კულინარია

ორცხობილები გარგარის ჩირით

№16

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.04

ორცხობილები გარგარის
ჩირით
დაკოპირებულია

დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან" 👩‍🍳

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 200 გრამი ხაჭო

🔸 80 გრამი კარაქი

🔸 2 სადილის კოვზი შაქარი

🔸 80 გრამი კურაგა (გარგარის ჩირი)

🔸 1 ჩაის ჭიქა ფქვილი

🔸 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

🔸 1 შეკვრა „გლაზური“, ვანილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

თასში მოათავსეთ გარგარის ჩირი და დაასხით მდუღარე, გააჩერეთ 5 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და დააბლენდერეთ. თასში მოათავსეთ დარბილებული კარაქი, შაქარი და ხაჭო, აურიეთ მიქსერით. დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, ცოტა ვანილი, აურიეთ კარგად და გააკეთეთ რბილი, ელასტიკური ცომი. მოათავსეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააბრტყელეთ, ჭიქით ამოჭერით რგოლები და თითოეულს შუაში დაადეთ ჩირი, ზემოდან დააფარეთ მეორე წრე, ლამაზად შეუკარით ნაპირები და დაალაგეთ გამოსაცხობ ტაფაზე. აირღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ. 20 წუთი საკმარისია, რომ ორცხობილები მზად იყოს. გამოიღეთ და ცოტა რომ გაცივდება, მოასხით გლაზური, გნებავთ – თეთრი, გნებავთ – შოკოლადის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი