ქალი და კაცი

მოსწონხართ თუ არა

№14

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 17.04, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

აუცილებელი არ არის პირდაპირ ჰკითხოთ ადამიანს, რა აზრის არის ის თქვენზე. საკმარისია, ყურადღება მიაქციოთ მისი სხეულის ენას. ჟესტები ადამიანის გრძნობებზე ბევრ რამეს ამბობს.

✔️ თუ ადამიანი ცდილობს, თქვენ ორს შორის მყოფი ნივთები მოიშოროს – ადგილი შეუცვალოს მათ, ფაქტია, მოსწონხართ.

მაგალითად, თუ ადამიანი თქვენ ორს შორის დადებს ჭიქას, სავარაუდოდ, მას თქვენ მიმართ რომანტიკული გრძნობები არ აქვს ან როცა ქალს მამაკაცთან საუბრისას წინ უჭირავს ჩანთა, ეს იმას ნიშნავს, რომ მასთან მეტად დაახლოებას აღარ აპირებს. ეს ქცევა, ასევე, განპირობებულია სურვილით, დაიცვას საკუთარი პირადი სივრცე. ეს ყველაფერი თავისთავად, უნებლიეთ ხდება;

✔️ ვინც უფრო ახლოს მოდის ჩვენთან, იმას უნდა, რომ მოგვწონდეს. ქვეცნობიერად, ადამიანს სურს, ახლოს იყოს იმასთან, ვინც მოსწონს. თავის გადაწევა მოსაუბრისკენ ან მთელი სხეულისა და თავის მისკენ შებრუნება ნიშნავს, რომ მის მიმართ ინდიფერენტული არ ხართ;

✔️ როცა სხეულის ენაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ტერფების პოზიცია. თუ ადამიანი ვიღაც სხვას ესაუბრება, მაგრამ მისი ტერფები თქვენკენაა მიმართული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეცნობიერად მას თქვენი ყურადღების მიქცევა სურს. საინტერესოა, რომ ადამიანი მოწონებას პირველად ამ ჟესტით გამოხატავს;

✔️ თუ ვიღაც თქვენთან ახლოს დგას ან ზის გამართული ზურგით, მას თქვენი ყურადღების მიქცევა უნდა. ამ ჟესტით მამაკაცი ცდილობს, თავისი ძლიერი მხარე გამოხატოს;

✔️როცა ვიღაცასთან ერთად სეირნობთ, დააკვირდით მის პოზიციას:

თუ ადამიანი თქვენ წინ მიდის, ფსიქოლოგიურად ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე ფიქრობს და თქვენით დიდად დაინტერესებული არაა. თუ თქვენ უკან მოდის, შეიძლება, აინტერესებდეთ. ხოლო თუ გვერდით მოგყვებათ, არც გისწრებთ და არც ჩამოგრჩებათ, ეს ნამდვილად იმას ნიშნავს, რომ მოსწონხართ;

✔️ მამაკაცი ყოველთვის ცდილობს საყვარელ ქალთან გახსნილი გამოჩნდეს. ამის ჩვენების ერთ-ერთი გზა ხელების წელზე შემოლაგებაა. ეს პოზიცია შესაძლოა, ქედმაღლური და მუქარის შემცველი მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში – ვიღაც უნებურად ცდილობს, გაჩვენოთ, რომ თქვენთან გახსნილია.

მოფერებითი სახელი და ურთიერთობა

რა საალერსო სახელი მოგიფიქრათ თქვენმა საყვარელმა ადამიანმა? ჩვენ ჩამონათვალს გთავაზობთ – დასკვნა თავად გააკეთეთ.

✔️ პატარავ – ის ყურადღებიანი და მოსიყვარულეა. ფიქრობს, რომ მისი მზრუნველობა გჭირდებათ და ყველაფერი თქვენთვის უნდა;

✔️ ძვირფასო – ურთიერთობაში მისთვის მთავარია სანდოობა და საიმედოობა. გრძნობები მეორე ადგილზეა;

✔️ სულელუკა – ის ყველაფერს გაპატიებთ. იგი მზად არის ნებისმიერ სიტუაციაში დაგიდგეთ გვერდით და სიტუაცია აკონტროლოს;

✔️ ჩემო სიცოცხლე – პათოსი მას ძიებისკენ უბიძგებს. ყოველი შემთხვევისთვის, გადაამოწმეთ, სადმე სხვაგანაც ხომ არ ცხოვრობს და სხვა „სიცოცხლეც“ ხომ არ ჰყავს;

✔️ ბაჭია – იგი აზარტული ადამიანია და ხშირად გეთამაშებათ. არ მოგატყუოთ, სინამდვილეში ძალიან ეჭვიანია და სულ თვალს გადევნებთ;

✔️ ფისუნა – მას მოსწონს ახლო და თბილი ურთიერთობები და ყოველთვის ერიდება სიტუაციის დაძაბვას;

✔️ ჩემი ოქრო, ჩემი განძი – თქვენი პარტნიორი თქვენი ურთიერთობის მნიშვნელობისთვის ხაზგასმას ცდილობს და რეალურად უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე გრძნობს;

✔️ ბეკეკო – იგი თქვენთან ძალიან დიდ სულიერ სიახლოვეს გრძნობს, მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ, თუნდაც ამას მთლად კარგად ვერ გამოხატავდეს;

✔️ კნუტი – მას ძალიან ახლობლად მიაჩნიხართ, უნდა, რომ ეს კავშირი კიდევ უფრო გაამყაროს, რათა სრულიად ენდობოდეთ და ცდილობს დაგიმტკიცოთ, რომ შეგიძლიათ მისი იმედი ყოველთვის გქონდეთ;

✔️ ბარტყი – იგი თქვენ გამო ნებისმიერ რისკზეა წამსვლელი;

✔️ ჩემო შოკოლადო – ძალიან მესაკუთრეა და თქვენც მის საკუთრებად მიგიჩნევთ. თითქოს ძალიან მარტივ, უბრალო ურთიერთობას გთავაზობთ, მაგრამ რეალურად მთელ მის ცხოვრებას და დროს თქვენ იკავებთ;

✔️დათუნია – იგი მგრძნობიარეა, მაგრამ დაჩქარება არ უყვარს, ყურადღებიანი და ფრთხილია და რაც მთავარია, თქვენი დაკარგვა არ სურს;

✔️ თაგუნია – მისი გრძნობები არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, თუნდაც ერთი შეხედვით ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს;

✔️კრუასანი – ის მთელი ძალით ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას და სავარაუდო მეტოქეების ჩამოცილებას. მას სურს ახლო ჰარმონიული ურთიერთობა და სიმშვიდე,

✔️ ჩემი მზის სხივი – თქვენს მიმართ ძალიან დიდ სინაზესა და ცხოველ ინტერესს გრძნობს. მისთვის თქვენ ხართ შანსი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას;

✔️ წიწილა – მას უყვარხართ, მაგრამ მთლად სერიოზულად არ აღგიქვამთ. გულის სიღრმეში მაინც უკან იხევს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიურობს;

✔️ მარწყვი – იგი დამოუკიდებელი ადამიანია და თავის პიროვნულ თავისუფლებას პატივს სცემს. მისთვის მთავარი საკუთარი თავია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი