რჩევები

დამალეთ სახეზე არსებული დეფექტები სწორად გაკეთებული მაკიაჟით

№17

ავტორი: ანი რევია 11:00 02.05

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

მაკიაჟის გაკეთებისას ბევრი ქალი უშვებს შეცდომებს. წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები და მიხვდებით, სწორად იკეთებთ თუ არა ყოველდღიურ, უბრალო მაკიაჟს.

* დატენიანება – უპირველესად, სახეზე დამატენიანებელი კრემი უნდა წაისვათ;

* თქვენი კანის ფერის შესაფერისი ტონალური კრემი – ტონალური კრემი თქვენი კანის ფერზე ერთი ტონით მუქი უნდა იყოს. ის სპეციალური ღრუბლით ან ფუნჯით მთელ სახეზე დაიტანეთ, მაგრამ, დაიმახსოვრეთ, არავითარ შემთხვევაში, არ დაიწყოთ მისი განაწილება ღრუბლის ან ფუნჯის იმავე მხრიდან, ამოაბრუნეთ და სუფთა მხარით გაანაწილეთ. კრემი ერთმანეთს აღარ დაედება და ერთ ადგილას ბევრი არ მოგივათ. ტონალური ნაწილდება სახის ცენტრიდან ყვრიმალებამდე;

* პუდრი – ტონალური სახეზე რომ კარგად დაჯდეს, ზემოდან იმავე ტონის პუდრი გადაისვით;

* ხარვეზების დაფარვა – თვალის გარშემო, ცხვირის ნესტოებთან და ტუჩების კიდეებთან, ტონალურის ფერთან შედარებით, ერთი ტონით ღია, კორექტორი-ფანქარი წაისვით, რათა კარგად დაიფაროს ნებისმიერი შავი ადგილი. ასევე, მისი გამოყენება რეკომენდებულია მუწუკებისა და წითელი სისხლძარღვების დასაფარადაც, რომელიც საკმაოდ ცუდად ჩანს;

* აპრეხილი წამწამები და ტუში – თუ გინდათ, რომ წამწამები უფრო აპრეხილი გქონდეთ, მაშინ, სანამ ტუშს წაისვამთ, კარგად აიპრიხეთ;

* შესაფერისი რუჯი ლოყაზე – რუჯის წასმისას ოდნავ გაიღიმეთ და ცენტრიდან უკან გაანაწილეთ;

* რბილი ტუჩები – ტუჩები რბილი რომ დარჩეს, ჯერ უფერული, ჰიგიენური ტუჩსაცხი წაისვით და შემდეგ გადაისვით სასურველი შეფერილობის პომადა;

* სახის ფუნჯი – თუ პუდრის, თვალის ჩრდილისა და რუჯის გამოყენებისას ფუნჯებს ხმარობთ, გამოყენების წინ არ დაგავიწყდეთ მისი დაფერთხვა, რათა კოსმეტიკა უფრო კარგად განაწილდეს სახეზე. ფუნჯი ხმარების შემდეგაც ჩამოფერთხეთ და ისე შეინახეთ;

* კანის მექანიკური გაღიზიანება – აკნეს მოშორება, საკმაოდ საშიში პროცესია, რადგან მდგომარეობა შეიძლება, გართულდეს, სახეზე იარები დარჩეს ან აკნე კიდევ უფრო გამრავლდეს. უკეთესია, საერთოდ არ შეეხოთ და აცადოთ, სანამ თავისით მოშუშდება. ალტერნატიული გამოსავალი სპეციალური ადგილობრივი საშუალებების ხმარებაა. უმჯობესია, სალიცილის მჟავის შემცველობის, რაც აფთიაქებში იყიდება. ის, სწრაფად ამცირებს გამონაყარს ზომაში და აქრობს სიწითლეს. ზოგადად, თუ ხელი ახალი დაბანილი არ გაქვთ, აჯობებს, სახის კანს არ შეეხოთ;

* მზისგან დამცავი საშუალებები – არ აქვს მნიშვნელობა ზღვის პლაჟზე ირუჯებით, მთაში ეფიცხებით მზეს თუ ქუჩაში დადიხართ მზეში, სახეზე აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება. ზოგადად კი, ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი საშუალებები მთელი წლის განმავლობაშია რეკომენდებული, ამასთან, მზიან თუ ღრუბლიან ამინდში, ქარშიც და წვიმაშიც. მზის გამოსხივება კანის დაბერების ხელშემწყობი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორია. ამიტომ, თუ მზისგან დამცავი კრემისა და ლოსიონების ხმარება არ გინდათ, ისეთი თავის მოვლის საშუალებები და დეკორატიული კოსმეტიკა შეარჩიეთ, რომლის შემადგენლობაში, მინიმუმ, SPF 15 იქნება.

* ზედმეტი რუჯი – გარუჯვის მოყვარულებს კანის ადრეულად დანაოჭების მეტი შანსი აქვთ. გარდა ამისა, მზის სხივების გავლენით, შეიძლება, გაჩნდეს პიგმენტური ლაქები და ყველაზე ცუდი – კანის კიბო, განსაკუთრებით მაშინ, თუ თეთრი კანი გაქვთ.

გაითვალისწინეთ, ზოგჯერ სახის კანთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ამ მარტივი შეცდომების გამოსწორებითაც შეიძლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი