პოლიტიკა

დახმარებათცვენა

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 06.05

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ჯერ თავო და თავო – კონგრეს-სენატურად

როგორც იქნა, საშველი დაადგა და, რაკი აშშ-ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკელებმა“ საერთო ენა გამონახეს და წარმომადგენლობითმა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტების სერია უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 96 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების აღმოჩენის შესახებ; აქვე დავსძენ, რომ კიევის დასახმარებლად 61 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაა ნაგულისხმები.

ეს ამბავი სავალდებულოდ შესასრულებლად რომ იქცეს, სენატმაც უნდა მოიწონოს (იქ დიდ წინააღმდეგობას არ ელიან – ზემოთაც მოგახსენეთ, პოლიტზავი მიღწეულია), საბოლოოდ კი, მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, ხოლო ჯო ბაიდენმა უკვე შემოჰკრა დაჩქარების ზარები. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ორშაბათს, ანუ როდესაც თქვენ და ჩემი ნაწერი ერთმანეთს შეხვდებით, ის უკვე ხელმოწერილი იქნება.

ამბავი თითქოს სასიხარულოა: უკრაინა ამ დახმარებას კარგა ხანია, ელის, მაგრამ ისეც არ გაწვიმდება (შეიარაღდება), როგორც დაიქუხა (ფული გამოიყო). რატომ? იმიტომ რომ თანხის უდიდესი ნაწილი უკან, ისევ აშშ-ში უნდა დაბრუნდეს. სახელდობრ, ზემოთქმული 61 მილიარდიდან 23 მილიარდი პენტაგონის წილია, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეიარაღება გადასცეს, ანუ შეუსყიდოს; 14 მილიარდი თავდაცვის საშუალებებზე უნდა დაიხარჯოს; 11 მილიარდი აშშ-ის რეგიონში მიმდინარე სამხედრო გასავალს უნდა მოხმარდეს, ხოლო, რაც დარჩება, უკრაინას ვალის სახით დაეწერება (მარტივი არითმეტიკაა, ამიტომ თავად დაითვალეთ, რამდენი პროცენტი შეხვდება ამ 61 მილიარდიდან უკრაინას და ისიც, მისი პრობლემებიდან გამომდინარე, ეყოფა თუ არა). თუმცა, უნდა შევნიშნოთ, რომ კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს, ვალად დაკისრებული თანხა 2026 წელს ჩამოწეროს. მე არ შევუდგები იმის გარჩევას, რა პოლიტთითლიბაზობის მოწმენი ვართ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ჯერ თავო და თავოო, თვით დემოკრატიის აკვანშიც კი მუშა პრინციპია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი