ქალი და კაცი

მშიშარა... მექალთანე...

№19

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 21.05, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, მექალთანე მამაკაცი ყველაზე მშიშარა პერსონაა. ის მუდამ ძიებაშია და ქალთა კოლექციონერობის სურვილიც ამიტომ აქვს გამძაფრებული. თუ კოლექციას ვერაფერი შემატა, ეწყება შფოთვა და შიში. მისი თავდაჯერებულობა მხოლოდ მოჩვენებითია. ის თავის შინაგან სამყაროსთან არავის უშვებს, თუმცა ყოველთვის ეძებს ისეთ ქალს, ვინც ოდნავ მაინც ჩასწვდება მის სულიერ ემოციებს, ფანტაზიებს. მაგრამ, ესეც დროებითია. ქალები ასეთ კაცებს უფრთხიან. სულიერებაზე არც კი უწყებენ საუბარს და აი, აქ შეცდომას უშვებენ, ვინაიდან მამაკაცის თვალში ისინი უინტერესო ქალებად აღიქმებიან, არადა ისეთი შემთხვევა, როდესაც მექალთანე მამაკაცს მის ბავშვობაზე, ოცნებაზე, გატაცებებზე დაუწყებენ საუბარს, ურთიერთობა მარტო ერთი შეხვედრით არ დასრულდება. ფსიქოლოგთა აზრით, სწორედ ასეთი კაცების ნერვული სისტემაა არამდგრადი, მათ მომატებული შფოთვა, აგზნებადობა და უძილობა აქვთ.

ვერასოდეს კმაყოფილდებიან მიღწეულით. მათ ქალთა კოლექციის განახლების სურვილი არ ასვენებთ. თუ წინააღმდეგობა ხვდებათ, ადრენალინის გამოყოფა უორმაგდებათ და ქალი, რომელიც არ გამოირჩევა არც გარეგნობით, არც განსაკუთრებული მანერებით, შესაძლოა, მათი მეორე ნახევარიც გახდეს. სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ქალი იოლად დასამორჩილებელთა რიცხვში არ ჩაეწერა .

P.S. არ შეუშინდეთ მექალთანე კაცებს, იქნებ ისინი სწორედ თქვენნაირ ქალს ელოდებიან.

პირველი კოცნის ჯადო

კვლევების თანახმად, დადგინდა, რომ პირველ კოცნას ბევრი რამის განსაზღვრა შეუძლია, მაგალითად, იმის თუ რამდენად შეეწყობიან წყვილები ერთმანეთს, რაც ხანგრძლივი ურთიერთობის განმსაზღვრელია.

• წყვილები, რომლებიც ერთად 25 წელზე მეტს ცხოვრობენ, ერთმანეთს ემსგავსებიან – კვლევების თანახმად, წყვილების მსგავსება თანაცხოვრების შემდეგ აშკარა ხდება. როგორც კვლევა ამტკიცებს, წყვილების სახეზე აისახება საერთო დარდი და ბედნიერება, რაც ერთმანეთს ამსგავებს მათ.

• წლებისგან მიღებული სექსუალური გამოცდილება ურთიერთობას რომანტიკულს ხდის – კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებმაც სექსუალური ცხოვრება 19 წლის ასაკიდან დაიწყეს, მომავალში რომანტიკული ურთიერთობისთვის მზად არიან, მაგრამ ეს არ ეხება ქორწინებას, რადგან წყვილები არ არიან დაცული დროებითი გატაცებების ქარცეცხლისგან, სჯობს თავისუფალი ურთიერთობით იჯერონ გული და შემდეგ, როდესაც ჩამოყალიბდებიან, თავიანთი ცხოვრება ერთ პარტნიორს დაუკავშირონ. გასათვალისწინებელია, რომ მამაკაცებს რომანტიკის სურვილი 30-35 წლის შემდეგ უჩნდებათ, როცა ამის მოთხოვნილება ქალებში ყველა ასაკში ჭარბადაა.

• რომანტიკული ფილმები პარტნიორებს ქორწინების გადარჩენაში ეხმარება – სამწლიანი კვლევის თანახმად, რომანტიკული ფილმების ნახვა და განხილვა წყვილებს ეხმარება გააანალიზონ საკუთარი შეცდომები, ამიტომ ინტენსიურად რომანტიკული ფილმების ყურება ნაკლებ კონფლიქტსა და გაუგებრობას ნიშნავს.

• საყვარელი ადამიანის სურათის ყურება ამცირებს ტკივილის შეგრძნებას – გამოკითხული ქალებიდან, რომელთაც შეყვარებულებთან ექვსთვიანი, სტაბილური ურთიერთობა ჰქონდათ, მათი ფოტოების ყურებისას ტკივილი საგრძნობლად უმცირდებოდათ.

• თანამედროვე ქორწინება თვითრეალიზაციას მოითხოვს – ამ თემას ინგლისელი ფინკელი სწავლობდა და დაადგინა, რომ გაყრების უმეტეს შემთხვევაში მიზეზი თვითრეალიზაციის სურვილია. ადრე ქორწინების მოთხოვნილებებიდან ქალებისთვის მნიშვნელოვანი იყო დაცულობა, ხოლო თანამედროვე ქორწინებაში ეს მოთხოვნილება ფსიქოლოგიური კმაყოფილების სურვილით შეიცვალა.

• ადამიანები ოჯახის შექმნისას ფიქრობენ, რომ ქორწინება თავდაჯერებულობას აუმაღლებთ, რაც თვითრეალიზებაში დაეხმარებათ, ამისთვის კი საჭიროა დრო და ორივე პარტნიორის მზაობა, ერთად გაუმკლავდნენ დაბრკოლებებს. როცა ერთ-ერთი პარტნიორი არ ზრუნავს საერთო მიზნებისათვის, მეორე პარტნიორს პროტესტის განცდა უჩნდება. ამიტომ წყვილებმა თავიდანვე კარგად უნდა შეაფასონ თავიანთი შესაძლებლობები და გადახედონ საერთო გეგმებს.

• მაღალი აიქიუს მქონდე კაცები ნაკლებად ღალატობენ და იწყებენ ფლირტს სხვებთან – კვლევის მიხედვით, სხვა ქალებთან ფლირტს დაბალი აიქიუს მქონე კაცები იწყებენ. კაცები, რომლებსაც მაღალი აიქიუ აქვთ, საერთოდ არ ინტერესდებიან, ვინმესთან გართობის მიზნით ერთჯერადი ურთიერთობა გააბან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი