის აბაზანებია მიზანშეწონილი. თუკი იის ნაყენს აბაზანაში ჭარბად ჩაასხამთ, ამით არაფერი დაშავდება, მაგრამ თუკი ზომაზე მეტს დალევთ, შეიძლება, გულისრევა და ღებინება გამოიწვიოს.

სამფერა იის ბალახი შეიცავს საპონინებს, გლიკოზიდებს, ყვითელ პიგმენტ ვიოლაკვერცეტინს, C ვიტამინსა და კაროტინს. მელნისფერ ფურცლებში აღმოჩენილია ანტოციანი ვიოლანინი.

საპონინების წყალობით, მცენარეს აქვს ამოსახველებელი თვისებები. მცენარე შედის საყმაწვილო სენის საწინააღმდეგო ნარევში. მას იყენებენ აგრეთვე, ეგზემისა და კანზე გამონაყრის დროს. საყმაწვილოს სენის დროს მის ნახარშს სვამენ, ხოლო გარედან იკეთებენ აბაზანებსა და საფენებს. მის ნახარაშს იყენებენ როგორც სისხლისდენის შემაჩერებელ, შარდმდენ და ოფლმდენ საშუალებას.

სამფერა იის ნახარშის მისაღებად აიღეთ 20 გრამი მცენარე, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ, დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

ია ახარებს თვალს და ათბობს სულს. ეს ყვავილი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ სახლში ზედმეტად ემოციურ ადამიანებს, ასევე მათ, ვინც გარიყულად გრძნობს თავს და აკლია ირგვლივ მყოფთა ყურადღება. განსაკუთრებით სასარგებლოა იები ოთახში, სადაც ჩვილი ბავშვები არიან.

სასიამოვნო სურნელის გამო იას კოსმეტიკაშიც იყენებენ. იის სურნელს ამატებენ საპნებს, დეზოდორებს, ჰაერის გამწმენდებს, შამპუნებს, ლოსიონებს...

შინაურ რეცეპტებში შეხვდებით იის ყვავილის ფურცლებისგან დამზადებულ წვენს, რომელსაც გამონაყრის დროს სახის ან ტანის გასაწმენდად იყენებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი