ქალი და კაცი

სქესიც არის დამნაშავე

№4

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 07.02, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია


 თუ  ქალებს მამაკაცების მიმართ პრეტენზიები უჩნდებათ, ამაში ძლიერი სქესიც არის დამნაშავე. თუ გსურთ, იდეალური მამაკაცის იმიჯს მიესადაგებოდეთ, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა და ეცადეთ, ნაკლებად გამოამჟღავნოთ ის თვისებები და ჩვევები, რომლებიც ქალებს ძალიან აღიზიანებთ. კერძოდ კი:

* შიშველი მამაკაცი წინდებით ქალში სიმპათიას ნამდვილად არ იწვევს;
* ქალი ისეთი არსებაა, შეუძლია, საყვარელი მამაკაცის მანქანაზეც კი იეჭვიანოს. ამიტომ, როდესაც მამაკაცი საკუთარ მანქანას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ქალი ამ დროს თავს მიტოვებულად გრძნობს;
* ქალებს ნაკლებად მოსწონთ ისეთი მამაკაცები, რომლებიც ბევრს ჭამენ. ასეთ შემთხვევაში, ხომ, სწორედ ქალია იძულებული, დააკმაყოფილოს მამაკაცის გასტრონომიული მოთხოვნები. ანუ, მუდმივად სამზარეულოში იტრიალოს;
* ქალის გამხიარულება ძნელი არ არის, მაგრამ იმ ანეკდოტებზე, რომლებიც მამაკაცების საზოგადოებაში სიცილ-ხარხარს იწვევს, ქალებს არც ეღიმებათ, ამიტომ ქალთან საუბრისას მოერიდეთ ისეთი ანეკდოტის მოყოლას, რომელიც მისთვის არასასიამოვნო ან რთული აღსაქმელია;
* შეიძლება, ქალმა ყურადღება არ მიაქციოს ძვირფას, ლამაზ ჰალსტუხს, მაგრამ მის თვალში მამაკაცის მიმართ სიმპათიები იკლებს, თუ ფეხსაცმელზე გაცვეთილ ქუსლს, გახსნილ ზონარებსა და ჭუჭყიან ზედაპირს ნახავს;
* ნებისმიერ ქალს სურს, რომ საყვარელი მამაკაცი, მხოლოდ მისით იყოს აღფრთოვანებული. გახსოვდეთ, ნებისმიერი მცირედი შეცდომაც კი ქალს საშინელი შურისძიებისკენ უბიძგებს;
* მოერიდეთ საყვარელ ქალთან დედაზე გაუთავებელ ლაპარაკს, მით უმეტეს, ნუ შეადარებთ დედას და ცოლს ერთმანეთს.

ყველაფერი სხვანაირად

🧑მამაკაცები უფრო მარტივები არიან, ვიდრე ქალები. მათი ტვინი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ბევრ გაუგებრობას ქმნის. კაცების ტვინი მოწყობილობაა, რომელშიც იდეალური წესრიგი სუფევს. ყველაფერი სხვადასხვა ყუთშია ჩალაგებული. სექსი ერთ ყუთში, სპორტი მეორეში, არის ყუთი ავტომობილებისთვის, ფულისთვის, ისეთი ყუთიც კი არსებობს, სადაც ის სამსახურზე ფიქრებს ინახავს. ბავშვებისთვისაც აქვს ცალკე ყუთი, ქალებისთვისაც.... და როცა კონკრეტულ შეკითხვას უსვამთ, იმ კონკრეტულ ყუთს ხსნიან, რომელშიც ამ საკითხის შესახებ „მასალები“ ეგულებათ. თანაც ერთი ოქროს წესი აქვთ – როცა ერთ ყუთს ხსნიან, მეორე ყუთს ხელი არ უნდა ახლონ. სწორედ ამიტომ, ისინი კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს იძლევიან, კონტექსტი შესაძლოა, არც გაითვალისწინონ.
👩ქალებთან ყველაფერი სხვანაირადაა. ქალის ტვინი – ეს ერთმანეთზე გადაბმული ფიქრების მავთულის უზარმაზარი გორგალია. ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ამის შედეგად ქალების ფიქრის პროცესი უზარმაზარ მაგისტრალს ჰგავს, სადაც ყველაფერს ემოციები მართავს. აი, ამიტომაც, ქალებს, როგორც წესი, ყველაფერი ახსოვთ. ქალის შეკითხვა გორგლიდან გამოჩრილი ერთი ბოლოა, რომელსაც უკან ყველა საკითხი აქვს მობმული, კაცი კიდევ ერთ ყუთში იქექება და ხშირად პასუხსაც ვერ პოულობს. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, ვერ გაიხსენონ, რომელ ყუთში რა უდევთ.
კაცებს არ შეუძლიათ ერთდროულად ყველაფერზე დარდი, მაგალითად, როცა მანქანაა გაფუჭებული და ამაზე დარდობენ, სახლში ძალიან გვიანაც რომ მიხვიდეთ, მაგაზე პარალელურად ვერ იდარდებენ. რაც შეეხება ქალებს, ისინი ყველაფერს ერთად დასტირიან.
ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ კაცებს კიდევ ერთი ყუთი აქვთ, რომლის შესახებ ქალების უმეტესობამ არაფერი იცის. ეს ცარიელი ყუთია - კაცების საყვარელი ყუთი. რა სჯობს რამდენიმე საათი ცარიელი თავით ყოფნას? ამიტომაც უყვართ თევზაობა.
ეს თეორია მეცნიერულად დამტკიცებულია. რამდენიმე წლის წინ პენსილვანიის უნივერსიტეტში კვლევები ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ მამაკაცებს მართლაც შეუძლიათ გამოირთონ, არაფერზე იფიქრონ და მაინც სუნთქავდნენ.
ქალის ტვინი კი გამუდმებით მუშაობს და ძალიან ბრაზობენ, როცა ხედავენ კაცს, რომელიც არაფერს აკეთებს და არაფერზე ფიქრობს.

სასარგებლო ნამდვილად იქნება

ეს ფაქტები შესაძლოა, ეჭვს იწვევდეს, მაგრამ საინტერესოა. წაიკითხეთ, ზოგიერთმა პუნქტმა იქნებ დაგაფიქროთ კიდეც, თუმცა სასარგებლო ნამდვილად იქნება.


* უცნაურია, მაგრამ შტატ კოლორადოში აკრძალულია მძინარე ქალის კოცნა;
* ჰონკონგში, თუ ქალს კაცმა უღალატა, ქალს უფლება აქვს, მოკლას ქმარი, ოღონდ მხოლოდ შიშველი ხელებით, ანუ დახრჩობა, გაგუდვა... დაშვებულია
* მსოფლიოში, დაახლოებით 20 მილიონი ქალბატონი დადის სილიკონის მკერდით და ყოველწლიურად კიდევ 250.000 მიდის ქირურგთან მკერდის კორექციის მიზნით;
* პირველი პროგრამისტი იყო ქალი. ახლა იგი ცხოვრობს ინგლისში და მისი სახელია ადა ლავლეისი;
* ქალის გული ზომებით 20 პროცენტით უფრო პატარაა, ვიდრე მამაკაცის;
* სმენა და ფიზიკური შეგრძნებები ქალებს უფრო განვითარებული აქვთ, ვიდრე მამაკაცებს;
* ქალის ტვინი კაცისაზე 10 პროცენტით უფრო პატარაა, თუმცა გაცილებით აქტიურია;
* ქალები სიბნელეში უკეთესად ხედავენ, რადგანაც პერიფერიული მხედველობა უფრო განვითარებული აქვთ;
* სტატისტიკის მიხედვით, საქმიანი მოლაპარაკების დროს ქალები უფრო წარმატებულები არიან;
* სოციოლოგების თქმით, ქალების 24 პროცენტი ამბობს, რომ ერჩივნათ, კაცები ყოფილიყვნენ;
* მთელს მსოფლიოში მხოლოდ 10 ქალბატონს უკავია წამყვანი პოსტი თავის ქვეყანაში, ანუ ხელისუფლების სადავეები უკავიათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი