კულინარია

კარტოფილისა და ბადრიჯნის რაგუ (სამარხვო)

№18

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.05

კარტოფილისა და ბადრიჯნის
რაგუ
დაკოპირებულია

გემრიელი სამარხვო რაგუ "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 700 გრამი კარტოფილი

🔸 3 ცალი ბადრიჯანი

🔸 1 ცალი ხახვი

🔸 5 სადილის კოვზი ზეთი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 1 კონა კამა

🔸 შავი პილპილი, მარილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბადრიჯანი გათალეთ, გაჭერით შუაში და მოაყარეთ მარილი. გააჩერეთ ცოტა ხანი, გაწურეთ და დაჭერით კუბიკებად. გათალეთ კარტოფილიც და დაჭერით მომცრო კუბიკებად, ხახვი – წვრილად.

ტაფა კარგად გააცხელეთ, ჯერ ბადრიჯანი შებრაწეთ, გადმოიღეთ თასზე. ტაფაზე დაამატეთ ზეთი და შებრაწეთ კარტოფილიც. მოაყარეთ ხახვი და რამდენჯერმე აურიეთ, დაუმატეთ ბადრიჯანი, წვრილად დაჭრილი ნიორი, პილპილი, მარილი, კამა და აურიეთ. ტაფას დააფარეთ თავსახური და ცოტა ხანი ისევ მოიშუშოს. კარგია მჟავე კიტრთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი