მედიცინა

ექიმის რჩევები

№16

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 28.04

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: მაქვს მხოლოდ წინა 6 კბილი და საკვებს კარგად ვერ ვღეჭავ. შეიძლება, რომ ეს იყოს გაძლიერებული წყურვილის მიზეზი?

პასუხი: პირის ღრუსა და სანერწყვე ჯირკვლების პათოლოგიები შეიძლება, იყოს პირის სიმშრალის გამომწვევი, პირის სიმშრალე კი, თავის მხრივ, აძლიერებს წყლის მიღების სურვილს. დიფერენცირება ასეთი მიმოწერის რეჟიმში ვერ მოხერხდება, ამიტომ საჭიროა, ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ.

კითხვა: ვარ 17 წლის. ბოლო დროს თმის ცვენა დამეწყო. რაღაც პერიოდი ვეწეოდი. შეიძლება, ამას გამოეწვია? ახლა აღარ ვეწევი, მაგრამ ცოტა მაინც მცვივა. უნდა მივმართო ექიმს თუ თავისით დარეგულირდება?

პასუხი: თმის ცვენის რისკ-ფაქტორები (ხელშემწყობი) არის არასწორი კვება, სიგარეტის მოხმარება, თმის არასწორი მოვლა და ასე შემდეგ. ძირითად მიზეზად კი განიხილება ჰორმონები, გენეტიკა, ასაკი და სტრესი. რეალური მიზეზის დასადგენად გამოკვლევებია საჭირო (ტრიქოგრამა მაინც). ამისათვის კი ტრიქოლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: როდესაც საშვილოსნო ფიბრომისკენ არის მიდრეკილი, პმს-ის შესამსუბუქებლად პერიკასტუსის მიღება თუ არის შესაძლებელი?

პასუხი: პერიკასტუსი რეპროდუქციული სისტემის ორგანოებში აჩერებს უჯრედების ანომალურ ზრდას, ამიტომ ინიშნება მიომის, კისტების, ენდომეტრიოზის, მასტოპათიის და სხვა პათოლოგიების დროს კომპლექსურ თერაპიაში, ასევე საპროფილაქტიკოდ, როცა არსებობს მსგავსი პათოლოგიების განვითარების წინაპირობა.

კითხვა: ორი კვირა ვსვამდი ჯინჯერის ჩაის, დღეში 3-4 ფინჯანს. დამეწყო კუჭის ყრუ ტკივილი და საშარდე სისტემის დისკომფორტი. შესაძლოა ეს ჯინჯერის ჩაის გამოეწვია თუ სხვა რამის ბრალია?

პასუხი: დიახ, კოჭა/ჯანჯაფილი უკუნაჩვენებია გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, რადგან შეიძლება, გამოიწვიოს კუჭის წვენის გამოყოფის სტიმულირება, რაც არის დისკომფორტის მიზეზი. ასევე შეიძლება, გამოიწვიოს საშარდე სისტემის გაღიზიანება, მით უმეტეს, თუ დარღვეულია მარილოვანი ცვლა, ანუ თირკმელებსა და შარდის ბუშტში ქვიშაა ან კენჭი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი