იუმორი

საცემრად შერჩეული ბიჭები

№16

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 28.04

საცემრად შერჩეული ბიჭები
დაკოპირებულია

შუა საუკუნეებში (მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეები) მართლაც არსებობდა ასეთი ადამიანი. საქმე ისაა, რომ აღმზრდელებს ჰქონდათ უფლება, ხანდახან ხელი შემოერტყათ მოსწავლეებისთვის, თუ ისინი ცუდად იქცეოდნენ ან არადამაკმაყოფილებლად სწავლობდნენ, მაგრამ მეფეები ღმერთის რჩეულებად მიიჩნეოდნენ და რადგან ისინი თვით ღმერთის მიერ იყვნენ დანიშნულნი, არავის ჰქონდა მათი დასჯის უფლება.

მეფისწული (პრინცი) შეიძლება, დაესაჯა მეფეს, მაგრამ ის ყოველთვის ახლოს არ იყო შვილთან და არ შეეძლო ყურადღება მიექცია მისი ყოფაქცევისთვის. ამიტომ ერთობ უცნაური გამოსავალი იპოვეს: პრინცს გამოუძებნიდნენ ბიჭს, რომელიც თვითონ იღებდა იმ სასჯელს, რომელსაც პრინცი დაიმსახურებდა.

საცემ-სატყეპი ბიჭები ჩვეულებრივად კეთილშობილი წარმომავლობისანი იყვნენ, მაგრამ ზოგჯერ ამ საქმისთვის ობლებსაც იყენებდნენ.

მაგრამ არ ღირს ფიქრი, რომ ყველაფერი ასე მარტივადაა – პრინცი აკეთებს იმას, რაც მას მოესურვება, ხოლო საცოდავ ბიჭს როზგავენ. სინამდვილეში, დასჯის უფრო მეტად ეფექტურობისთვის, პრინცი თანამგრძნობი უნდა იყოს საცემ-სატყები ბიჭისა. ამისთვის მათ ერთად ზრდიდნენ. ისინი ერთად თამაშობდნენ და სწავლობდნენ, რაც მეფისწულს საშუალებას აძლევდა, უფრო მეტად შეთვისებოდა „მეგობარს“ და მიეღო მორალური ვნება, როდესაც საცემ-სატყეპ ბიჭუნას სჯიდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი