იუმორი

როცა ფეხებს ანიავებ

№18

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 08.05

ირმა ზვერიაშვილი
დაკოპირებულია

პარამკლავჭიდში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ირმა ზვერიაშვილი ჰყვება: 

„ავტოავარიაში რომ მოვხვდი, მანქანა ხელით მართვაზე გადავაკეთე და ეტლით ისევ საჭეს მივუჯექი. „მაზდა“ მყავს და „მაგელანი“ შევარქვი, რადგან ბევრს ვმოგზაურობ. ერთხელ ბათუმში მივდიოდი. ქალაქს რომ მივუახლოვდი, სარკეში გავიხედე და ვხედავ, უკან მოძრავი მანქანის საჭეს ბიჭი უზის და თავზე ხელები აქვს შემოწყობილი. ჩემი რეაქცია რომ დაინახა, ასევე, თავზე ხელებშემოწყობილმა გამასწრო. მე ფეხები ფანჯრიდან გადავყავი და გავასწარი. იმ ბიჭმა ხომ მანქანა გააჩერა, წინიდან მომავალმა პატრულმა კი ისე მკვეთრად მოუხვია, რომ ლამის საბურავები დაწვა. თან გამომძახეს, „მაზდა“ გააჩერეო. უცებ გავიაზრე, რომ მოძრაობის წესები არ დამირღვევია. პატრული ისე სწრაფად გადმოხტა მანქანიდან, რომ ფეხების ჩამოწევა დამავიწყდა და საბუთები მივაწოდე, თან ვკითხე, რატომ გამაჩერეთ-მეთქი. ქალბატონო, ორივე ფეხი გარეთ გაქვთ გაყოფილი და მამათქვენმა მესამე ისეთი რა გაგიკეთათ, რომ მანქანას მართავთო. ავუხსენი რომ შშმ პირი ვარ, მანქანა ხელით მართვაზე მაქვს გადაყვანილი და ფეხებს ვანიავებ-მეთქი. მე კი გავიგე, მაგრამ, წინიდან მომავალი მანქანები კედელზე ადიან და ფანჯრიდან ფეხები ჩამოიღეთო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი