ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№18

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 09.05

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 5 აგვისტოს, დილიv 7 საათსა და 35 წუთზე. მინდა უცხოეთში წასვლა და იქ ძალების მოსინჯვა. გთხოვთ მითხრათ, განსაკუთრებით რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და რომელ სფეროში მელის წარმატება?

პასუხი: გეტყვით, რომ უცხოეთში თქვენთვის ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს და წარმატების მომტანიცაა. ქვეყნებიდან კი კარგია ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და მისაღები გასართობი ინდუსტრია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ადმინისტრაციული საქმიანობა, სამასაჟო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2006 წლის 24 აგვისტოს, ღამის ორის ნახევარზე. რომელი სფერო აირჩიოს სამომავლოდ, რომ წარმატებებს მიაღწიოს?

პასუხი: მისთვის კარგია შემდეგი პროფესიები: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, პედაგოგიკა, საინჟინრო საქმე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი