რჩევები

ბრინჯის გამაახალგაზრდავებელი დიეტა

№15

ავტორი: ანი რევია 11:00 15.04

დიეტა
დაკოპირებულია

ბრინჯი დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ის არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს და ხელს უწყობს მის გაახალგაზრდავებას. ასე რომ, თუ გსურთ დიდი ხნით შეინარჩუნოთ სხეულის ლამაზი ფორმა და წონაშიც დაიკლოთ, ამაში ბრინჯის დიეტა დაგეხმარებათ.

ეს დიეტა 4-დღიანია და შეგიძლიათ, თვეში ერთხელ გააკეთოთ. გაითვალისწიეთ, რომ ბრინჯს ორგანიზმიდან, მარილთან ერთად, წყალიც გამოაქვს, ამიტომ დიეტის დაცვისას აუცილებლად სვით ბევრი სითხე.

პირველი დღე

მოხარშეთ ბრინჯი ისე, რომ არ დაუმატოთ მარილი, შაქარი, სანელებლები ან ცხიმი – 4 ულუფა უნდა გამოვიდეს (თითო ულუფა – 1 ჭიქა) და მიირთვით დღის განმავლობაში. მიაყოლეთ ვაშლის წვენი. თუ შიმშილის გრძნობამ შეგაწუხათ, შეგიძლიათ, 2-3 ცალი მწვანე ვაშლი შეჭამოთ.

მეორე დღე

მოხარშული ბრინჯი და 1 ნაჭერი მოხარშული თევზი.

მესამე დღე

მოხარშული ბრინჯი და 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი.

მეოთხე დღე

მოხარშული ბრინჯი და უმი ბოსტნეული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი