იუმორი

სახელდახელო პურმარილი

№17

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 01.05

იუმორი
დაკოპირებულია

თამაზ თევდორაძის მოგონებიდან: 

„ერთ დილით სახლში მივაკითხე ოთარ რამიშვილს, შაბათი დღე იყო. შევედი თუ არა, მითხრა, საშინელ „პახმელიაზე“ ვარ და რამე მოვიფიქროთო. მე ჯიბეზე გავიკარი ხელი და რაც ფული მქონდა, მაგიდაზე დავდე. ეგ არ გვეყოფა, შეინახეო, მანიშნა. მერე ტელეფონი აიღო და სადღაც დარეკა. მოკითხვის შემდეგ საქმეზე გადავიდა: „მამა (ასე მიმართავდა ასაკით უმცროსებს, მათ შორის მეც), რომ იცოდე, რა ღვინო ჩამომიტანეს კახეთიდან! მარა რა გინდა, საჭმელი არ გვაქვს არაფერი“... იქიდან რა უპასუხეს, არ ვიცი, მაგრამ სახეზე შევატყვე, რომ კმაყოფილი იყო. დაკიდა თუ არა ყურმილი, მომიბრუნდა და მეუბნება: „ახლა ნახე, რა პურმარილი მოვაო!“ მე მიამიტურად ვკითხე: „კი, მაგრამ, ღვინო სად არის-მეთქი?“ – დამაცადე ცოტაო, აიღო ისევ ტელეფონი და ვიღაცას ეუბნება: „მამა, გადასარევი პურმარილი გამომიგზავნეს სოფლიდან, მაგრამ ღვინო არ გვაქვს საკადრისი და შენებურად გვიშველე რამეო!“ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ საათში სუფრაც გაშლილი იყო და „რქაწითელით“ სავსე ოცლიტრიანიც წინ გვედგა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი