ქალი და კაცი

თავდაჯერებული და ბედნიერი

№21

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 04.06, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

სრულყოფილი არავინაა, მაგრამ ზოგიერთ ქალს ეს ავიწყდება და გადაჭარბებულად ღელავს. ეს კი ხელს უშლის წარმატების მიღწევაში. თავდაჯერებული ქალი ასე არ იქცევა. მას არ ეშიანია, თვალი გაუსწოროს რეალობას. მოსწონს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც რეალურადაა.

წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ:

👉სარკეში ჩახედვისას თავდაჯერებული ქალი ხედავს საკუთარ ძალასა და სისუსტეებს, ზუსტად იცის თავისი ძლიერი მხარე, ისევე, როგორც სისუსტეები და რა თქმა უნდა, არ უჭირს ამ სისუსტის აღიარება. რეალურად, ესაა მისი მთავარი ძალა. ამ თვისების წყალობით ახერხებს ცხოვრებაში იდეალური ბალანსის პოვნას;

👉თავდაჯერებულმა ქალმა იცის, რისი ეშინია ყველაზე მეტად და ცდილობს, თვალი გაუსწოროს მას – ეს ნორმალურია. ყველა ადამიანს აქვს გარკვეული შიშები, მაგრამ თუ ამ შიშს არ გადავლახავთ, არ დავამარცხებთ, არაფერი გამოვა. თავდაჯერებული ქალი ხედავს შიშს, იცის, როგორ უნდა გაუსწოროს თვალი და ყველაფერს აკეთებს შიშის გადასალახად;

👉თავდაჯერებული ქალი გადაწყვეტილებებს თვითონ იღებს, ცხოვრებაში საკუთარი გზა აქვს და ყველაზე უკეთ თავად იცის, როგორი გადაწყვეტილების მიღებაა კონკრეტულ მომენტში საჭირო. საკუთარ ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე, ბედნიერებაზე თვითონვეა პასუხისმგებელი;

👉თავდაჯერებულ ქალებს აქვთ ცხოვრების მიზანი და იმავდროულად, აქვთ ღირებულებები, რომლებსაც აუცილებლად იცავენ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მათი წარმატების საიდუმლო კი მიზნის მისაღწევად დაუღალავი შრომა და ფუნდამენტური ღირებულებების დაცვაა.

მითი ქალების შესახებ

მეცნიერებმა ექსპერიმენტებისა და კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ პოპულარული წარმოდგენები სუსტი სქესის შესახებ, ხშირ შემთხვევაში, სიმართლეს არ შეესაბამება. მივყვეთ თანმიმდევრობით:

ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ

სინამდვილეში, მამაკაცები იღუპებიან ადრე. მამაკაცები 36-დან – 50 წლის ასაკამდე გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ჯგუფში არიან. იმავე რისკებისგან ქალბატონებს ჰორმონი ესტროგენი იცავს. ხოლო, 50 წლის შემდეგ, ქალს და კაცს ხანგრძლივი ცხოვრებისთვის ერთნაირი შანსები აქვს.

ქალები რიცხობრივად აღემატებიან მამაკაცებს

არც ესაა სიმართლე. სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ, ყოველ 107 ახალშობილ ვაჟზე 100 ახალშობილი გოგონა მოდის. თუ მსოფლიოში მამაკაცების ნაკლებობა იგრძნობა, მხოლოდ იმიტომ, რომ საშუალო ასაკში მამაკაცებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ და მათი უმრავლესობა ექიმთან მისვლასა და მკურნალობას თავს არიდებს.

ქალები ნაკლებად ჭკვიანები არიან

რეალურად, ქალბატონები, ამ მხრივ, ნორმის ფარგლებში არიან, ანუ მათ შორის იშვიათად შეხვდებით როგორც ძალიან მაღალ ინტელექტუალებს, ისე მეტისმეტად დაბალი გონებრივი შესაძლებლობის ადამიანებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალები უამრავი გამოგონების ავტორები არიან. მაგალითისთვის: ჰედი ლამარის აღმოჩენის წყალობით, ვსარგებლობთ დღეს მობილური ტელეფონებით, ნავიგატორებით.

ქალები კაცებზე ცუდად მუშაობენ

ფართოდ გავრცელებული აზრის მიხედვით, მამაკაცი ბევრად უფრო კვალიფიციური თანამშრომელია, ვიდრე ქალი და ანაზღაურებაც, შესაბამისად, მაღალი აქვს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთ შემთხვევაში გენდერულ უთანასწორობასთან გვაქვს საქმე.

რეალურად კი, ქალებმა უკვე დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ პროფესიების უმრავლესობაში, რომლებიც მძიმე ფიზიკურ შრომასთან არ არის დაკავშირებული, ისინი, როგორც მინიმუმ, ისევე ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, როგორც მამაკაცები.

ქალები მშიშრები არიან

გერმანელი მეცნიერის, რიმანის კვლევის („შიშის ფენომენის შესახებ“) თანახმად, ქალები სარისკო სიტუაციებს სწრაფად ვერ აცნობიერებენ და დაუფიქრებლად დგამენ გაბედულ ნაბიჯს. მაგრამ, თუ მაინც გააცნობიერეს, ხიფათის რისკი, შიშის გრძნობას ვეღარ უმკლავდებიან.

ქალებს გველებისა და ობობების მამაკაცებზე მეტად ეშინიათ

ტყუილია. არაქნოფობიით – ობობებისა და ობობისნაირების შიშით, 3-ჯერ მეტი მამაკაცია დაავადებული, ვიდრე ქალი. რაც შეეხება გველს, სტატისტიკის მიხედვით, მის მიერ დაკბენილ ყოველ ქალზე, 10 დაკბენილი კაცი მოდის და ეს იმიტომ არ ხდება, რომ ქალს უფრო მარტივად შეუძლია „საერთო ენის“ გამონახვა ამ ქვეწარმავალთან. საქმე ისაა, რომ გველები ძალიან მგრძნობიარენი არიან არომატების მიმართ და მამაკაცის სუნი მათში აგრესიას იწვევს. შესაბამისად, ისინი ქალებს უფრო ნაკლებად ერჩიან.

ქალებს ტკბილეული უყვართ, კაცებს — ხორცი

არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცებისთვის აუცილებელია ცხოველური ცილების მიღება, ხოლო ქალბატონები უპირატესობას უფრო მსუბუქ კერძებსა და ტკბილეულს ანიჭებენ. სინამდვილეში, მამაკაცებისთვის ცხოველური პროტეინები არც იმდენად საჭიროა და მათი ჩანაცვლება, მცენარეული ცილებით არის შესაძლებელი. ხოლო, ქალისთვის ხორცის მიღება აუცილებელია, რეპროდუქციული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის – იმისთვის, რომ ჯანმრთელი ბავშვები დაიბადონ. დღეს ექიმები ვეგეტარიანელებისთვის ამუშავებენ სპეციალურ დიეტებს და მომავალ დედებს მინერალურ-ვიტამინებიან კომპლექსებს უნიშნავენ, რომ ნაწილობრივ მაინც აანაზღაურონ ზიანი, რომელიც ვეგეტარიანელმა ქალმა შეიძლება, მუცლად მყოფ ბავშვს მიაყენოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი