ქალი და კაცი

უპირატესობას ფლობენ ქალები

№48

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 12.12, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

არ ვიქნებით ორიგინალურები, თუ ვიტყვით, რომ ქალები შეუდარებელნი არიან. ამას განაპირობებს მათი სხეულის აღნაგობა, ჰორმონული და ევოლუციური მახასიათებლები.

მოქნილობა

კუნთებში ელასტინის მაღალი და კოლაგენის დაბალი შემცველობის გამო ქალები მამაკაცებზე გაცილებით მოქნილები არიან. მტკიცებულებისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო – საკმარისია იმის თქმა, რომ მხატვრული ტანვარჯიშით მხოლოდ ქალები არიან დაკავებულნი.

ლაპარაკის უნარი

მამაკაცებს მეტყველების ერთი ცენტრი გააჩნიათ და ტვინის მარცხენა ნახევარსფეროშია. ქალებს რაც შეეხებათ, მეტყველებაზე პასუხისმგებელია ორი ცენტრი: შედარებით დიდი – მარცხენა ნახევარსფეროში და უფრო პატარა – მარჯვენაში. კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ქალი დღეში თავისუფლად გამოთქვამს დაახლოებით 8 000 სიტყვას, იყენებს 3 000 ბგერას და 10 000 არავერბალურ სიგნალს, მაშინ, როდესაც მამაკაცი დღეში მხოლოდ 4 000 სიტყვას წარმოთქვამს, გამოსცემს 2 000 ბგერას და აკეთებს 3 000 ჟესტს.

სტრესთან გამკლავების უნარი

მიუხედავად იმისა, რომ ქალები უფრო ხშირად ტირიან, ვიდრე მამაკაცები და ადვილად შეუძლიათ ისტერიკაში ჩავარდნაც, სტრესთან გამკლავებას მათზე გაცილებით უკეთ ახერხებენ. სუსტი სქესი ამას ესტეროგენს უნდა უმადლოდეს, რომელიც ნერვიული დაძაბულობის სიმპტომების ბლოკირებას ახდენს.

ფერების აღქმის უნარი

ქალები მამაკაცებზე უკეთ არჩევენ ფერებს. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იქს ქრომოსომასთან, ქალებს კი ასეთი ორი აქვთ. ევოლუციური თვალთახედვით, ეს შესაძლოა, განპირობებული იყოს იმით, რომ ერთ დროს კაცები ნადირობით იყვნენ დაკავებულნი, ქალები კი – შემგროვებლობით.

მრავალამოცანიანი დავალების შესრულების უნარი

ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის მოთავსებული ბოჭკოვანი სხეული, რომელიც ასრულებს ერთგვარი „კაბელის“ როლს, ქალებს უფრო მსხვილი აქვთ, ვიდრე კაცებს, კავშირი კი 30 პროცენტით უფრო მეტია. ამის გამო ქალებს გაცილებით უკეთ შეუძლიათ მრავალამოცანიანი დავალებების შესრულება. მამაკაცის ტვინი კი სპეციალიზებულია და განსაზღვრულ სექციებადაა დაყოფილი.

ლოგიკა

რამდენიც უნდა იხუმრონ ქალის ლოგიკაზე, ის არსებობს და ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცის – აბსოლუტურად არატრივიალური და ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი. ქალისთვის კამათში ბოლო სიტყვა გამარჯვების ტოლფასია და რაიმეს განცხადება, რომელსაც არავინ გააპროტესტებს, მათთვის მტკიცებულებას წარმოადგენს.

პერიფერიული მხედველობა

მამაკაცებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია, ეგრეთ წოდებული, „გვირაბის ხედვა“, ქალებს ძლიერ აქვთ განვითარებული პერიფერიული მხედველობა. ეს უპირატესობას ანიჭებთ მათ უფრო ყურადღებით ადევნონ თვალყური ბავშვებს და იმავდროულად, სხვა საქმეც აკეთონ.

სმენა

ქალები ბევრად უკეთ არჩევენ მაღალსიხშირიან ბგერებს. ერთი კვირის ჩვილ გოგონას შეუძლია გაარჩიოს დედის ხმა და გაიგონოს, როდესაც სხვა ჩვილი ტირის.

ყნოსვა

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალის ტვინის უჯრედების 50 პროცენტზე მეტია პასუხისმგებელი სუნის ბევრად ეფექტურად აღქმაზე.

მეხსიერება

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 4 500 ადამიანს შეუმოწმეს მეხსიერება, რომელთა ასაკი 49-დან 90-მდე მერყეობდა. შედეგად გაირკვა, რომ ქალები მამაკაცებზე გაცილებით უკეთ იმახსოვრებენ ინფორმაციას. ამას ამტკიცებს სხვა კვლევებიც. მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

რეპროდუქცია და ბავშვთან ურთიერთობა

უდავოა, რომ ქალებს აქვთ გამრავლებისა და ბავშვთან ურთიერთობის სუპერუნარი. ამასთანავე, ქალები ადვილად პოულობენ საერთო ენას ბავშვებთან, ამიტომაც ძირითადად, სწორედ, ისინი მუშაობენ ძიძებად, აღმზრდელებად და დაწყებითი კლასების მასწავლებლებად.

სწრაფი განვითარება

გოგონები უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე ბიჭები, ისინი ადრეულ ასაკშივე იძენენ ვერბალური ურთიერთობისა და სოციალიზაციის უნარ-ჩვევებს. თუმცა, ეს განსხვავება მცირდება, როდესაც მამაკაცი სქესობრივი მომწიფების ასაკს აღწევს.

ინფორმაციის აღქმა

უამრავი ფსიქოლოგიური და ლოგიკური კვლევების თანახმად, გაირკვა, რომ ქალები უკეთესად ასრულებენ ტესტებს, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის სწრაფ აღქმასთან ნიშნებითა და გამოსახულებებით. როგორც წესი, ისინი სჯობნიან მამაკაცებს ერთი კატეგორიის ობიექტების სწრაფად ჩამოთვლასა და არითმეტიკული ოპერაციების შესრულებაში.

გამძლეობა ტკივილისადმი

ესტეროგენის მაღალი შემცველობის გამო, ქალები ნაკლებ მგრძნობელობას იჩენენ ძლიერი ტკივილისადმი. ესტეროგენი ასევე ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას ორგანიზმში.

მაღალი ტექტილური მგრძნობელობა

ქალის კანი 10-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მამაკაცის. ინგლისელი მეცნიერების კვლევებმა აჩვენეს, რომ ამ მხრივ ყველაზე მგრძნობიარე მამაკაციც კი ვერ შეედრება ყველაზე უგრძნობ ქალს.

ტვინის მუშაობის დაცვა

ქალებში ტვინის ის ნაწილები, რომელიც პასუხისმგებელია სივრცით და ვერბალურ უნარზე, თითქმის თანაბრად არის წარმოდგენილი ორივე ნახევარსფეროში. ამიტომაც, თუ მამაკაცებს პრობლემები აქვთ ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში, ეს მათთვის ხელის შემშლელი ფაქტორი ხდება ვერბალური ტესტების შესრულებისას, მარჯვენა ნახევარსფეროს დაზიანებისას კი – არავერბალური ამოცანების. რაც შეეხება ქალებს, ვერბალური და არავერბალური ტესტების კარგად შესრულება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი ნახევარსფერო ექნებათ დაზიანებული.

სამსახიობო ნიჭი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გოგონები უფრო სწრაფად იზრდებიან და ასევე სწრაფად სწავლობენ სოციალიზაციას. ამიტომაც სამსახიობო ნიჭი და კონტექსტუალური პრეზენტაციის უნარ-ჩვევა ადრეულ ასაკშივე უყალიბდებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი