ქალი და კაცი

მოვანატროთ თავი – აუცილებლად გაამართლებს

№12

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 02.04, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

თუ ურთიერთობაში დაფასებულად არ გრძნობთ თავს ან ბოლო დროს თქვენი ურთიერთობა ისეთი აღარაა, როგორიც იყო, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. აუცილებლად უნდა წაიკითხოთ – გასწავლით, როგორ მოანატროთ თავი საყვარელ მამაკაცს.

👉 არ დათანხმდეთ ყოველთვის ყველაფერზე შემოთავაზებისთანავე, როდესაც უარს ეუბნებით, ის ფიქრობს, რომ თქვენ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც გაქვთ, რომელთაც უფრო მეტ პრიორიტეტს ანიჭებთ. ეცდება, ისე მოიქცეს, რომ თქვენთვის პრიორიტეტული თვითონ გახდეს;

👉 არაა საჭირო ყველანაირი დეტალი გაუზიაროთ მას. არაა სასურველი ყველაფერი, რასაც აკეთებთ დაწვრილებით მოუყვეთ. უმჯობესია დაუტოვოთ ცოტა ინტრიგა, გაუზიარეთ ოდნავ და ნელ-ნელა თქვენი ცხოვრების დეტალები, ისე, რომ თითქოს მას სჭირდებოდეს თქვენი ნდობის მოპოვება. არაა საჭირო უთხრათ ყველაფერი, თუ თავად არ გკითხავთ. უნდა იფიქროს, რომ თქვენ ადვილად ხელში ჩასაგდები არ ხართ, გყავთ მეგობრები და გაქვთ საკუთარი წრე, რომელსაც ის პატივს უნდა სცემდეს;

👉წარმოაჩინეთ, რომ თქვენ დამოუკიდებელი და ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვთ. ეს საუკეთესო გზაა მისი ყურადღების მისაპყრობად. როცა დაინახავს, თუ როგორ ხართ სხვების ყურადღების ცენტრში მოქცეული, მას უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდება:

👉 არ დაეკონტაქტოთ პირველმა, როცა გენატრებათ;

👉 ზოგჯერ ადამიანები პარტნიორის გამო საკუთარ მოთხოვნებს აღარ ითვალისწინებენ და იმას აკეთებენ, რაც პარტნიორს მოეწონება, მათ არ უნდათ, პარტნიორს იმედი გაუცრუონ. ეს კარგია, მაგრამ იმ შემთხვევაში არა, თუ გსურთ, მას თქვენდამი ინტერესი გაუღვივოთ;

👉აუცილებელია გქონდეთ თქვენი ჰობი, იყავით დაკავებული;

👉 როცა ერთად ხართ, არაფერი უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი. აგრძნობინეთ მას, რა ძვირფასია ერთად გატარებული დრო. მიეცით უფლება, იყოს ის, ვინც სინამდვილეშია. აგრძნობინეთ თავი განსაკუთრებულად, რომ შემდეგში თქვენთან ერთად გატარებული დრო მოენატროს;

👉 თქვენ უნდა იყოთ მხიარული და ხალისიანი, მას თქვენი კარგი ხასიათი შეუყვარდება და შემდეგ მოენატრება. იყავით ბუნებრივად ლაღი და როცა თქვენთანაა, აგრძნობინეთ მას თქვენი განსაკუთრებულობა.

და ბოლოს, ნუ გააიდეალურებთ ნურც მას და ნურც ურთიერთობას – გახსოვდეთ, რომ ყველაფერს შეიძლება, ჰქონდეს დასასრული!

გრძნობების საიდუმლო კოდი

„ყველა კაცი ერთნაირია“, „მათ არ შეუძლიათ ერთგულება, ყველაზე ღირსეულ ქალებსაც კი ღალატობენ“, „არ გააჩნიათ გრძნობები, არ აინტერესებთ რომანტიკა და პირადულ ურთიერთობებში მძაფრად არ გამოხატავენ ემოციებს, იმიტომ რომ სხვის ემოციებზე საერთოდ არ ფიქრობენ”... – აი, ბრალდებები, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმის მამაკაცების მისამართით, მაგრამ არის კი ეს სიმართლე? უნდა ვნახოთ, სადაა პრობლემის ფესვები.

ის ფაქტი, რომ მამაკაცებს არ შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ გრძნობები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ეს გრძნობები საერთოდ არ გააჩნიათ. ხშირად ისინი საკუთარი გრძნობის გამოსახატად ირიბ ფორმებს იყენებენ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამის გაშიფრვა თავადაც უჭირთ.

მამაკაცები გაცილებით სოციალური არსებები არიან, მათთვის ავტორიტეტი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირებას სწორედ სხვისი აღქმიდან ცდილობენ. სტერეოტიპული მიდგომების გამო კი ისინი პატარაობიდანვე ეჩვევიან ნამდვილი ემოციების დამალვას.

ხშირად კი მამაკაცები საკუთარი ემოციების გამოსახატად საჭირო სიტყვებსა და ფორმებს ვერ პოულობენ. ამიტომაა, რომ ზოგჯერ ბევრი რამ არასწორად ესმით. პირად ურთიერთობებშიც ვერ არიან მოქნილები, შესაბამისად, ვერ ლავირებენ, არ შეუძლიათ, იყვნენ თანმიმდევრულნი.

მამაკაცები მხოლოდ იქ გამოხატავენ თავიანთ თავს სრულად, სადაც დარწმუნებულნი არიან, რომ მათ გრძნობებს შესაბამისად აღიქვამენ. როგორ იქცევიან ისინი სპორტულ ღონისძიებებზე? ეხუტებიან ერთმანეთს, ულოცავენ წარმატებას, ამხნევებენ. ამგვარი ემოციების გამოხატვა სრულიად მისაღებია ყველაზე დიდი მაჩოსთვისაც კი. იგივე მამაკაცი სხვა გარემოში, სავარაუდოდ, არასოდეს იქნება ამდენად გახსნილი.

ამ ყველაფრისგან გამორკვევა სულაც არაა მარტივი. დაბლაგვებულია უნარი, სწორად აღიქვას, რას გრძნობს. მძაფრი ემოციები მათი მოუმზადებელი ემოციური სისტემისთვის შესაძლოა, დიდი დარტყმა გახდეს, მით უფრო, თუ ისინი ვერ ერკვევიან მათ წარმომავლობასა და შინაარსში.

ხშირია შემთხვევა, როცა წმინდა ქალურ ემოციებს, როგორიცაა სევდა და დაუცველობის შეგრძნება, მამაკაცები სიამაყედ და აგრესიად მიიჩნევენ, რადგან მიჩვეულნი არიან, რომ სოციუმისთვის ეს გაცილებით ბუნებრივია. ქალებს სურთ, მათგან რაღაც კონკრეტული შეგრძნებები დაინახონ, მაგრამ აშინებთ სხვა ემოციები. მაგალითად, ქალი შეიძლება, შოკირებული დარჩეს თუ მამაკაცმა, რომელიც მისი აზრით, დასაყრდენი უნდა იყოს, შიში გამოხატა.

ყველა კაცისთვის თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორ აღიქვამენ სხვები მის ქცევებს, რა შთაბეჭდილება რჩებათ მასზე. წარუმატებლობა მათ ანადგურებს იმაზე მეტად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლიათ. ამის გამო ერიდებიან გონიერ ქალებსაც, ასეთებზე ხომ შთაბეჭდილების მოხდება არც ისე მარტივია, შესაბამისად პატივისცემის მოპოვებაც. ბევრი კაცი, უბრალოდ, გარბის საყვარელი ადამიანისგან, როცა მასთან ცხოვრება კომფორტული არ აღმოჩნდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი