ქალი და კაცი

უყურეთ მას თვალებში

№18

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 16.05, 2021 წელი

ადამი და ევა
დაკოპირებულია

ჩვენი სურვილი და მონდომებაა საჭირო და აუცილებლად მოვაწონებთ თავს სასურველ მამაკაცს, რა თქმა უნდა, თუკი ის სხვა ქალით სერიოზულად არ არის გატაცებული.

მამაკაცთან საუბრის დროს დააკვირდით მის ფეხსაცმელს. თუკი მისი ფეხსაცმელის „ცხვირი“ მიმართულია თქვენკენ და ფეხს ოდნავ აქანებს კიდეც, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთან თავს კომფორტულად გრძნობს – ეს კარგი დასაწყისია.

პირველი პაემანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია. ამიტომ სწორედ, ამ დღეს უნდა იყოთ საინტერესო. სხვათა შორის, შეხვედრის ადგილიც ისე უნდა შეირჩეს, რომ შემდგომში მისმა გახსენებამ სიხარული მოგგვაროთ.

მოგწონთ მამაკაცი? მაშინ უყურეთ მას თვალებში. თვალებით კონტაქტი ადამიანებს აახლოვებს და ერთმანეთისადმი დადებითად განაწყობს.

თუ გინდათ, ადამიანს თავი მოაწონოთ, თავიდანვე უნდა მიხვდეს, რომ მის მიმართ კეთილგანწყობილი ხართ, იყავით მხიარული.

როცა მამაკაცს პირველად ხვდებით, შეეცადეთ მასზე სუსტი ადამიანის შთაბეჭდიელება არ დატოვოთ – არ იწუწუნოთ. არ ილაპარაკოთ ენის მოჩლექითა და ოხვრა-კრუსუნით.

მამაკაცები განსხვავებული, ზოგჯერ ძალიან უცნაური არსებები არიან. მათ შეიძლება ისეთი რამ მოეწონოთ, რაზეც ქალს მხოლოდ გაეცინება.

მაგალითად, ზოგიერთ მამაკაცს მოსწონს აყვირებული ქალი და აღაგზნებს კიდეც. ფიქრობს, რომ ამაში არის რაღაც პირველყოფილური.

კიდევ ერთი უცნაურობა – ქალს შეუძლია, დახარჯოს უამრავი დრო და ფული განსაკუთრებული ვარცხნილობისთვის, მაგრამ მამაკაცს ის უფრო გაწეწილი, მხრებზე ჩამოშლილი თმით მოეწონოს.

მამაკაცი ფიქრობს, რომ მაისური შესანიშნავად გამოიყურება ქალის სხეულზე... მაგრამ მხოლოდ შიშველ სხეულზე.

მამაკაცების ტიპები

ფსიქოლოგები გვირჩევენ, კარგად დავაკვირდეთ მომავალ პარტნიორს და ამოვიცნოთ ტიპაჟი. არსებობენ მამაკაცები, რომლებთან ურთიერთობაც მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ. ეს მინიშნებები თქვენთვისაა.

ბაგირზე მოსიარულე

ამ ტიპის მამაკაცისთვის ქალი იგივეა, რაც ვიწრო თოკი, რაზეც ფრთხილად უნდა გაიაროს, რათა მიზნამდე მიაღწიოს. არ უყვარს მრავალფეროვნება, დაგეგმილად მოქმედებს. გირჩევთ, თქვენი სურვილები და ფანტაზიები საერთოდ დაივიწყოთ. ნუ გექნებათ რამე ისეთის მოლოდინი, რაც გაგაბედნიერებთ.

ჟონგლიორი

თავისუფლად უმკლავდება რამდენიმე საქმეს, თანაც ერთდროულად. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ურთიერთობის დროს თქვენმა პარტნიორმა მათემატიკური ამოცანის ამოხსნა მოგთხოვათ! მისი ტვინი მუდმივად რაღაცით არის დაკავებული და ეს თქვენ არ ხართ.

რეკორდსმენი

როგორც ვიცით, ეს ადამიანი მიზნის მიღწევასა და გინესის წიგნში მოხვედრაზეა ორიენტირებული. დღეს თუ თქვენ დაგტრიალებთ თავზე, ხვალ მისი ქალების რაოდენობა გაიზრდება, მაზეგ კი თქვენ, უკვე, იმაზე იფიქრებთ თავს როგორ უშველოთ.

მაყურებელი

ამ ტიპის მამაკაცი დარწმუნებულია, რომ მისი სიყვარული და ყურადღება დაუვიწყარი სიამოვნებაა. სწორედ, ამიტომ, ის მხოლოდ საკუთარ თავს აკვირდება, პარტნიორი კი მისთვის მეორეხარისხოვანია. ის მაყურებელია, რომელსაც თქვენგან მხოლოდ ტაშის მოლოდინი თუ ექნება. თქვენს აზრს არც კი მოუსმენს.

ილუზიონისტი

თავიდან, ალბათ, ფიქრობთ, რომ ერთმანეთს კარგად გაუგეთ. ის ხომ უწყინარი ილუზიონისტია, რომელიც ალბათ, ყველა ქალს შეხვედრია. მას უყვარს საუბარი საკუთარ თავზე და იმაზე, თუ რამდენად სასურველი მამაკაცია და როგორ ოცნებობენ მანდილოსნები მასთან ურთიერთობაზე. სინამდვილეში თქვენ ილუზიაში ეხვევით და ფაქტის წინაშე რომ დადგებით, უკვე გვიანია.

მხეცუნია

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ყველაზე საშიშ მამაკაცის ტიპთან გვაქვს საქმე. მისთვის ქალი მხოლოდ მოთხოვნილებისა და სიამოვნების დაკმაყოფილებაა. ამ ტიპის მამაკაცები ხშირად ტკენენ მანდილოსნებს გულს ისე, რომ ვერც კი ხვდებიან დანაშაულს. ნუ ელით მათგან ადამიანურ თვისებებს, მათ ხომ ინსტინქტები ამოძრავებთ. მათი გამოკვეთა სხვა მამაკაცებისგან ძალიან ადვილია, ისინი ხშირად სვამენ, უხეშები არიან, უყვართ კატეგორიულობა, შორს არიან ჰიგიენისგან და არასდროს აღიარებენ თავიანთ მინუსებს.

როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული

ბევრს წერენ იმაზე, თუ რა სიამოვნებთ და უყვართ ქალებს, რა სურთ მათ და მამაკაცებს რჩევებსაც კი სთავაზობენ. სამაგიეროდ, ცოტა რამ იწერება იმაზე, თუ რა სურთ კაცებს. არავინ გვასწავლის, როგორ უნდა ვასიამოვნოთ მათ და დაიპყრო მამაკაცის გული.

დავიწყოთ ყველაზე მთავარით – თუ გსურთ, დაიპყროთ კაცის გული, არასდროს მოაბეზროთ მას თავი, არ შეაწუხოთ და არ დაღალოთ ზედმეტი შეკითხვებით. აცადეთ, მოენატროთ, მიეცით საშუალება, თქვენზე იფიქროს. სწორედ, ამ ფიქრშია მონატრება და ფანტაზია, რომელიც კაცს მოსწონს და იზიდავს.

არასდროს აგრძნობინოთ კაცს, რომ ბოლომდე მისი ხართ, კაცი მონადირეა და არ ნადირობს უკვე მონადირებულ ნადავლზე. კაცისთვის ძნელად მოსაპოვებელი გაცილებით უფრო ტკბილია, ვიდრე ადვილად ხელში ჩასაგდები. მაგრამ არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ კაცები ცოტა ზარმაცები არიან, ბევრი არც დევნა უყვართ და არ აფიქრებინოთ – ამას ვერ მოვინადირებ, ტყუილად გავედევნებიო.

კაცებს ასევე, უყვართ სითბო, თუნდაც აგვისტოს ცხელი დღე იყოს, უყვართ, როცა ქალები თავს ევლებიან. მაგრამ ყველაფერს თავისი დოზა აქვს. ზედმეტადაც არ გაანებივროთ, თორემ შესაძლოა, დაკარგოთ.

ის ყოველთვის უნდა ფიქრობდეს, რომ თქვენ მეტი შეგიძლიათ. არასდროს აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ეცადეთ, მისთვის ყოველთვის საინტერესო იყოთ.

და კიდევ, მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალები აქტიურობენ, ინიციატივას იჩენენ და სიახლეებს სთავაზობენ.

იყავით კაცებისთვის ბევრად უფრო სასურველი და დაუტოვეთ თქვენი დაკარგვის შიში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი