ქალი და კაცი

თუ უბრალოდ მეგობრობა

№50

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 25.12, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალბატონებთან ურთიერთობისას მამაკაცები ხშირად ვერ ხვდებიან, სიმპათიაა მათ შორის, თუ უბრალოდ მეგობრობა. არსებობს პრობლემის გადაჭრის საკმაოდ მარტივი მეთოდი – მაგალითად, რა უდგას იმას წინ, რომ პირდაპირ ჰკითხოთ და გააკვირვოთ საკუთარი სითამამით. დიახ, მაღალია რისკი, დააფრთხოთ ნაადრევი შეკითხვებით და საერთოდ გააფუჭოთ ურთიერთობა. თუ ამის გეშინიათ, არსებობს კიდევ ერთი, ეგრეთ წოდებული პარტიზანული მეთოდი, რაც ქალის ქცევის შესწავლას, მის რეაქციაზე და არავერბალურ ჟესტებზე დაკვირვებას გულისხმობს.

წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ:

👉თუ ქალი ხშირად მოგმართავთ მოფერებითი სახელით და გეპრანჭებათ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ მოსწონხართ და თქვენგან ელოდება ინიციატივას.

👉თუ ქალი ხშირად გირეკავთ, მუდმივად ეძებს თქვენთან კონტაქტის მიზეზს და ყოველთვის მზადაა, ნებისმიერი საქმე გადადოს თქვენი გულისთვის, მაშინ ის ნამდვილად შეყვარებულია. თამამად შეგიძლიათ, გადადგათ შემხვედრი ნაბიჯი.

👉შეყვარებული ქალი ყოველთვის ეჭვიანია. თუ შეამჩნიეთ, რომ ქალს არ უნდა თქვენი მეგობარი გოგონების გაცნობა და აშკარად ნერვიულობს, როცა სხვა, სიმპათიურ გოგონებს ესაუბრებით, ესე იგი, შეყვარებულია და თქვენც საკუთარ კავალრად გთვლით.

👉თუ თქვენი პარტნიორი მუდმივად ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე, გაძლევთ საქმიან რჩევებს და ცდილობს, გასიამოვნოთ გემრიელი კერძებით, მაშინ ის, არა თუ შეყვარებული, არამედ ქორწინებისთვისაც მზადაა.

👉თუ თქვენ დანახვაზე ქალი იღიმება, თვალები უბრწყინავს, დიდ კომპანიაში მხოლოდ თქვენ გამჩნევთ და ცდილობს, გვერდით იყოს, მუდმივად თმას ისწორებს და თითქოს შემთხვევით გეხებათ, მაშინ დარწმუნებული იყავით, მას თქვენთან არა მარტო ემოციური, არამედ ფიზიკური კონტაქტიც ძალიან უნდა.

👉მოსიყვარულე ქალს არასდროს ავიწყდება პარტნიორის დაბადების დღე და ყოველთვის ცდილობს, გაახაროს სასიამოვნო სიურპრიზით. ისეთ რომანტიკულ საჩუქარს გაგიკეთებთ, რაც ხშირად შეგახსენებთ თქვენს ურთიერთობას.

👉თუ თქვენთან ურთიერთობისას ქალი იბნევა, ლოყები უწითლდება და ხშირად უმიზეზოდ გიბრაზდებათ, ესე იგი, შეყვარებულია და საკუთარ გრძნობებს ვერ ერევა.

👉ქალი არასდროს შეხვდება სხვა მამაკაცს, სანამ არ დარწმუნდება, რომ საყვარელი მამაკაცის კეთილგანწყობას ვერასდროს მოიპოვებს. თუმცა, ეჭვიანობა – სულ სხვა საქმეა! თუ თქვენი თანდასწრებით ქალი სხვა მამაკაცებს ეპრანჭება, ცდილობს მათგან კომპლიმენტების მიღებას, თუმცა საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევს, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ გაეჭვიანებთ, თქვენი ყურადღების მიქცევას ცდილობს და თქვენგან აქტიურ მოქმედებას ელოდება.

👉თუ მორიგი უთანხმოების შემდეგ, თქვენი რჩეული რამდენიმე დღესაც კი ვერ ითმენს და პირველი გირეკავთ, ესე იგი, ძალიან ეშინია თქვენი დაკარგვის და მისთვის ურთიერთობა უფრო ძვირფასია, ვიდრე საკუთარი სიამაყე.

👉თუ ქალი ყოველთვის ფორმაშია და მაქსიმალურად ცდილობს, ხაზი გაუსვას საკუთარ გარეგნობას, ესე იგი, აქტიურად ცდილობს თქვენ მოხიბვლას.

არასდროს დაკარგოთ

ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვდებით ისეთ ადამიანს, რომელიც თქვენთვის არის შექმნილი. ცუდია, რომ ხშირად ისე ვკარგავთ საყვარელ ადამიანებს, რომ ვერც ვაცნობიერებთ მათ განსაკუთრებულობას ჩვენს ცხოვრებაში.

ნახეთ რა ნიშნებით უნდა შეაფასოთ ადამიანი და თუ ის ყველას აკმაყოფილებს, გირჩევთ, არასოდეს დაკარგოთ ის.

თქვენზე ჭკვიანია

არაფერია იმაზე კარგი, როცა გვერდით ჭკვიანი პარტნიორი გყავს. მშვიდად და წყნარად ცხოვრობ. შეგიძლია, ნებისმიერ დროს ჰკითხო რჩევა და პასუხიც მიიღო.

კეთილი და მზრუნველია

ადამიანები უნდა ზრუნავდნენ ერთმანეთზე. ბუნებით სუსტი არავინ არის. გასაჭირში ყველა წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ვავლენთ, მაგრამ ბედნიერებაა, როცა შენზე ზრუნავენ.

ენერგიულია

პარტნიორმა ნებისმიერ დროს უნდა შეძლოს თქვენი დაღლილი და გათიშული გონება გამოაცოცხლოს. დაგმუხტოთ ახალი ენერგიით და სიცოცხლის სურვილი დაგიბრუნოთ. ამისთვის მას ულევი ენერგია სჭირდება.

კომპრომისზე წასვლა შეუძლია

ცხოვრება რთულია. ყველაზე მტკიცე სიყვარულსაც კი უჩნდება ბზარები, თუ ორივე მხარე ჯიუტად იცავს თავის პოზიციას. რომელიმემ დათმობაზე წასვლა არ უნდა ითაკილოს.

გიქმნით კომფორტს

კაცსაც და ქალსაც უნდა შეეძლოს, სახლი სასიამოვნო გარემოდ გადააქციოს. მყუდროების გარეშე მალე მოგბეზრდებათ ურთიერთობა.

ძლიერია

ადამიანი ძლიერი უნდა იყოს. მას დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება. ნებისმიერ წვრილმანზე არ უნდა შეგაწუხოთ. დამოუკიდებელი, ძლიერი და სტაბილური პიროვნება გვერდით, დიდი ბედნიერებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი