ქალი და კაცი

ურთიერთობის ტოქსიკურობა

№34

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 04.09, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

„ჯანსაღი ურთიერთობა თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემას ემყარება, არაჯანსაღი ან ტოქსიკური კი — ძალაუფლებასა და კონტროლს” — სწორედ ამ ორი ფაქტორის გამო უჭირთ ადამიანებს, თავი დააღწიონ ტოქსიკურ ურთიერთობებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმ ნიშნების ამოცნობა, რომლებიც არაჯანსაღ კავშირებს ახასიათებთ. უთანხმოება ნებისმიერ ურთიერთობაში ხდება, თუმცა, გასათვალისწინებელი აქ ის არის, თუ რა ფორმით გამოხატავს თავის განსხვავებულ პოზიციას პარტნიორი. მისი მხრიდან უფროსობა ჯანსაღი ურთიერთობების უმთავრესი მტერია, ამ დროს პარტნიორი საუბარში ყოველთვის ერთი საფეხურით მაღლა დგომას ან „ბოლო სიტყვის“ თქმას ცდილობს.

მწვავე კამათისას ადამიანმა შეიძლება, ისეთი რამ თქვას, რასაც სულაც არ გულისხმობდა, მაგრამ თუკი პარტნიორი მუდმივად ტოქსიკურად იქცევა მსგავს სიტუაციაში, ეს ცუდის ნიშანია.

ტოქსიკურად მოქცევა სიტყვიერად დამცირებას, წარსულის უსიამოვნებების გახსენებას, პარტნიორის (და არა პარტნიორის საქციელის) გაკრიტიკებას და მუქარას გულისხმობს.

თუკი ყოყმანობთ, ღირს თუ არა რაღაცის გაზიარება პარტნიორისთვის, რადგან ამან შეიძლება მისი ცუდი რეაქცია გამოიწვიოს, ეს ურთიერთობის ტოქსიკურობაზე მიანიშნებს.

ტოქსიკური პარტნიორის ამგვარმა საქციელმა შეიძლება, დანაშაულის განცდა თქვენ გაგიჩინოთ და გაგრძნობინოთ, რომ ურთიერთობაში თავადვე ხართ პრობლემა. ესეც გაკონტროლების ერთ-ერთი ტაქტიკაა.

ჯანსაღ ურთიერთობაში, ადამიანები ყოველთვის გულღიად საუბრობენ და არ ეშინიათ, რომ თუკი შემთხვევით რაიმეს უნებურად იტყვიან, პარტნიორი ამას მათ წინააღმდეგ მიმართავს.

არ შეიძლება, ერთის საჭიროებები ყოველთვის მეორის ინტერესების ხარჯზე კმაყოფილდებოდეს – თუკი გრძნობთ, რომ თქვენი ინტერესები ყოველთვის პარტნიორის ინტერესებს ეწირება ან ყოველთვის გვერდზეა ჩაჩოჩებული, ეს, სწორედაც რომ, ტოქსიკურ ურთიერთობაზე მიანიშნებს”.

„მაშინაც კი, თუ პარტნიორი თქვენთვის საუკეთესო მეგობარია ან ადამიანი, რომელთანაც ყველაზე ახლოს ხართ, იგი თქვენს მთელ ცხოვრებად არ უნდა აქციოთ. როცა ატყობთ, რომ ურთიერთობის მიღმა სამყაროს შორდებით, თქვენი სხვა ურთიერთობები კი ცივდება, ეს პრობლემაზე მიანიშნებს.

ყველაზე გავრცელებული ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. პარტნიორის ასეთი საქციელის უკიდურესი ფორმა პირადი სივრცის განცდას გიკარგავთ და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას გართმევთ.

ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა შეიძლება, სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინოს: ფინანსურმა მდგომარეობამ, საერთო ბინაში ცხოვრებამ ან, თუნდაც, იმაზე დაფიქრებამ, რომ პარტნიორზე დრო, სიყვარული და ენერგია გაქვს დახარჯული. ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანის თვითშეფასება ხშირად დაქვეითებულია და იგი ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს იმსახურებს. თუ ურთიერთობა გადასარჩენად ღირს, ამაზე პარტნიორთან ღიად საუბარი სჯობს.

როგორ დავასრულოთ ურთიერთობა უმტკივნეულოდ

ეს, რა თქმა უნდა, სათქმელად უფრო ადვილია. დასაწყისისთვის, სჯობს, საქმის კურსში ახლობელი ადამიანები ჩააყენოთ – ისინი, ვისი იმედიც ურთიერთობის დასრულებისას და მას შემდეგაც შეიძლება, გქონდეთ.

ბევრი მამაკაცი ფიქრობს ასე

✔️ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც შეგვიძლია, ადამიანს მივცეთ, მის გვერდით ყოფნაა მთლიანად და მთელი გულით. მისი მოსმენა, თვალყურის დევნება, ჩვენება, რომ ყველაფერს ხედავთ და ცდილობთ, გაუგოთ, რომ აფასებთ იმის გამო, რასაც აკეთებს. თუ გსურთ, მამაკაცის გული მოიგოთ, შეეცადეთ, შეიცნოთ და გაიცნოთ ის – დაინახოთ, ხშირად მოუსმინოთ და აგრძნობინოთ, რომ მის სულსა და გულს ხედავთ;

✔️მამაკაცისთვის ყველაზე მეტად სასიხარულოა საკუთარი სხეულის, ძალის, უნარისა და ცოდნის გამოყენება რაიმეს გასაკეთებლად. შეიძლება, ის კარგ კერძებს ამზადებდეს, ვარჯიშობდეს ან, უბრალოდ, ავეჯის გადაადგილებაში გეხმარებოდეთ — აჩვენეთ, რომ მოგწონთ ის, რასაც აკეთებს. უთხარით, რომ სექსუალურია, როცა რამეს აკეთებს. მამაკაცებს ძალიან აკლიათ კომპლიმენტები.

✔️ თუ მუცელში პეპლები დაფრინავენ, როცა მის გვერდით ხართ, თუ გული უფრო ხშირად გიცემთ, როცა ის რამეს ამბობს ან აკეთებს, თუ აღგაგზნებთ მისი კოცნა – აუცილებლად უთხარით ამის შესახებ. არ დაუმალოთ თქვენი გრძნობები, როცა მის გვერდით იქნებით, ასე მამაკაციც მეტ სიახლოვესა და სითბოს გამოხატავს. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენთვის ბევრს ნიშნავს და ამის შემდეგ თქვენთან გატარებული ყოველი წამი დაამახსოვრდება;

✔️რთულ პერიოდში საჭიროა, მის მიმართ მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატოთ. არასოდეს მიატოვოთ. სავალდებულო არ არის, რჩევებითა და დახმარებით თავი მოაბეზროთ, უბრალოდ, გამოხატეთ ზრუნვა და ყურადღება. მამაკაცების უმრავლესობას არ უყვარს ბევრი საუბარი და მით უმეტეს პრობლემების განხილვა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას არ სურს, ქალი ჰყავდეს გვერდით. პირიქით, თუ ქალი ბოლომდე მხარდაჭერას გამოხატავს მამაკაცის მიმართ, თუ ეტყვის, რომ ზოგჯერ სისუსტე ნორმალურია – მამაკაცი გულს გადაუშლის.

ამ ყველაფრის შესრულება რთულია, საჭიროა მოთმინება, მაგრამ თუ თავს გაართმევთ მამაკაცის გულს, აუცილებლად მოიგებთ.

დიახ, მამაკაცი და ქალი სამყაროს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და ეს მშვენიერია. ქალის სამყარო უფრო მგრძნობიარე, ნაზი, დინამიკური და ხშირად ცვალებადია. მამაკაცს უჭირს ამის სწრაფად გაგება. თუმცა, ის ძალიან მოინდომებს როცა დაინახავს, რომ მისი საყვარელი ქალიც კაცური სამყაროთი ინტერესდება. დაუსვით მას შეკითხვები, სთხოვეთ, აგიხსნათ რამე, მაგალითად, ექსტრემი საბრძოლო ხელოვნებაში ან ავტომობილებში – თქვენ გაოცებული დარჩებით, რამდენად გაახარებთ მას და როგორ გაიხსნება თქვენთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი