ქალი და კაცი

როგორ უნდა მოანატროთ თავი საყვარელ მამაკაცს

№15

ავტორი: ნინო წულუკიძე 21:00 23.04, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

არ დათანხმდეთ ყოველთვის და ნებისმიერ შემოთავაზებაზე, განსაკუთრებით, თუ ეს მასთან ერთად გასეირნებას ეხება. როდესაც უარს ეუბნებით, ის ფიქრობს, რომ თქვენ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც გაქვთ, რომელთაც მეტ პრიორიტეტს ანიჭებთ. ამიტომ, შემდეგზე ის გაითვალისწინებს, თადარიგი დაიჭიროს და წინასწარ გაცილებით ადრე შეგითანხმდეთ შეხვედრაზე.

არაა საჭირო მას ყველანაირი დეტალი გაუზიაროთ. არაა სასურველი, დაწვრილებით მოუყვეთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ.

უმჯობესია, დაუტოვეთ ცოტა ინტრიგა, ნელ-ნელა და თანდათან გაუზიარეთ თქვენი ცხოვრების დეტალები, ისე, რომ თითქოს მას სჭირდებოდეს თქვენი ნდობის მოპოვება. არაა საჭირო, უთხრათ ყველაფერი, თუ თავად არ გკითხავთ. თუ უკვე დაგეგმილი გაქვთ მეგობრებთან ერთად გასეირნება და მან ბოლო წუთს გადაწყვიტა თქვენთან შეხვედრა, არ დათანხმდეთ და თქვენი გეგმები არ შეცვალოთ, მან უნდა იფიქროს, რომ თქვენ ადვილად ხელში ჩასაგდები არ ხართ.

წარმოაჩინეთ, რომ თქვენ დამოუკიდებელი და ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვთ. ეს საუკეთესო გზაა მისი ყურადღების მისაპყრობად. თანაც, როცა დაინახავს, თუ როგორ ხართ მოქცეული სხვების ყურადღების ცენტრში, მას უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდება.

ეს ძნელად შესასრულებელია, მაგრამ როდესაც ამას შეძლებთ, მისგან უფრო მეტ ყურადღებას იგრძნობთ. იგი მიხვდება, როგორი მნიშვნელოვანი ხართ თქვენ მისთვის და კიდევ, არ უპასუხოთ მაშინვე, როცა მოგწერთ ან დაგირეკავთ.

ზოგჯერ ადამიანები პარტნიორის გამო საკუთარ მოთხოვნებს აღარ ითვალისწინებენ და იმას აკეთებენ, რაც პარტნიორს მოეწონება. თითქოს მათ არ უნდათ, პარტნიორს იმედი გაუცრუონ. ეს კარგია, მაგრამ იმ შემთხვევაში არა, თუ თქვენ გინდათ მას თავი მოანატროთ.

როცა ერთად ხართ, არაფერი უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი.

აგრძნობინეთ მას, რა ძვირფასია მასთან ერთად გატარებული დრო. მიეცით მას უფლება, იყოს ის, ვინც სინამდვილეშია. აგრძნობინეთ თავი განსაკუთრებულად და დაფასებულად, რომ შემდეგში თქვენთან ერთად გატარებული დრო მოენატროს.

აუცილებლად უნდა იყოთ მხიარული და ხალისიანი, მას თქვენი კარგი ხასიათი უყვარდება და შემდეგ ენატრება. ამიტომ იყავით ბუნებრივად ლაღი და როცა ერთად ხართ, აგრძნობინეთ თქვენი განსაკუთრებულობა. შემდეგში მას აუცილებლად მოენატრება თქვენთან ერთად გატარებული დრო.

P.S. მთავარი რჩევა – ნუ გააიდეალურებთ ნურც მას და ნურც ურთიერთობას, გახსოვდეთ, რომ ყველაფერს შეიძლება, ჰქონდეს დასასრული!

ხვდებიან, უყვარდებათ, ქორწინდებიან!

ქორწილი... ახალგაზრდები ნერვიულობენ. პატარძალი წარმოუდგენლად ლამაზია. წინასაქორწილო სამზადისი – კაბა, მოსაწვევები, ტორტი, სუფრა – უკვე წარსულშია. მაგრამ, ყოველთვის ასე არ იყო.

დიდი ხნის წინ, როდესაც ღმერთები ჯერ კიდევ ოლიმპოზე ცხოვრობდნენ, იქ ორი ახალგაზრდაც იყო. ისინი ბავშვობიდან სულ ერთად იყვნენ. ხოლო, როდესაც წამოიზარდნენ, ერთმანეთი შეუყვარდათ.

ახალგაზრდებს ძალიან უყვარდათ ადამიანებთან ჩასვლა, მათი დახმარება და უბრალოდ, მათ ცხოვრებაზე დაკვირვება. როდესაც ისინი გაიზარდნენ, მათი ყურადღება იმან მიიქცია, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ, ადამიანები ოჯახებს ქმნიდნენ. შემდეგ მათ შვილები უჩნდებოდათ, რომლებიც ძალიან უყვარდათ და ზრუნვას არ აკლებდნენ.

შეყვარებულებსაც მოუნდათ ოჯახის შექმნა, ადამიანებს შორის ცხოვრება, შვილების აღზრდა. მათ თხოვნით ზევსს მიმართეს, რომ მათთვის ადამიანებს შორის ცხოვრების უფლება მიეცა. ზევსს ეს აზრი არ მოეწონა, უფრო სწორედ, ძალიან არ მოეწონა. ის ხმამაღლა ყვიროდა, ირგვლივ კი ქუხდა და ელავდა. ბოლოს, ცოტა რომ დამშვიდდა, შეყვარებულებს უთხრა: „თუ წახვალთ, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გექნებათ. უკვდავები აღარ იქნებით და ისე დაამთავრებთ ცხოვრებას, როგორც სხვა ადამიანები. თქვენს ცხოვრებაში არა მარტო ბედნიერება, უბედურებაც ბევრი იქნება. გინდათ ასეთი ცხოვრება? თქვენი უზრუნველი ცხოვრება დასრულდება და ოლიმპოზე ვერასდროს დაბრუნდებით!“

ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ ზევსის სიტყვა კანონი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთ მშვენიერ დღეს, ადგნენ და ოლიმპოდან წავიდნენ. მათ ადამიანებს უთხრეს, რომ ოჯახის შექმნა და ბავშვების ყოლა უნდოდათ. მათი გადაწყვეტილება ყველას მოეწონა და რადგან ისინი უბრალო ადამიანები კი არა, ღმერთის შვილები იყვნენ, ადამიანებმა მათთვის, შეუღლებასთან დაკავშირებით, ზეიმის მოწყობა გადაწყვიტეს. ხოლო შეყვარებულებს — სიძე და პატარძალი უწოდეს.

ქალებმა თავიანთი სამოსიდან და სამკაულიდან ყველაზე ლამაზი შეარჩიეს და პატარძალი გამოპრანჭეს.

სიძე-პატარძალს, ზეიმზე მისულმა სტუმრებმა, უამრავი საჩუქარი მიუტანეს, რომ ოჯახში საჭირო ნივთები ჰქონოდათ. ახალდაქორწინებულებს ხომ არაფერი გააჩნდათ?!

მოეწონათ ადამიანებს ქორწინების ასეთი წეს-ჩვეულება და მას ქორწილი დაარქვეს.

იქიდან მოყოლებული, ყველა ახალგაზრდა წყვილს ქორწილის გადახდის სურვილი აქვს – უნდათ, რომ მათი ერთობლივი ცხოვრება ზეიმით დაიწყოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი