ბელადები

როგორ გადასწია ბერიამ 40 წლით საბჭოთა კავშირის დაშლა

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 05.05

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია, როგორც ბევრი აღნიშნავს, შესანიშნავი ორგანიზატორი, მკაცრი მმართველი და ნოვატორი იყო. გარდა იმისა, მას ანალიზის შესაშური უნარი ჰქონდა და თითქმის ნებისმიერ საკითხზე შეეძლო ერთადერთი სწორი რჩევის მიცემა და რა თქმა უნდა, შესრულება.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „ბერია სტალინის უპირველესი მრჩეველი იყო და თითქმის ერთადერთი ადამიანი, ვისაც უფლება ჰქონდა, შესწორება შეეტანა ბელადის გადაწყვეტილებაში. ანუ შეეძლო, დაერწმუნებინა სტალინი, რომ უკვე მიღებული გადაწყვეტილება შეეცვალა. სხვებს – პოლიტბიუროს დანარჩენ წევრებს, იშვიათი გამონაკლისით, მოლოტოვის გარდა, არც შესაბამისი ინტელექტუალური მარაგი ჰქონდათ და არც ვაჟკაცობა. ბერია კი ყოველთვის სწორ რჩევებს იძლეოდა და სტალინი დიდად აფასებდა ამას.

1949 წლის მიწურულს, როდესაც საბჭოთა კავშირს უკვე ჰქონდა ატომური იარაღი (ბერიას უდიდესი ძალისხმევით) და შეერთებული შტატები ვეღარ გაბედავდა სხვა ქვეყანაზე თავდასხმას, ბერიას სტრატეგიულმა დაზვერვამ მოიპოვა ზესაიდმულო დოკუმენტი, რომელიც „დალესისი გეგმეის“ სახელითაა ცნობილი. ალენ დალესი ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი, უკიდურესი ანტიკომუნისტი და საბჭოთა კავშირის მოძულე იყო. ომის პერიოდში ის ამერიკის სტრატეგიული სამსახურების სამმართველოს, შემოკლებით „სსს-ის“, შვეიცარიის რეზიდენტურის უფროსი იყო და საბჭოთა კავშირის ზურგს უკან სწორედ დალესი აწარმოებდა გერმანელ ფაშისტებთან სეპარატულ მოლაპარაკებებს დანებების შესახებ. სხვათა შორის, სწორედ ბერიამ ჩაშალა მაშინ ეს მოლაპარაკება. რადგან საბჭოთა სტრატეგიულმა დაზვერვამ უტყუარი ფაქტები მოიპოვა და ისინი გამოააშკარავა. „სსს“ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წინამორბედი ორგანიზაცია იყო და „ცეერუ“ სწორედ „სსს-ის“ ბაზაზე შეიქმნა. ალენ დალესი კი „ცეერუს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, 1953-1961 წლებში კი – მისი ხელმძღვანელი.

ალენ დალესის გეგმაში თეთრზე შავად ეწერა – რუსებს (საბჭოთა კავშირს) ომით ვერასდროს დავამარცხებთ. მით უმეტეს, ახლა, როდესაც მათ ატომური იარაღი შექმნეს. ამიტომ, ჩვენ ეს ქვეყანა შიგნიდან უნდა ავაფეთქოთ. შევუცვალოთ ტრადიციული ღირებულებები. დავამკვიდროთ ძალადობის, პორნოგრაფიისა და ლოთობის კულტი. გავაღვივოთ მათში უკიდურესი ნაციონალიზმი, განსაკუთრებით რუსული ნაციონალიზმ-შოვინიზმი; ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხები ერთმანეთს გადავკიდოთ და საბჭოთა კავშირი 30-40 ერთეულად დავშალოთ; გადავაქციოთ ეს ქვეყნები, განსაკუთრებით რუსეთი და უკრაინა, დასავლეთის „რესურსულ დანამატად“, რადგან იქ ულევი რესურსებია. იქ მცხოვრები მოსახლეობა კი შევამციროთ, 50-80 მილიონამდე დავიყვანოთ და მოვიმსახუროთო. დალესის გეგმაში თანამიმდევრულად და დაწვრილებით იყო გაწერილი ამ გეგმის განხორციელების გზები. ანუ საბჭოთა კავშირის ხალხების დამონების საშუალებები.

ბერიამ ეს ზესაიდუმლო გეგმა სტალინს მიუტანა, თან დაურთო, ეგრეთ წოდებული, ანტიდალესური გეგმა, რომელიც თავად შეადგინა. სტალინი ორივეს გაეცნო და ბერიას მიერ შედგენილ გეგმას მწვანე შუქი აუნთო. მისი განხორციელება კი უკვე მეორე დღიდანვე დაიწყო.“

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ბერიას ანტიდასავლური გეგმა საკითხთა უფართოეს სპექტრს მოიცავდა. მასში მთავარი ადგილი ჰქონდა დათმობილი საბჭოთა კავშირში მცხოვრები ხალხების ძმურ ერთობასა და ეროვნულ ტრადიციებს. 1950 წლიდან საბჭოთა კავშირში დაიწყო შესაბამისი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების გადაღება. მხატვრულ-დოკუმენტური ისტორიული ლიტერატურის მილიონიანი ტირაჟების გამოშვება და ხალხთა ფართო მასებში გატანა. ეროვნული კულტურების ფართო პროპაგანდა და აგიტაცია. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იყო სოციალური პოლიტიკის ამაღლება, ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ამან არნახულად დადებითი შედეგი მოიტანა. ყოველივე ამის პარალელურად, ხორციელდებოდა ანტიამერიკული, ანტიდასავლური პროპაგანდა. იმ პერიოდში შეიქმნა უშიშროების სტრუქტურაში მეხუთე – იდეოლოგიის მაკონტროლებელი – განყოფილება. ყოველივე ამან 40 წლით გადასწია საბჭოთა კავშირის დაშლა და ეს ბერიას დამსახურება იყო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი