ქალი და კაცი

სიყვარულის სახელით

№23

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 20.06, 2021 წელი

ქალისა და მამაკაცის
სიყვარული
დაკოპირებულია

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სიყვარული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ეიფორია და დეპრესია, მღელვარება და პასიურობა, დაბნეულობა და მთების გადაგორების სურვილი ახლავს. ფაქტია, რომ სიყვარულს მართლაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. შეყვარებულისთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. სამწუხაროდ, ეს ყოვლისმომცველი გრძნობა ყოველთვის დადებით ემოციებს როდი აღძრავს, მეტადრე მაშინ, როდესაც ჩვენ გვიყვარს, მას კი – არა. ასეთ დროს ყველაზე მგზნებარე ადამიანიც კი მდგომარეობიდან გამოდის და სრულიად პარალიზდება.

როგორ მოვიქცეთ?

რამდენიმე დღე იდარდეთ და ცრემლები ღვარეთ, მერე კი მთელი ნეგატიური ენერგია სამსახურისკენ მიმართეთ. აკეთეთ საყვარელი საქმე.

ზოგადად კი, მშვიდად და ობიექტურად შეაფასეთ სიყვარულის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. ეს გრძნობა ერთგვარი ნებაყოფლობითი მონობაა – კარგავთ უამრავ დროს, ნერვებს, ძალას, ფულს, მეგობრებს, სამსახურს, სანაცვლოდ კი არცთუ ისე სასიამოვნო მოგონებებს იღებთ. განა ამას იმსახურებთ?!

დაიწყეთ იმის კეთება, რასაც ამ რომანის გამო კარგა ხანია ვერ მოაბით თავი. ისეთ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, რომელიც არც დაგღლით და არც გაგაღიზიანებთ. წარმატების შემთხვევაში მიხვდებით, რომ სამყარო არც ისე ცუდია.

ლუი პასტერს დაავადებათა საწინააღმდეგოდ ორგანიზმში ინფექციის დასუსტებული გამომწვევები შეჰყავდა, რომელთა მიმართაც ორგანიზმი იმუნიტეტის გამომუშავებას იწყებდა. თუ სიყვარული სრულფასოვანი შრომის საშუალებას არ გაძლევთ, მიეცით გრძნობას გასაქანი, იპოვეთ სხვა ობიექტი და ვნება მისკენ მიმართეთ. ოღონდ ზომიერება არ დაკარგოთ, თორემ შესაძლოა, ახალი ურთიერთობა ახალი ტანჯვის წყაროდ გექცეთ.

უიღბლო სიყვარულს განსაკუთრებული სიმწვავით ძლიერ რომანტიკული ადამიანები განიცდიან. ისინი სხვებზე მეტად ახდენენ სიყვარულის იდეალიზებას და ყოველი დაბრკოლება უდიდეს ტანჯვას აყენებთ. თუ თქვენც ასეთი ბრძანდებით, სასწრაფოდ შეიცვალეთ სამყაროს შესახებ რომანტიკული წარმოდგენა და უპასუხო სიყვარულსაც სხვა თვალით დაინახავთ.

გონს მოდით!

ნუ დაუჯერებთ ადამიანებს, რომლებიც გარწმუნებენ, რომ სიყვარული უკვდავია, რომ გულს ვერ უბრძანებ, რომ წრფელი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის. დადექით გრძნობაზე მაღლა, სძლიეთ ემოციებს და სულ მალე იამაყებთ საკუთარი თავით, რაც უპასუხო სიყვარულის ყალბ ხიბლზე გაცილებით მეტი სიამოვნების მომგვრელია.

ნაკლები იფიქრეთ წარსულზე ჭამეთ შოკოლადი. გჯეროდეთ, რომ მალე კვლავ შეგეყრებათ სიყვარულის სენი, მაგრამ ის ვეღარაფერს დაგიშავებთ – წარსული გრძნობის იმუნიტეტი დაგიცავთ.

რა აძლიერებს ქალს

მართალია, თუ არა, რომ მამაკაცები ძლიერ ქალებს გაურბიან. სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემდეთ, დავიწყოთ იმით, რომ ყველა მამაკაცისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ ვინმესთვის საჭიროა. ძლიერ ქალს არ სჭირდება ისეთი მამაკაცი, რომელიც მის მაგივრადაც დაიწყებს ბრძოლას. თავისუფლად შეუძლია, თავად მოაგვაროს პრობლემები. მათ არ ახასიათბთ მსხვერპლის პოზიციაში ყოფნა და ვერ დააინტერესებთ მამაკაცი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად იღებს.

  • ძლიერმა ქალებმა კარგად იციან, რა სურთ. როცა შეუყვარდება, ასეთი ქალი პირველ ნაბიჯსაც გადადგამს და არ დაიწყებს ლოდინს, როდის ეტყვის რამეს მამაკაცი. მათთვის დამახასიათებელია ურთიერთობების სიმყარე, რაც ძალიან ხშირად კაცობრიობის ძლიერ სქესად აღიარებულ წარმომადგენლებს საკმაოდ აშინებთ.
  • ძლიერ ქალებს არ ახასიათებთ მორჩილება. მათ უყვართ, მაგრამ დამოუკიდებლობასაც ინარჩუნებენ.
  • ძლიერი ქალი ურთიერთბებში ითხოვს გულახდილობას - მამაკაცების უმრავლესობას კი არ მოსწონს რთულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.
  • ძლიერ ქალებს არ აშინებთ წარსული. ისინი მუდმივად იმის ძიებაში არიან, თუ რამ გახადა ადამიანი ისეთი, როგორიც ახლა არის. მამაკაცებს კი ხშირ შემთხვევაში გულახდილობისთვის თავის არიდება ახასიათებთ, რადგან ეშინიათ სუსტები არ გამოჩნდნენ.
  • ძლიერ ქალებს საკუთარ თავში დარწმუნებული მამაკაცები მოსწონთ.
  • ძლიერი ქალი სიმართლეს ტყუილშიც ხედავს – ისინი მაშინვე ხვდებიან სიცრუეს, შესაბამისად, თქვენი ნებისმიერი მცდელობა, რამენაირად მოატყუოთ, ფუჭი იქნება.
  • ძლიერი ქალი ვერ იტანს დაპირებებს, რადგან თქვენ წინაშეა „ცოცხალი“ სიცრუის დეტექტორი. არც თავად თამაშობენ ადამიანის გრძნობებით. იყავით გულახდილი, რადგან ის მატყუარა ადამიანს ვერ ეგუება.
  • ძლიერი ქალები, ასევე, ვერ ეგუებიან სუსტი ნებისყოფის, მერყევ და წუწუნა მამაკაცებს. ურთიერთობას წყვეტენ იმ შემთხვევაშიც, თუ მამაკაცის მხრიდან უპატივცემულობას იგრძნობენ.
  • თუ თქვენი პასუხი მისთვის უარყოფითი იქნება, მას ამით გული ეტკინება, მაგრამ მზად არის, იარები მოიშუშოს და ფეხზე ადგეს ახალ სირთულეებთან შესახვედრად.
  • ძლიერ ქალებს ახასიათებთ ერთგულება.
  • ძლიერმა ქალმა ყოველთვის იცის საკუთარი თავის ფასი, რასაც ზოგჯერ მკვეთრი აღმზრდელობითი მითითებებითა და ქმედებებით გამოხატავს ხოლმე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი