ქალი და კაცი

რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის

№3

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 29.01, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ბედნიერებისთვის ძლიერი, ვაჟკაცური და სერიოზული მამაკაცი გჭირდებათ? კარგი არჩევანია, მაგრამ თუ გინდათ, რომ ქმარი ასეთად დარჩეს, რასაც აქ წაიკითხავთ, ის მისთვის არასდროს გააკეთოთ.

 

არ შეიბრალოთ მამაკაცი

ის დიდი ხანია, ბავშვი აღარაა, ამიტომ სიბრალულით არ შეხედოთ. ყველა კაცს აქვს სისუსტის მომენტები და ამ დროს შეიძლება შემოგჩივლოთ... რა თქმა უნდა, უსმენთ, თანაუგრძნობთ და... გებრალებათ - ეს შეცდომაა.

ასე ბავშვებსა და დაქალებს მოექეცით. ქმართან კი სხვა ტაქტიკაა საჭირო: მოუსმინეთ, შემდეგ ეძებეთ გამოსავალი და არა სანუგეშო სიტყვები. სიბრალული ქალს ეხმარება, კაცისთვის კი ჭაობივითაა, საიდანაც ამოძრომა თანდათან გაუჭირდება.

აცადეთ, დაფიქრდეს და გამოსავალი იპოვოს. თქვენი სიმშვიდე და თავდაჯერება მისთვის ყველაზე კარგი მხარდაჭერაა.

არ მისცეთ ფული

ოჯახში შექმნილი მცირე სირთულეების გამო, მესამე სამსახურში ნუ მოეწყობით და ნურც სამკაულებს გაყიდით. არაა საჭირო - თქვენ საყვარელ მამაკაცში სისუსტეს არ უნდა შეუწყოთ ხელი.

დაე, იბრძოლოს ოჯახის კეთილდღეობისთვის. სირთულეები აკაჟებს მამაკაცის ბუნებას. შეუწყვეთ ხელი, რომ ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა გამოიმუშაოს და სწორი მიმართულებით განვითარდეს.

ნუ მიუძღვნით ძვირფას საჩუქრებს

თუ ქმარს რთული პერიოდი აქვს, ამ დროს სოლიდური საჩუქრებით ნუ გაანებივრებთ. ათასი სხვა ხერხი არსებობს საყვარელი ადამიანის სანუგეშებლად. რომელიმე თქვენც გამოგადგებათ.

ზედმეტი მოტივაცია საჭირო არაა

მამაკაცის მოტივაციის ხერხი სწორად უნდა შეარჩიოთ.

როცა რაღაც არ გაკმაყოფილებთ და ქმრისგან რაღაცის შეცვლას ითხოვთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ნურც ტვინს გაუბურღავთ და ნურც ზედმეტ ლოლიავს დაუწყებთ. უკვე გეცოდინებათ, როგორი მიდგომა ჭრის თქვენს ქმართან.

ნუ გააზარმაცებთ

„იქნებ ამის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ?“ - ნურც ეცდებით. ყოველთვის დაუტოვეთ კაცს საქმე. მიდგომა - სანამ ეგ მოიცლის, მე უკვე გაკეთებული მექნება - არ ამართლებს. ბავშვია გასასეირნებელი? ქმრისთვის ხვეწნას და ჯიჯღინს, გირჩევნიათ, თვითონ გაასეირნოთ? - ესეც შეცდომაა. იჯიჯღინოს, მაგრამ უნდა გაასეირნოს. ნუ გააზარმაცებთ ზედმეტად - ეს ორივეს ძვირად დაგიჯდებათ.

ყველა ასაკში ქალი

ქალი ყველა ასაკში ქალია, მაგრამ მაინც არის მის ცხოვრებაში ეტაპები, როცა სხვადასხვანაირად გრძნობს საკუთარი ქალურობის ხიბლს.

👉25 წლის ასაკში განსაკუთრებით ოპტიმისტი ხარ, არარეალურად ოპტიმისტიც კი. ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უყურებ და წვიმაც გიხარია. ამ დროს ცვლილებებს ადვილად იტან, ცოტას ფიქრობ და სულ მოქმედებაში ხარ. ეჭვი არ გეპარება, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება, თანაც, ძალიან კარგად. 25 წლის ქალი ცხოვრობს პრინციპით: „ამაზე ხვალ ვიფიქრებ!“ ისე, კაცმა რომ თქვას, ამაში ცუდი არაფერია – შენ ხომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვს!

👉35 წლის ქალი ნამდვილი ქალია, თუკი ის რეალურად აცნობიერებს ამას. ქალურობა კი სერიოზული იარაღია. ორგანიზმში ამ დროს მიმდინარეობს ჰორმონული ცვლილებები და, თუ ეს ცვლილებები სწორი გზით წარიმართა და სწორი მიმართულება მიეცა, შეუძლებელს შეძლებთ. მაგრამ ამ ასაკს ახასიათებს რადიკალიზმიც და ღრმა აპათიაც. ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

👉35-დან 50 წლამდე: ეს ცვლილებების დროა, სასიკეთო და იღბლიანი ცვლილებების. ბევრი ქალი ამ ასაკში საკუთარ თავში შემოქმედს აღმოაჩენს ხოლმე. ახალ-ახალი შესაძლებლობები ისეთ პერსპექტივებს უხსნის, შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. ასაკთან დაკავშირებულ პრობლემებს აქტიურობა გადაგალახვინებთ. თქვენ ქალი ხართ – ეს არის მთავარი უპირატესობა.

👉50 წლის ზემოთ: ქალი ამ დროს შეცდომების გამოსწორებაზე „მუშაობს“; ადამიანებში მხოლოდ პოზიტიურს ხედავს და ცდილობს, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ამ ასაკში მეტი დრო გრჩებათ საკუთარი თავისთვის. ძირითადი ეტაპები გავლილია, საკუთარი „მე“ ნაპოვნია და ახლა შეგიძლიათ, მშვიდად იცხოვროთ, მაგრამ არ უნდა მოეშვათ. არავითარ შემთხვევაში – წინ კიდევ მთელი ცხოვრებაა, თანაც კარგი ცხოვრება!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი