იუმორი

ცოდვების შთანმთქმელი

№17

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 04.05

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ეს სახელწოდება შეიძლება, ზღაპრულად მოგეჩვენოთ ან მისტიკურად, მაგრამ ადრე, დიდი ხნის განმავლობაში მართლაც არსებობდნენ გარდაცვლილი ადამიანის „ცოდვების შთანმთქმელი“ ადამიანები.

მიიჩნეოდა, რომ საჭმელი თუ გაიჟღინთებოდა ცოდვებით და ის სხვას მიეცემოდა შესაჭმელად, გარდაცვლილის სული გათავისუფლდებოდა და გარანტირებულად მოხვდებოდა სამოთხეში.

ზოგჯერ დაკრძალვის ცერემონიისთვის ღარიბ ადამიანს ქირაობდნენ, რომელსაც გარდაცვლილის ცოდვების საკუთარ თავზე აღება ევალებოდა. ტრადიცია მდგომარეობდა იმაში, რომ ცოდვების შთანმთქმელს აწვდიდნენ პურს, რომელსაც კუბოზე გადაატარებდნენ და შთანმთქმელს უნდა შეეჭამა. ხანდახან პურს კუბოზე დებდნენ, რათა ის გარდაცვლილის ცოდვებით გაჟღენთილიყო და შემდეგ გადასცემდნენ „შთანმთქმელს“ შესაჭმელად. მაგრამ „ცოდვების შთანმთქმელი“ შეიძლება, სულაც არ ყოფილიყო ღარიბი ადამიანი. აღწერილია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ჭირისუფალს თავად სთავაზობდა მომსახურებას ამ რიტუალში გასამრჯელოს ფასად, თუმცაღა ის მდიდარ ფერმერად ითვლებოდა. ჩანს, ის არ იყო მორწმუნე და უბრალოდ, დამატებითი შემოსავლისთვის ირჯებოდა.

ზოგჯერ ცოდვების შთანმთქმელებს საზოგადოება გარიყავდა ხოლმე, მათ ბინძური სულის ადამიანებად მიიჩნევდნენ, რომლებიც ბოროტ ძალებთან იყვნენ კავშირში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი