ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№19

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 06.05

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

კარგია შეხვედრები, კონტაქტები, მგზავრობა, ტექნიკასთან ურთიერთობა. არ ვარგა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, კაპიტალდაბანდება, ქორწინება, საფინანსო ოპერაციები. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი წითელი იასპი, იაგუნდი, ლალი, ძოწი ან ქარვა. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

გამოიჩინეთ სიფრთხილე. მოერიდეთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტას, რისკს და სულსწრაფობას. კარგია ვაჭრობა, შემოქმედებითი მუშაობა. არ აჰყვეთ ცდუნებებს და ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ. ატარეთ ლიმონისფერი, მწვანე, ბეჟი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, გიშერი, ონიქსი ან ზურმუხტი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობაა-მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. იყავით ყურადღებით. მოერიდეთ მოლაპარაკებებს, ხელშეკრულების დადებას, გადაწყვეტილების მიღებას, ახალი საქმის დაწყებას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ბუნებასთან კონტაქტი. ატარეთ ლიმონისფერი, ბეჟი, მწვანე, ცისფერი ან თეთრი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, აქატი, ონიქსი, მალაქიტი ან მარჯანი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

აკონტროლეთ სიტყვები და ემოციები. მოერიდეთ ფულის სესხება-გასესხებას, ყიდვა-გაყიდვას, თმის შეჭრას. კარგია სამეცნიერო კვლევა, მშენებლობა. ატარეთ იასამნისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ბეჟი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი ,სარდიონი, აკვამარინი, ამაზონიტი, ლაბრადორი, გიაცინტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. გადაამოწმეთ ინფორმაცია. მოერიდეთ ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, რემონტის დაწყებას, თმის შეჭრას, ახალი საქმის დაწყებას. კარგია მოლაპარაკებები, ტექნიკის შეძენა, სავაჭრო გარიგებები, მშენებლობა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, გიაცინტი, ამაზონიტი ან ლაბრადორი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, კონტაქტებს, სახლის მშენებლობის დაწყებას, ადგილსამყოფლის შეცვლას. კარგია ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, აქატი, ოპალი, ამეთვისტო ან რუხი ტოპაზი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება კუჭი, მკერდი, ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

კვირა

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ურთიერთობების აღდგენა, ნიშნობა. მოერიდეთ ადგილსამყოფლის შეცვლას, სახლის მშენებლობის დაწყებას, ვალის აღებას. ატარეთ თეთრი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ვერცხლისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, მარჯანი, ამეთვისტო ან აქატი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი