ქალი და კაცი

როცა უნდიხარ მამაკაცს და როცა გაფასებს

№9

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 12.03, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ზოგჯერ, როცა ვგრძნობთ, რომ ვინმესთვის სასურველი ვართ, საკუთარი თავის დაფასება გვავიწყდება. ზოგჯერ უფლებას ვაძლევთ, არასწორად მოგვექცნენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს დროდადრო ყურადღების ცენტრში ყოფნა გვსიამოვნებს. თუმცა, ეს კმაყოფილების დროებითი შეგრძნებაა და მეტი არაფერი.

ქალებს მოსწონთ, როცა მამაკაცი მასთან ფლირტს აბამს. მაშინაც კი, როცა მამაკაცის მხრიდან ყურადღება სუსტია, ქალებს თვითშეფასების კოეფიციენტი ეზრდებათ. მაგრამ იცით თუ არა, რეალურად რა განსხვავებაა იმ დამოკიდებულებებს შორის, როცა მამაკაცს უნდიხართ და როცა გაფასებთ?

დაფასება უფრო რთულია, უფრო მეტი დრო სჭირდება. საჭიროა უფრო ღრმა საუბარი, აუცილებელია გარკვეული დროის განმავლობაში ზრუნავდე ადამიანზე, საჭიროა თავად გრძნობდე მის განცდებს.

იყო სასურველი და დაფასებული — ორი სხვადასხვა რამეა, თუმცა, მეორე ყოველთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. თქვენ შეიძლება, მოგწონდეთ იმ შეგრძნებით მიღებული წამიერი კმაყოფილება, რომ სასურველი ქალი ხართ, მაგრამ ეს არაფრად ღირს, თუ მამაკაცი არ გაფასებთ. ნუ იქნებით მამაკაცთან მხოლოდ იმის გამო, რომ მას ტკბილი სიტყვების თქმა შეუძლია, რომლებიც ასე ძალიან მოგწონთ.

ყველა ქალს უნდა, რომ მამაკაცებს მოსწონდეს – ეს ქალის ბუნებაა, თუმცა, ასეთ დროს თავის დაკარგვა ადვილია და ქალი გვერდით სწევს საკუთარ პრინციპებს და როდესაც ქალი გაბრუებულია მომხიბვლელი დაპირებებით, მარტივად აბამს რომანს შემთხვევით გაცნობილ მამაკაცთან, ადვილად იღებს გადაწყვეტლებას, მაგრამ განცდილი აღფრთოვანების შემდეგ, როცა „თვალები აეხილება“, აცნობიერებს რამდენად დაუფასებელია მამაკაცისგან. ის ბოლოს ხვდება, რომ მამაკაცს მასთან მხოლოდ ფიზიკური სიახლოვის სურვილი ჰქონდა და ამის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა.

ნუ ჩაუვარდებით მკლავებში ისეთ მამაკაცს, რომელიც არ გაფასებთ და უფრო მეტად იმაზე ფიქრობს, როგორ გაატაროს ღამე თქვენს საწოლში და არა იმაზე, რას გრძნობთ, როცა არ გირეკავთ და არ გკითხულობთ.

ნუ მისცემთ ასეთ მამაკაცს საშუალებას, რომ თქვენგან საუკეთესო მიიღოს და დაგტოვოთ გამოყენებული და მიგდებული ადამიანის გრძნობით. გაგიჩნდებათ უამრავი შეკითხვა: რა მოხდა? რა გააკეთეთ არასწორად, რომ მან თქვენთან დარჩენა არ ისურვა? თუმცა, პასუხს ვერ იპოვით, რადგან მამაკაცისთვის ყოველთვის ადვილია ქალის მიტოვება, როცა მისდამი პატივისცემისა და დაფასების გრძნობა არ აქვს. სამწუხაროდ, ასეა. ამიტომ, დაიმახსოვრეთ: უპირველესად თქვენ უნდა დააფასოთ საკუთარი თავი, რომ სხვებმაც დაგაფასონ!

ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული და დაფასება. ამის შემდეგ დაინახავთ რამდენად ღირებული ადამიანი ხართ, კიდევ უფრო მეტი პატივისცემა გაგიჩნდებათ საკუთარი თავის მიმართ, სხვებისგანაც იმავეს მოითხოვთ და მიიღებთ კიდეც.

კოცნა მთავარია

კოცნა კაცობრიობის დასაბამიდან არსებობს. მაგრამ, მაინც რატომ კოცნიან ადამიანები ერთმანეთს? ეს ხან რომანტიკული გრძნობების მოზღვავების გამო ხდება, ხანაც – მისალმების ნიშნად. როგორიც არ უნდა იყოს, კოცნა ყოველთვის მნიშვნელოვანი ემოციების გაცვლაა ადამიანებს შორის.

ზოგიერთ ძველ კულტურაში კოცნა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ხშირად, პატივისცემის ან თანხმობის ნიშნად გამოიყენებოდა. ანთროპოლოგებმა ზუსტად არ იციან კოცნის წარმოქმნის ისტორია. თუმცა, ორი ძირითადი თეორიის გამოყოფა მაინც შეიძლება: პირველი თეორიის თანახმად, ითვლება, რომ კოცნა თანდაყოლილი ინსტინქტური ქცევაა, ხოლო მეორე თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ კოცნა, „კოცნით კვების“ (პროცესი, როდესაც დედა ახალშობილს საკვებს საკუთარი პირიდან აწვდის) ევოლუციის შედეგია.

ყველაზე ძველი წერილობითი წყარო, რომელშიც კოცნაა ნახსენები, სანსკრიტზე შესრულებული ტექსტია, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით, დაახლოებით, 2000 წლით არის დათარითებული. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ კოცნა ინდოეთიდან დანარჩენ მსოფლიოში, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ალექსანდრე მაკედონელმა ჩრდილოეთ ინდოეთის ნაწილი დაიპყრო. საინტერესო და შთამბეჭდავია ფაქტები, რომლებიც მას უკავშირდება:

• მეცნიერებას კოცნის შესახებ ფილემატოლოგია ჰქვია;

• მეცნიერები ვერ ამტკიცებენ, კოცნა თანდაყოლილი თუ გამომუშავებული ჩვევაა. მათი ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კოცნა მაშინ გაჩნდა, როდესაც დედები ცდილობდნენ შვილები ძუძუთი კვებისგან გადაეჩვიათ და საჭმელს პირიდან პირში აწვდიდნენ. მათივე მტკიცებით, კოცნის მიხედვით შეიძლება იმის გარკვევა, ადამიანი ბუნებრივი კვებით იზრდებოდა ჩვილობის პერიოდში, თუ ხელოვნურით;

• ტუჩებში კოცნის დროს, სახის ყველა, ანუ 34 კუნთი მუშაობს, ხოლო ლოყაზე კოცნისას – მხოლოდ 2;

• კოცნა დადებითად მოქმედებს კბილებზე. ამ პროცესის წინ, პირში ნერწყვის გამომუშავება ხდება, რომელიც კბილებს ნადებისგან ასუფთავებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი