კულინარია

დამწნილებული კომბოსტო სოკოთი (სამარხვო)

№17

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.04

კომბოსტო სოკოთი
დაკოპირებულია

გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 50 გრამი დაჭრილი კომბოსტოს მწნილი

🔸 3 ცალი მჟავე კიტრი

🔸 1 ქილა დაკონსერვებული სოკო

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 4 სადილის კოვზი ზეთი

🔸 ცოტა შაქარი

🔸 შავი პილპილი

🔸 მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად, სტაფილო გახეხეთ გრძლად, მოაყარეთ ძალიან ცოტა მარილი, მოასხით ცოტა ზეთი და აურიეთ. დამწნილებული კომბოსტო დაწურეთ. სოკო გადმოიღეთ თუშფალანგზე და კარგად დაწურეთ. ტაფაზე დაასხით ზეთი და მაღალ ცეცხლე უცებ მოშუშეთ ხახვი. სტაფილო და კომბოსტო, გადაიტანეთ თასში, იმავე ტაფაზე, დარჩენილ ზეთში მოშუშეთ სოკო, შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები, დაუმატეთ წვრილ ჩხირებად დაჭრილი მჟავე კიტრი, კარგად აურიეთ, მოაყარეთ სულ ცოტა შაქარი, შავი პილპილი, თუ აკლია – მარილი, კიდევ აურიეთ და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი