როგორ უნდა მოამზადოთ კანისთვის ეფექტური მარწყვის ნიღბები და სკრაბები
ავტორი: ანი რევია 11:00 16.05
მარწყვი სახისა და დეკოლტეს ზონის კანისთვის საუკეთესოა. ის შეიცავს აუცილებელ ვიტამინებს, კალციუმს, კალიუმს, ფოლიუმის მჟავას, ბიოტინს. იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან, ატენიანებს, ამაღლებს მისი რეგენერაციის უნარს, ავიწროებს ფორებს და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.
* კანის დამატენიანებელი და მატონიზირებელი საშუალება: მარწყვის წვენი გაყინეთ კუბიკებად და დღეში 2-ჯერ, წაისვით სახესა და დეკოლტეზე, ეს კარგად ატენიანებს კანს;
* გამონაყრის საწინააღმდეგო: გამონაყრისთვის კარგია, თუ მარწყვის წვენს შეურევთ ალოეს წვენს (2:1) და სახეზე დღეში რამდენჯერმე წაისვამთ;
* პიგმენტური ლაქებისა და ჭორფლის გაუფერულება: ამისთვის ეფექტურია მარწყვისა და ლიმონის წვენის (2:1) ნარევის გამოყენება. აღნიშნულ პროცედურას მათეთრებელი ეფექტიც აქვს;
* მარწყვის სკრაბი ცხიმიანი კანისთვის: მარწყვის წვენს შეურიეთ ცოტა კეფირი და ზღვის მარილი და დაიტანეთ სახეზე. შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი;
* მარწყვის სკრაბი მშრალი კანისთვის: ერთმანეთში აურიეთ მარწყვის წვენი, ზეითუნის ზეთი და ცოტა ზღვის მარილი. მსუბუქი მასაჟით დაიტანეთ სახის კანზე. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი;
* დამატენიანებელი და სახის ტონუსში მოსაყვანი მარწყვის ნიღაბი მშრალი კანისთვის: 2 ცალ მარწყვის წვენს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ხაჭო, 3 ცალი გაჭყლეტილი მარწყვი, 1 კვერცხის გული, 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ, დაახლოებით, 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ;
* ნიღაბი მშრალი და მობერებული სახის კანისთვის: 4 ცალ მარწყვს დაამატეთ ნახევარი სადილის კოვზი არაჟანი, 1 სადილის კოვზი დაფქული „ჰერკულესი“, 1 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად ათქვიფეთ. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ, დაახლოებით, 20 წუთი. შემდეგ, ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი;
* ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: ათქვიფეთ 1 კვერცხი, შეურიეთ 5 ცალი დაჭყლეტილი მარწყვი და წაისვით სახეზე 10 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ;
ან 5 ცალ მარწყვს, დაამატეთ 1 სადილის კოვზი კეფირი და ნახევარი სადილის კოვზი სახამებელი, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით;
* მარწყვის ნიღაბი სახის კანისა და დეკოლტეზე გაჩენილი ნაოჭების საწინააღმდეგოდ – 6 ცალი მარწყვი გასრისეთ და ეს ფაფა წაისვით გასუფთავებულ სახის კანსა და დეკოლტეს ზონაზე. 5-10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი;
* მოდუნებული კანის აღდგენა: 2 ცალი მარწყვი გასრისეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და წაისვით სუფთა კანზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ოდნავ თბილი წყლით;
* ფორების გასაწმენდი ნიღაბი: მარლით გამოწურეთ 4 ცალი მარწყვის წვენი, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური თიხა, წაისვით სუფთა კანზე და 10 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.
ეს პროცედურები უნდა ჩაიტაროთ ყოველდღიურად ერთი კვირის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან