ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№18

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 29.04

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, ახალი კავშირები, ქორწინება, ვაჭრობა. კარგია სარემონტო-სამღებრო სამუშაოები, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი ,ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი ან მარჯანი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება თავი, სახსრები, ყელი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

სამშბათი

კარგია პარტნიორებთან ერთად მუშაობა, გეგმების დასახვა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, მკვეთრ მოძრაობებს, ქორწინებას. ატარეთ ყავისფერი, მწვანე, კრემისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი და ნერვული სისტემა, ხერხემალი, თვალები, სახსრები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, ემრწყულებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოულოდნელი ნაცნობობის დღეა. მოერიდეთ დიდ ფინანსურ ხარჯს, კონფლიქტებს, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია სახლის მშენებლობა, სამეცნიერო კვლევა, დიეტის დაწყება, ადგილსამყოფლის შეცვლა. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, წითელი, ვარდისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი ან ამაზონიტი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის~

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ადგილსამყოფლის შეცვლა, სახლის მშენებლობა, ვაჭრობა, დიეტის დაწყება. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს. ატარეთ ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ჟადეიტი, ქარვა, აკვამარინი, ფირუზი ან ცირკონი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, ფეხის კუნთები, ვენები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

პარასკევი

მაღალია მოტყუების ალბათობა. მახვილდება ინტუიცია. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მცენარეების დარგვა, მგზავრობა. მოერიდეთ საიდუმლო საქმეებს და სასიყვარულო კავშირებს. ატარეთ იისფერი, ლურჯი, ფირუზისფერი, ვერცხლისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

შაბათი

მოიმატებს მგრძნობელობა, ინტუიცია. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, საიდუმლო საქმეებს. კარგია მოგზაურობა, ქორწინება, შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ იისფერი, მწვანე, ფირუზისფერი, ლურჯი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარჯანი, ალექსანდრიტი, მარგალიტი, ამეთვისტო ან შავი გიაცინტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ტერფები, ნერვული და ლიმფური სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, თმის შეჭრა, ქორწინება. კარგია მგზავრობა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი