ქალი და კაცი

სპეციფიკა მთავარია

№5

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 12.02, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

არსებობს პიროვნული თვისებები, რომელთა გამოც ქალი მომხიბლავად მიიჩნევა.

ამიტომაც არსებობენ განსაკუთრებულად მიმზიდველი ქალები, რომლებიც ყველას ყურადღებას მაგნიტივით იზიდავენ. საინტერესოა, რა თვისებები აქვთ ასეთ მაგნიტურ ქალებს, რითაც ისინი ყველას მოხიბვლას მარტივად ახერხებენ.

ქალი, რომელიც თავის საწყისებთან, ანუ ქალურ მესთანაა დაკავშირებული, კომფორტულად გრძნობს თავს ურთიერთობის ყველა ეტაპზე. ის არ აჩქარებს პარტნიორს და საშუალებას აძლევს, ნელი ტემპით განავითაროს ურთიერთობა. ის მამაკაცს აძლევს ემოციების გამოხატვისა და მოქმედების საშუალებას. მაგნიტური ქალი არასოდეს მისდევს მამაკაცს, რომელიც არ არის მისით დაინტერესებული და სასოწარკვეთილი არ ცდილობს, შეინარჩუნოს უკვე არსებული პარტნიორი. ასეთ ქალს მოსწონს ურთიერთობის განვითარების პროცესი და მამაკაცების დევნის ნაცვლად, უბრალოდ, იზიდავს მათ.

მაგნიტური ქალი ბედნიერია აქ და ახლა. მას არ აწუხებს ურთიერთობის მომავალი, რადგან ის არ აკონტროლებს პროცესს. არ არის ორიენტირებული შედეგზე. მას მოსწონს პროცესი და ის, რაც ახლა ხდება. ეს განსაკუთრებით მიმზიდველი თვისებაა, რადგან დიდ თავდაჯერებულობას მოითხოვს. ეს არის საკუთარი თავის შეცნობისა და სიყვარულის უდიდესი გამოვლინება. მაგნიტურ ქალს სჯერა, რომ ირგვლივ ყველა დააფასებს, ამიტომ არ ცდილობს, სამომავლოდ ვინმეს თავი მოაწონოს.

ის ბოდიშების გარეშე ცხოვრობს და ხვდება, რომ მისი კეთილდღეობა უპირველეს ყოვლისა, თავად მასზეა დამოკიდებული. შესაბამისად, არც ერთ მამაკაცს არ აყენებს კვარცხლბეკზე, რადგან იცის, რომ თავადაა ქალღმერთი, რომელიც სიყვარულსა და ერთგულებას იმსახურებს.

მაგნიტური ქალი რომანტიკულ ურთიერთობებში არ დებს დიდ ინვესტიციას. იმის მაგივრად, რომ სცადოს, ყველას მოაწონოს თავი, მას ურჩევნია, სხვებმა სცადონ მისი ყურადღების მიპყრობა. სამაგიეროდ, მამაკაცებს საშუალებას აძლევს, მოხიბლონ ის და თანაც, ეს გრძნობები ქმედებით დაამტკიცონ. დიახ, მას უყვარს მამრობითი სქესის ყურადღების მიქცევა, მაგრამ ეს ყურადღება არ განსაზღვრავს მის თვითშეფასებას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ის მშვიდია და არა - ცივი.

ის არის ქალი, რომელსაც ნაკლები შფოთვა აწუხებს. ის არც ხშირად წუწუნებს და არც ემოციურად აშანტაჟებს სხვებს. ეს ქცევა მისი შინაგანი სიმშვიდისა და ღრმა ცნობიერის გამოხატულებაა.

დიახ, მას შეუძლია სხვა ადამიანებისგან სიყვარულის მიღება.

პ. ს. თუ გსურთ, გააძლიეროთ თქვენი ქალური მიმზიდველობა, მაშინ მიღების ხელოვნება უნდა ისწავლოთ. ეს თვისება ნებისმიერ ადამიანს წაახალისებს, რომ თქვენთან თავი საჭიროდ იგრძნოს.

როგორც კი თავს დაანებებთ ზედმეტი ყურადღება გაიღოთ და ამის ნაცვლად, მის მიღებას დაიწყებთ, დაინახავთ, რომ მთელი სამყარო და ნებისმიერი რომანტიკული ინტერესი, თქვენკენ დაიწყებს სწრაფვას!

მოღალატის ლექსიკა

ღალატი ყველაზე საშინელი რამ არის შეყვარებული ადამიანის ცხოვრებაში. სულერთია, დაზარალებული ვინ აღმოჩნდება - ქალი თუ მამაკაცი. ღალატის ერთი ეპიზოდიც კი საკმაოდ აზიანებს, უფრო სწორად ანგრევს ურთიერთობას. ასეთ დროს ყოველთვის ჩნდება კითხვა - ვაპატიოთ, თუ მოვკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ შანსი ადამიანს აუცილებლად უნდა მისცე. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სინანული აქვს და ეს სინანული გულწრფელია. როგორია ტესტი გულწრფელობაზე? - დააკვირდით მის ლექსიკას. მასში არ უნდა იყოს ის სიტყვები და ფრაზები, რომლითაც ბრალის სიმძიმის გადმოტანას თქვენზე ეცდება.

✔️ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა.

✔️ შენ მიბიძგე, მეღალატა - ამას მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ ღალატიდან ყურადღება თქვენს არასწორ ქმედებებზე გადაიტანოს.

✔️ანუ, არ მენდობი? - ნდობის ეჭვქვეშ დაყენება, მოღალატეების ყველაზე გავრცელებული ტაქტიკაა. როდესაც ადამიანს ტყუილში გამოიჭერ, დიდი შანსია, თავდაცვიდან თავდასხმაზე გადავიდეს.

✔️შენ ჩემი არ გესმის - ეს სიტყვები ნათქვამია იმისთვის, რომ გაგრძნობინოს, თითქოს განსაკუთრებული კავშირის მიღმა ხარ და ვერ ხედავ მის ლეგიტიმურობას.

✔️არაფერი არ ხდება - უბრალოდ, ისტერიკაში ხარ - კი, როგორ არა! ხომ ვიცით, რომ ქალური ინტუიცია, არასდროს ცდება.

✔️ტყუილია, რაც შენმა მეგობარმა გითხრა, ხომ იცი, როგორ ვძულვარ!

გულწრფელები რომ ვიყოთ, სავარაუდოდ, ამ სიტყვებისთვის წინა რამდენიმე წელი ემზადებოდა და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ თქვენი მეგობრისგან ნეგატიურ დამოკიდებულებას გრძნობს...

✔️მაინც ვაპირებდი შენთვის თქმას. თანაც, ეს ყველაფერი უკვე წარსულშია.

- მიხვდა, რომ შეცდომას უშვებდა? ცხადია, არა. უბრალოდ, უნდა, რომ თქვენ იფიქროთ, თითქოს, ის შეიცვალა. სინამდვილეში, მოღალატეების უმეტესობა არასოდეს იცვლება!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი