ქალი და კაცი

ამბობენ, რომ…

№16

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 28.04

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ მამაკაცები აღმერთებენ ჭირვეულ, კაპრიზულ ქალებს. ქალების პრობლემა კი ისაა, რომ მამაკაცებს ამაში აჯერებენ. საქმე ისაა, რომ ზოგიერთ ქალს აქვს ნევროზი და გამოსავალს ეძებს. ამ გამოსავლისთვის საჭიროა ადამიანი – მამაკაცი და ურთიერთობა. სწორედ ამიტომ ქალი სპეციალურად იწყებს ასეთ ურთიერთობას, რადგან ამის ფსიქიკური მოთხოვნილება აქვს.

ჯანმრთელი სიყვარული ისაა, რასაც ბედნიერება მოაქვს.

მამაკაცი ისეა მოწყობილი, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „დედიკოს კალთაში ზის“, მხოლოდ იმასთან მიდის, ვისი თვალებიც მას მოწონების სიგნალს უგზავნის. მამაკაცი ბავშვივითაა. ის მიდის ქალთან, რომელიც მას უღიმის, თვალებში უყურებს.

გახსოვდეთ: მსხვერპლს არც სილამაზე მოითხოვს და არც სიყვარული...

ქალმა ურთიერთობებში არასდროს უნდა მოითმინოს ის, რაც არ მოსწონს. ამის შესახებ მაშინვე უნდა თქვას და თუ მამაკაცი არ იცვლება, მას უნდა დაშორდეს.

თუმცა, ფაქტია – მამაკაცებს, როგორც ბავშვებს, მოსწონთ, როცა ქალს თავისი ხასიათი აქვს. კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ:

• თუ ერთი ადამიანისთვის მეორე მთელი სამყაროა, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი სამყარო მას, უბრალოდ, არ გააჩნია;

• მარტოობა – ეს სიყვარულის არარსებობა არაა. ესაა ინტერესის არარსებობა საკუთარი თავის მიმართ, თან ბავშვობიდან;

• თუ გიყვართ და ღელავთ – მაშინ სხვა არაფერი აღარ არსებობს;

• რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ გათხოვდე? მხოლოდ ერთი რამ – იყო ის, ვინც ხარ. ეს საკმარისია. პრინციპში, სწორედ ამიტომ უყვარდებათ.

იცით, რა არის პრინციპული განსხვავება ჯანმრთელ ადამიანსა და „ნევროტიკს“ შორის? ჯანმრთელი ადამიანიც იტანჯება, მაგრამ რეალური ისტორიების გამო, „ნევროტიკი“ კი – მოგონილი ისტორიების გამო.

თუ არ მოგწონთ მამაკაცის საქციელი, მისი ქცევის გამართლების ძებნა არ ღირს. ვითარება, როდესაც მან „არ დაგირეკათ“, ჯანსაღი გოგონასთვის ურთიერთობების დასასრულს ნიშნავს, ხოლო არაჯანსაღისთვის – სიყვარულის დასაწყისს.

P.S. ნებისმიერ ურთიერთობებში ყოფნა – ეს ზრდასრული ადამიანის არჩევანია.

გენდერი და სტატისტიკა

გენდერული თანასწორობა საქართველოში თითქმის მიღწეულია. თუმცა საინტერესო სტატისტიკა სხვა რამეს ამბობს, თავად განსაჯეთ.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა:

• მამაკაცების 30% და ქალების 16% მიიჩნევს, რომ მამაკაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან, ვიდრე ქალები;

• ქალების 66%-ისა და მამაკაცების 43%-ის აზრით, ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, კარიერული წინსვლისთვის მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ;

• მამაკაცების მხოლოდ 36%, ხოლო ქალების 83% მიიჩნევს, რომ მეტი ქალის ჩართვა პოლიტიკაში სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის;

• ათიდან ოთხი გამოკითხული ეთანხმება მოსაზრებას, რომ „საქართველოში ქალების დისკრიმინაცია გავრცელებული პრობლემაა“;

• გამოკითხულთა 90 პროცენტზე მეტმა აღნიშნა, რომ მას ოჯახი ხელს უწყობს კარიერულ წინსვლაში. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხელშეწყობაში ქალი და მამაკაცი სხვადასხვა რამეს გულისხმობდნენ, მაგალითად, ქალისთვის ისიც ხელშეწყობაა, როცა ქმარი „არ გამოთქვამს პრეტენზიას დაულაგებელი სახლის ან გაუკეთებელი სადილის გამო“.

გამოკითხულები ეთანხმებიან, რომ:

• გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ოჯახში საბოლოო სიტყვა მამაკაცს უნდა ეკუთვნოდეს – ქალების 5.9%, მამაკაცების 25.0%;

• კარგი ქალი არასდროს დააყენებს ქმრის აზრებსა და გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ, იმ შემთხვევაშიც, თუ არ ეთანხმება მას – ქალების 7.7%, მამაკაცების 17.3%;

• მამაკაცს სჭირდება სხვა ქალები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცოლთან კარგი ურთიერთობა აქვს – ქალების 4.2%, მამაკაცების 11.0%;

• მარტოხელობას ცუდ ქორწინებაში ყოფნა სჯობია – ქალების 5.6%, მამაკაცების 9.7%.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი