ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№17

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 22.04

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

დაძაბული დღეა. მაღალია კონფლიქტების ალბათობა. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ქორწინება, საყიდლების გაკეთება. მოერიდეთ ხალხის მასებში ყოფნას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ცირკონი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

იყავით ყურადღებით ფინანსურ საკითხებში. კარგია მუსიკალური აპარატურის შეძენა, ქორწინება, შემოქმედებითი მუშაობა, მკურნალობის დაწყება. ატარეთ ლურჯი, ბეჟი, ცისფერი, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრონი ან საფირონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, თირკმელები, კანი, შარდ-სასქესო და ენდოკრინული სისტემა.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, ტყუპებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსემთვარეობაა-მძმე კოსმიური ენერგიების დღე. დაიცავით სიმშვიდე და იყავით ყურადღებით. გადადეთ მნიშვნელოვანი, ახალი და სარისკო საქმეები. მოერიდეთ მოლაპარაკებებს, ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხება-გასესხებას. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, სამეცნიერო კვლევა, გეგმების დასახვა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ყვითელი, თეთრი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ობსიდიანი, ტოპაზი, გიშერი ან იასპი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

კარგია მოლაპარაკებები, ახალი კავშირები. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფლის შეცვლას, სესხის აღებას. ატარეთ წითელი, შავი, ყვითელი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, გიშერი, ობსიდიანი, ტოპაზი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება ცხვირი, სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

კარგია ტექნიკის შეძენა, მგზავრობა, უცხოელებთან კონტაქტი, ხელშეკრულების დადება, სამეცნიერო კვლევა. მოერიდეთ ყურის გახვრეტას, მშენებლობას. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ლაზურიტი, საფირონი, ქარვა ან ამეთვისტო. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

შაბათი

მაღალია ცდუნების ალბათობა. მოიმატებს ინტუიცია. კარგია მოგზაურობა, მგზავრობა, პარტნიორული თანამშრომლობა. არ ვარგა მშენებლობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სარდიონი, საფირონი, ლაზურიტი ან იაგუნდი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ კონფლიქტებს, ყურის გახვრეტას. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, იისფერი, ყავისფერი, კრემისფერი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სერდოლიკი, ნეფრიტი, ლალი, ონიქსი ან ქრიზოპრაზი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი