საზოგადოება

„ლიბერთის“ საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგროსესხებზე დაიწყო

№13

ავტორი: სოფი ლორია 13:34 27.03

ლიბერთი
დაკოპირებულია

„ლიბერთის“ კამპანიის – „გაზარდე შენი ბიზნესის“ ფარგლებში, მომხმარებლებს, საგაზაფხულო აქციით, ბიზნეს და აგრო სესხებზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ. აქცია ვრცელდება არსებულ და ახალ მომხმარებლებზე და ასევე, სხვა ბანკიდან გადმოტანილ სესხებზე. „ლიბერთის“ ბიზნეს და აგროსესხების პირობები ითვალისწინებს ინდუსტრიული და საოჯახო მეურნეობების საჭიროებებსა და სეზონურ ციკლს. შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ შემოსავლებზე და მომხმარებელი სასურველი ვადითა და საშეღავათო პერიოდით სარგებლობს. სესხის მიზნობრიობა შესაძლებელია, იყოს ბიზნესის გაზრდა და მეურნეობის განვითარება, ასევე, პირადი მიზანი. სესხი გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე, 50 000 ლარამდე მოცულობით.

„ლიბერთი“ აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პირობების შეთავაზებას ბიზნეს და აგროპროდუქტებზე. ახალი საგაზაფხულო შეთავაზება ითვალისწინებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტზე ხელმისაწვდომობას და ნებისმიერ მომხმარებელს საკუთარი ბიზნესის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეურნეობების მხარდაჭერა, ამიტომ მუდმივად ვსწავლობთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს. დარწმუნებული ვარ, ამ ახალი შეთავაზებით მცირე ბიზნესის მფლობელებს ხელს შევუწყობთ, გაზარდონ თავიანთი საქმიანობა და კიდევ უფრო ეფექტურად მართონ საკუთარი ფინანსები.“ – ვაჟა მენაბდე, „ლიბერთის“ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

აქცია გრძელდება 30 აპრილამდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი