ქალი და კაცი

რატომ ვერ ვპოულობთ წესიერ მამაკაცს

№30

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 08.08, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ყველაზე გავრცელებული შეკითხვები, რომლებიც ქალებს მოსვენებას უკარგავს ასე ჟღერს: „რა მჭირს? რატომ ვარ მარტო?” „რატომ ვერ ვპოულობ წესიერ მამაკაცს?“

საკუთარ თავზე სწორი წარმოდგენა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ადამიანის ცხოვრებაში. თუ თვითშეფასება დაბალია, ადამიანის ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება და მათ შორის, ურთიერთობებიც საპირისპირო სქესთან.

თუ გოგონამ, სხვადასხვა მიზეზით, დაარწმუნა საკუთარი თავი იმაში, რომ ის არავის მოსწონს, ეს ასეც იქნება. საკუთარი თავის შესახებ ყალბი წარმოდგენებით კი, ის დააფრთხობს პოტენციურ კავალერს. ამის მახასიათებელს წარმოადგენს დაღვრემილი და მუდმივად უკმაყოფილო სახე, შეზღუდული და უხერხულად შენიღბული მოძრაობები, მორცხვობა ან პირიქით, გამომწვევი, ზედმეტად თავისუფალი და თავდაჯერებული ქალის ნიღაბი, რომელიც აშკარად ვერ გადის ტესტს სიყალბეზე. თუ ასეთ დროს ქალის ცხოვრებაში ჩნდება ღირსეული მამაკაცი, ის ქვეცნობიერ დონეზე განიზიდავს მას. თანაც, ამას ისე აკეთებს, რომ თავად ვერც კი ხვდება. არადა, ეს მამაკაცი მართლაც განიცდიდა მის მიმართ გარკვეულ სიმპათიებს, მაგრამ...

როდესაც თვითშეფასება დაუმსახურებლად დაქვეითებულია – ანუ ქალს თავად მიაჩნია, რომ არ არის საკმარისად კარგი, ის მხოლოდ ისეთი მამაკაცების მოზიდვას შეძლებს, რომლებზედაც თავად ფიქრობს, რომ შეეფერება, დანარჩენთან ურთიერთობის შემთხვევაში კი საბოტაჟს მოუწყობს, როგორც საკუთარ თავს, ისე პოტენციურ კავალერსაც.

მას უყალიბდება ყალბი წარმოდგენა საკუთარი „მე“-ს შესახებ, რომელიც სინამდვილეში, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს.

ქალები არ უნდა იდანაშაულებდნენ თავს, გარემოცვის უმეცრების გამო. სამწუხაროდ, ამას არსად ასწავლიან, რაც ხდება მიზეზი, რომ უმრავლესობა ისე გადადის პატარა გოგონას ასაკიდან ქალობაში, ვერც კი აცნობიერებს, ტყუილში ცხოვრებას. გამომდინარე იქიდან, რომ „სათვალე“, რომლითაც ის ჭვრეტს სამყაროს, ყალბია, ყველაფერი, რასაც ის ხედავს, სიყალბის, უსამართლობისა და არაბუნებრიობის ფერებითაა შეფერილი.

თუ ქალის თვითშეფასების დონე დაბალია და ის ძლიერი, ღირსეული მამაკაცის გვერდით ხვდება, ყოველთვის ფიქრობს, რომ არ არის მისი შესაფერისი, ეწყება შინაგანი პანიკა და შეუსაბამოდ იქცევა. სასწაული კი ვერ მოხდება, რომ ამ მამაკაცმა პაემანი დაუნიშნოს.

გახსოვდეთ, თქვენთან ვერავინ იგრძნობს თავს კარგად, თუ თავად გრძნობთ თავს ცუდად, საკუთარ თავთან!

ადამიანი, რომელიც ცნობიერად არ მუშაობს საკუთარ თავზე და არ ვითარდება, ის არ მიიჩნევს თავს საუკეთესოს ღირსად და იმ მინიმუმს სჯერდება, რომელიც არ მოსწონს და არ აკმაყოფილებს.

დაბალი თვითშეფასების მქონე ქალები, ხედავენ მამაკაცს და ეკითხებიან საკუთარ თავს:

ვიმსახურებ თუ არა მე ასეთ ძლიერ და ლამაზ მამაკაცს?

ეს არასწორი შეკითხვაა, რომელიც დანაშაულის გრძნობითა და მსხვერპლის პოზიციითაა გაჟღენთილი და პასუხის გამოცნობაც არანაირ პრობლემას წარმოადგენს.

სინამდვილეში, საუკეთესო შეკითხვა, რომელიც შეგიძლიათ საკუთარ თავს დაუსვათ, ასე ჟღერს: იმსახურებს თუ არა ეს მამაკაცი ჩემნაირ ქალს? და მორჩა, თქვენი ილუზორული წარმოდგენები დაძონძილი გოგონას შესახებ გაქრა, რადგან ჯანსაღი პროცესი მოვიყვანეთ მოქმედებაში.

საკუთარ თავზე რეგულარული და სწორი მუშაობის შემთხვევაში, თქვენი ცხოვრება გარანტირებულად შეიცვლება უკეთესობისკენ.

სანამ ახალგაზრდა და ლამაზი, ენერგიული და მიმზიდველი, გონიერი და მოქნილი ხართ, მანამ უნდა გაიაროთ ეს, ერთი შეხედვით, რთული გზა, რომელიც, როგორიც არ უნდა იყოს, ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში.

გარწმუნებთ, რომ ამ გზის გაუვლელად ცხოვრება მილიარდჯერ უფრო რთულია!

როგორც კი თქვენი შინაგანი წარმოდგენა საკუთარი „მე“-ს შესახებ დაუმსახურებლად დაბალი თვითშეფასებიდან გადავა ადეკვატურ და ღირსეულ თვითშეფასებაში, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი სფეროები ავტომატურად დაიწყებს დალაგებას და ბუნებრივია, დალაგებას დაიწყებს პირადი ცხოვრებაც.

ცხოვრება 40 წლის შემდეგ

როგორია ცხოვრება 40 წლის შემდეგ - რა უპირატესობები აქვს ამ ასაკს .. სექსოლოგები ხშირად წუხან, რომ ადამიანებს სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით არაერთი მითის სჯერათ, რაც მათ ცხოვრებას ურთულებს. მაგალითად, გავრცელებულია აზრი, რომ 40 წლის შემდეგ ცოლ-ქმარს შორის სექსი ისეთი ემოციური აღარ არის, როგორც ადრეულ წლებში. თითქოს ქვეითდება შეგრძნებები და ვნებებიც თანდათან ნელდება. სინამდვილეში, შესაძლოა, პირიქითაც მოხდეს. 40 წლისთვის წყვილების უმრავლესობას მეტი დრო რჩება ერთმანეთისთვის - ბავშვები უკვე გაზრდილები არიან, ფინანსური მდგომარეობა უფრო სტაბილურია და შინაგანი თავისუფლებაც მეტია - ეს საუკეთესო დროა ცხოვრებით და ერთმანეთით ტკბობისთვის.

ის, რომ 40 წლის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში სექსი იკლებს, ასაკთან დაკავშირებული კიდევ ერთი მითია. ძალიან ბევრი წყვილი დაგიდასტურებთ, რომ ამ ასაკის შემდეგ, სექსუალური ცხოვრება გაცილებით მრავალფეროვანი და ღრმა ემოციით სავსე გახდა.

„40 წელს გადაცილებული წყვილები უფრო თავისუფლები არიან, უფრო თავდაჯერებულები და უფრო მეტი ინტიმური სიახლოვისთვის არიან მზად, ერთმანეთის გაცილებით უკეთ ესმით“ - ამბობს ფსიქოლოგი შენონ ჩავესი.

სექსოლოგების დაკვირვებით, 40 წელს გადაცილებული მამაკაცები უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ საწოლში მეუღლის ინტიმური სურვილების მიმართ, უკეთესად ახერხებენ თვითკონტროლს და სექსუალური აქტის გახანგრძლივებაც უკეთესად შეუძლიათ, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში.

ამ ასაკის წყვილის ლოგინში აღარ დახტიან პატარები, დედას აღარ აქვს ძილის წინ იმდენი საქმე, რომ საკუთარ საწოლამდე არაქათგამოცლილი მივიდეს. ცოლ-ქმარს უკვე შეუძლია მშვიდად განმარტოვდეს და ერთმანეთის სიახლოვით დატკბეს. ეს ხომ ფუფუნებად გეჩვენებოდათ 10 წლის წინ?

რა თქმა უნდა, ასაკი თავისას ითხოვს და ამ ცვლილებებს თვალი უნდა გაუსწოროთ. მაგალითად, მეტად დაგჭირდებათ საკუთარ სხეულზე ზრუნვა და თავის მოვლა. ვარჯიში, მასაჟი, სილამაზის სალონებში ხშირი სტუმრობა უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოგიტანთ და საკუთარი სხეული მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი