ქალი და კაცი

სქესი და ოცნება

№44

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 14.11, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალებს ხშირად გვჩვევია სასურველის რეალობად აღქმა. ვარდისფერი სათვალიდან ვუმზერთ ჩვენს რჩეულს და თუ რაიმე მასში არ მოგვწონს, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დროებითია და მის უკეთესობისკენ შეცვლას აუცილებლად შევძლებთ. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა - ადამიანები არ იცვლებიან, ამიტომ იმედგაცრუება გარდაუვალი იქნება. სერიოზულ ურთიერთობას ბევრი დაკვირვება მართებს.

ჩვენ ხშირად ურთიერთობის დასაწყისშივე ვუშვებთ შეცდომებს, რომლის შედეგებსაც დაქორწინების შემდეგ ვიმკით. დაფიქრება გვმართებს ისეთ დეტალებზე, რაც აუცილებლად უარყოფითად იჩენს თავს ქორწინებაში.

არ უნდა დაქორწინდეთ მამაკაცზე თუ ის:

👉გაკრიტიკებთ და შეურაცხყოფას გაყენებთ;

👉 გიკრძალავთ მეგობრებთან ურთიერთობას;

👉 ალკოჰოლიკია, ნარკოტიკებს იყენებს ან აზარტული მოთამაშეა;

👉 არ შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება;

👉 არ ზრუნავს თქვენზე;

👉 გსჯით, თუ ისე არ იქცევით, როგორც მას უნდა. გეუბნებათ, რომ წავა თუ მის პირობებს არ მიიღებთ;

👉 როცა ბრაზობს, ხელით გეხებათ, ძალადობს;

👉 გახდევინებთ თავის ხარჯებსაც კი;

👉 გადარებთ სხვა ქალებს (იმათ სასარგებლოდ);

👉 არ ინტერესდება თქვენი საფიქრალით და საქმეებით.

ამ მნიშვნელოვანი ფაქტორების არსებობას, ან არარსებობას თანდათანობით აუცილებლად აღმოაჩენთ. ამიტომაც დაუკვირდით, როგორ გექცევათ, ან როგორ ექცევა გარშემო მყოფ ადამიანებს. მეტი იფიქრეთ მის ქცევებზე და არა მის ლამაზ სიტყვებზე, რომ მერე ბალიში ცრემლებით არ დაასველოთ.

ვუყვარვარ?

საიდუმლო არაა, რომ მამაკაცების უმეტესობას არ უყვარს გრძნობებზე საუბარი, ამიტომ ვცდილობთ, ყოველ მის მოქმედებასა და სიტყვას ახსნა მოვუძებნოთ, რომ გული დავიმშვიდოთ. სულ უმნიშვნელო საბაბიც კი კარგად განსაზღვრულ არგუმენტად გვეჩვენება და მზად ვართ, მისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ. ამიტომ, ხშირად იმედგაცრუებულნი ვრჩებით.

სიყვარულის მთავარი „სიმპტომი” სურვილია. თუ მამაკაცს სურს ქალი, ამ ქალს მისი სიყვარულის მოპოვების დიდი შანსი აქვს. თუმცა სურვილი ჯერ კიდევ არ იძლევა ხანგრძლივი ურთიერთობის მყარ გარანტიას. ზოგჯერ მამაკაცის ინტერესი მაშინვე ქრება, როგორც კი თავისას მიაღწევს. ამიტომ მოვლენებს ნუ გაუსწრებთ.

მეორე „სიმპტომია” სულიერი მიზიდულობა, მეგობრობა, ემოციური კონტაქტის საჭიროება. მამაკაცი ეძებს საშუალებებს, აღმოჩნდეს თქვენს გვერდით, გირეკავთ, გწერთ, გესაუბრებათ საკუთარ თავზე, ცდილობს, გამონახოს თქვენკენ მომავალი ნებისმიერი შესაძლო გზა. ამიტომ, ყურადღება გმართებთ: თუ ის მხოლოდ ფიზიკურ სიახლოვეს არ ეძებს, სურს ახლოს იყოს თქვენთან, გაიცნოს თქვენი ხასიათი, იცოდეს თქვენი აზრი, მიიპყროს თქვენი ყურადღება - ეს ნიშნავს, რომ მას ნამდვილად უყვარხართ.

უცოლო კაცს იმის პერსპექტივა, რომ ვინმე საკუთარ ცხოვრებაში შეუშვას, ძალიან აშინებს, რადგან ვერ ელევა თავის ძვირფას თავისუფლებას. აქედან გამომდინარე, თუ ის დაჟინებით ცდილობს თქვენს შეტყუებას მის ცხოვრებაში, ეს უეჭველი ნიშანია სიყვარულისა. თვით ფაქტი, რომ მის ცხოვრებაში თქვენ არსებობთ და მის ნივთებს ეხებით, თქვენდამი მის ნდობაზეც მეტყველებს.

თუ მამაკაცი მზადაა, უარი თქვას თავის პრინციპებზე, ცხოვრების ჩვეულ რიტმზე და მეგობრებზეც კი; ის ცდილობს, თქვენს გამო შეიცვალოს, შეცვალოს თავისი გეგმები, დაგითმოთ, დაგახარჯოთ თავისი დროის დიდი ნაწილი; თუ მას შეუძლია, უარი თქვას თავის გემოვნებაზე, საყვარელ სატელევიზიო გადაცემებზე და კომპიუტერთან ადგილიც კი დაგითმოთ, ბოროტად არ ისარგებლოთ მისი გრძნობით. მისთვის დიდი იმედგაცრუება იქნება, თუ ასეთი სიყვარული არ დაუფასდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი